ცენზურა სოციალურ ქსელში – რუსეთის დუმა კანონპროექტს დაჩქარებული წესით იღებს
რუსეთს სახელმწიფო დუმას სურს, შეზღუდოს სოციალურ ქსელებში ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელსაც არამართლზომიერად მიიჩნევს. დუმა დაჩქარებული წესით მიიღებს კანონპროექტს, რომელიც დაავალდებულებს სოციალურ ქსელებს უხამსი, არასანდო და არამართლზომიერი ინფორმაცია დაბლოკოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი კომპანიები 50 მილიონი რუბლით დაჯარიმდებიან.
BBC-ის რუსული ოფისის ინფორმაციით, კანონპროექტი ერთი წლის წინ დეპუტატებმა სერგეი ბაიარსკიმ და ანდრეი ალჩევსკიმ შეიმუშავეს, თუმცა ის არ განხილულა. კემეროვის სავაჭრო ცენტრში ხანძრის შემდეგ კი დეპუტატებმა კანონპროექტის ახალი ვერსია დაარეგისტრირეს, რომელიც პირველი მოსმენით დაამტკიცეს 289 ხმით, 14-ის წინააღმდეგ.
კანონში სოციალური ქსელები ნახსენები არ არის. დეპუტატები იყენებენ ტერმინს საზოგადოებრივი ქსელები. საზოგადოებრივ ქსელებად კი მიიჩნევენ სისტემებს, რომლებსაც აქვთ მომხმარებლის ავტორიზაცია, შესაძლებელია შეტყობინებების მიმოცვლა და იყენებს მინიმუმ 100 ათასი ადამიანი 24 საათის განმავლობაში.
კანონპროექტის მიხედვით, უნდა აიკრძალოს სოციალურ ქსელებში საზოგადოებრივად მნიშვნელოვან თემებზე არასანდო ინფორმაციის გავრცელება. ამის მაგალითად დეპუტატ ბაიარსკიმ ახსენა WhatsApp-ის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კემეროვში ხანძარს ასეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
პოტენციურად საშიშად ჩაითვლება ისეთი ინფორმაციაც, რომელიც წინასაარჩევნო კანონმდებლობით არის აკრძალული. მათ შორის, სოციალური გამოკითხვები, პროგნოზები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე და აგიტაცია, რომელსაც თავად კანდიდატები არ აფინანსებენ. მაგალითად: არჩევნების წინა დღეს რიგითმა ამომრჩეველმა, რომ დაპოსტოს ვის აძლევს ხმას ეს უკანონობად ჩაითვლება.
გარდა ამისა, კანონპროექტის ავტორები მოითხოვენ არაცენზურული გამოთქმების აკრძალვასაც, რომელიც აქამდე მხოლოდ მასობრივი საშუალებებში იყო აკრძალული.
კანონი სოციალური ქსელის მფლობელებს დაავალდებულებს მომხმარებლის იდენტიფიკაცია ტელეფონის ნომრით განხორციელდეს, რაც ხელისუფლებას მათ კონტროლს გაუადვილებს. რუსეთში ნომრის შეძენა, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობითაა შესაძლებელი.
როგორ იმუშავებს კანონი?
კანონი ავალდებულებს სოციალურ ქსელებს რუსეთში საკუთარი წარმომადგენლობა შექმნან. ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება საჩივარი გაუგზავნოს წარმომადგენლებს არაკანონიერი ინფორმაციის შესახებ. 24 საათის განმავლობაში ეს ინფორმაცია უნდა "შეიზღუდოს ან წაიშალოს".
გარდა ამისა, კომპანიებმა მსგავსი პროფილები უნდა დაახარისხოს და მოთხოვნისთანავე გადასცეს ინფორმაცია შესაბამის უწყებებს.
მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი სანქციებია დაწესებული. თუ კომპანია ორჯერ უარყოფს უწყების მოთხოვნას, კანონი უტოვებს ძალას მთავრობას, სასამართლოს გზით, შეუზღუდოს წვდომა სოციალურ ქსელს ინფორმაციის გავრცელებაზე.
კანონს არასიცოცხლისუნარიანი უწოდა Mail.ru-ს ხელმძღვანელმა, რომელიც V K-ს და Odnoklassniki-ს მფლობელია. მისი თქმით, კომპანიები ვერ აიღებენ საკუთარ თავზე სასამართლო ფუნქციას და ვერ გადაწყვეტენ რა სახის კონტენტი მიიჩნიონ არაკანონიერად.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები