არა ჩადებას, მოვითხოვთ სამართლიან სასამართლოს, ალყაში მოვაქციოთ მოძალადე მთავრობა - ეს მოთხოვნები გაჟღერდა აქციაზე, რომელიც პარლამენტის შენობის წინ, ბახალას მხარდასაჭერად და ნარკოპოლიტიკის გასაპროტესტებლად გაიმართა.

აქციის მონაწილეები გიორგი გიორგანაშვილის და ბექა წიქარიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. მათი განცხადებით თუკი შესაბამისი ორგანოებიდან არ იქნება საჭირო რეაგირება აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

ფოტო: თამუნა გეგიძე/ On.ge

თუ არ შეიცვლება სისტემა ტალღა გადაიქცევა ცუნამად- ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პარლამენტს შოთა დიღმელაშვილმა, რომელმაც დემონსტრანტთა მთავარი მოთხოვნები გააჟღერა და საქმეში მონაწილე პოლიციელების დასჯა მოითხოვა.

აქციის მსვლელობისას თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტმა ნაჯა ორაშვილმა ბექა წიქარიშვილის წერილი წაიკითხა, რომელმაც მხარდამჭერებს მიმართა:

"ისინი ალბათ ამბობენ, რომ მე სასამართლოს აგური ვესროლე და ფანჯარა ჩავამტვრიე, არა მეგობრებო, მე უსამართლობის ფანჯარა ჩავამტვრიე, რადგან ინსტიტუცია, რომელიც დღეს საკუთარ თავს სასამართლო ხელისუფლებად მოიაზრებენ, არაფერი აქვთ საერთო სამართალთან."

ფოტო: თამუნა გეგიძე/ On.ge

აქციას ესწრებოდა ბირჟა მაფიას წევრი გიორგი ქებურია. როგორც მან On.ge-სთან საუბარში განაცხადა მათი მთავარი მოთხოვნაა უსამართლობა დასრულდეს:

"გვეგონა რომ ჩვენი აქციის მერე, რაღაც ბიძგები უფრო მეტი ექნებოდა ვიდრე იყო. მაგრამ საჭირო გახდა კიდე ერთი აქცია. ბახალას საქმეზე რახან არის კითხვის ნიშნები, ეს უნდა იყოს გამოკვლეული და შემდეგ და უნდა იქნეს მიღებული ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ ადამიანი რვა წლით გაამწესო ციხეში."

ფოტო: თამუნა გეგიძე/ On.ge

გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატმა გიორგი მახარაძემ აღნიშნა, რომ ყოველი აქციის მთავარი მოთხოვნა სამართალდამცავი ორგანოების დახვეწისკენაა მიმართული:

"ჩვენ მოვითხოვთ წესიერ სამართალდამცავ ორგანოებს და არა იმ ძველბიჭურ გადმონაშთებს, რომლებიც აქამდე მოქმედებენ საბჭოური მეთოდებით."

ფოტო: თამუნა გეგიძე/ On.ge

აქციის მონაწილეებს სცენიდან მიმართავდნენ მსახიობები, მწერლები და მომღერლები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ ბახალას. აქციაზე შემოქმედებითმა ჯგუფმა ტალღამ რამდენიმე სიმღერა შეასრულა, როგორც მათ აღნიშნეს ეს ბახალას სურვილი იყო.

ფოტო: თამუნა გეგიძე/ On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე/ On.ge

აქციის დასასრულს მონაწილეებმა პარლამენტის შენობას ცოცხალი ჯაჭვით "ალყა შემოარტყეს", მათი განცხადებით ეს იყო გაფრთხილება მთავრობისთვის, რომ არასწორ და დაგვიანებულ რეაგირებას შესაბამისი შედეგი მოჰყვება და აქციები სხვა ხასიათს მიიღებს.

ფოტო: თამუნა გეგიძე/ On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე/ On.ge

ფოტო: ანა ვახტანგაძე/ On.ge

ფოტო: ანა ვახტანგაძე/ On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე/ On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე/ On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე/ On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე/ On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე/ On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე/ On.ge