როგორც რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი, სან-ანტონიო სპურსის მთავარი მწვრთნელის გრეგ პოპოვიჩის მეუღლე ერინ პოპოვიჩი გარდაიცვალა.

კევინ დურანტმა და ლებრონ ჯეიმსმა, რომლებმაც ეს ამბავი მატჩის შემდგომ გაიგეს, პოპოვიჩს მიუსამძიმრეს.

"მინდა პოპმა (პოპოვიჩმა) იცოდეს, რომ მთელი NBA-ის ოჯახი მის გვერდითაა და მხარდაჭერას უცხადებს. ეს მეტია, ვიდრე უბრალოდ თამაში. ეს წაგებასა და მოგებაზე მეტიცაა. ეს NBA-ის საძმოა. ძალიან ვწუხვარ ამ ამბის გამო. ამის მოსმენა ძალიან მძიმეა", - განაცხადა დურანტმა.

"პოპის დიდი გულშემატკივარი ვარ. იგი ძალიან მიყვარს. ეს დიდი ტრაგედიაა. პოპოვიჩსა და მის ოჯახს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ.. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ღამით ერთმანეთის წინააღმდეგ ვასპარეზობთ", - აღნიშნა ლებრონ ჯეისმა.