რუსი გამომძიებელი ჟურნალისტი, მაქსიმ ბოროდინი, რომელმაც სირიაში რუსი დაქირავებული მეომრების სიკვდილის შესახებ დაწერა, აივნიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა.

BBC-ის ინფორმაციით, ადგილობრივი სამართალდამცავები ამბობენ, რომ მისი ბინის ჩხრეკისას სუიციდზე მიმანიშნებელი ვერც ერთი წერილი ვერ იპოვეს, მაგრამ საქმეში კრიმინალურ ელემენტებს ვერ ხედავენ.