ლაშა ბუღაძე

16 May. 2018, 12:45

ეს, რასაკვირველია ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მიუთითებს საბჭოთა ცენზურის მოდელში დაბრუნებას.

არავის არ აქვს უფლება, არც ერთ ინსტიტუციას, რომ ჩადგეს შემოქმედებით ნაწარმოებსა და მის აღმქმელს, ადამიანს შორის. როდესაც სისტემა, სხვადასხვა მოსაზრებით სასამართლო, პარლამენტის რომელიმე წევრი ან ნებისმიერი სხვა ორგანო გადაწყვეტს, რომ ჩვენ მიგვითითოს რა არის შეურაცხმყოფელი, რომელი ტექსტი, ან რომელი ფილმი, ეს უკვე ნიშნავს ტოტალიტარულ იდეაში დაბრუნებას, რადგან მხოლოდ ტოტალიტარულ სახელმწიფოებში სისტემები იღებდნენ გადაწყვეტილებას რა უნდა ყოფილიყო ადამიანებისთვის მისაღები და რა - არა. ვინ აკეთებს ამ კრიტერიუმებს? კრიტერიუმები არ არსებობს.

მაშინ უნდა ავკრძალოთ "ილიადა" და "ოდისეა", რადგან ეს ორივე პოემა არის ომის ვნებით შეპყრობილი ადამიანების ისტორია, ისინი აღვივებენ ომს, მოუწოდებენ ომისკენ. შექსპირის პოემებიც უნდა გადავყაროთ. ნაბოკოვის "ლოლიტაც", უკაცრავად და პედოფილიაზეა. აკრძალვას უნდა დაექვემდებაროს ჯოვანი ბოკაჩოც, რადგან შეიძლება ვინმემ ჩათვალოს, რომ იქ ბერ-მონზავნების ქილიკია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"ამაზე კარგ "პადარკას" ცოლის დაბადების დღეზე ვერ გამიკეთებდით" — პაატა აბულაძე UK-ის მიერ სანქცირებაზე

პაატა აბულაძე ბრიტანეთის მიერ მის დასანქცირებას ეხმაურება და ამბობს, რომ ამის გამო მადლობელია, რადგან მანამდე უკვირდა,…