თბილისის მერმა, კახა კალაძემ მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები წარადგინა. ახალმა მერმა თავის ახალ გუნდს უთხრა, რომ მათი კანდიდატურები დღესვე გადაიგზავნება თბილისის საკრებულოში, რომელმაც უნდა დაამტკიცოს თბილისის ახალი მთავრობა.

კახა კალაძის თქმით, მერიის ადმინისტრაციას ვლადიმერ ჭიღლაძე უხელმძღვანელებს, საქალაქო სამსახურიების სრული სია კი ასე გამოიყურება:

  • იურიდიულ საქალაქო სამსახური - სერგო ბირკაძე;
  • საფინანსო საქალაქო სამსახური - გაიოზ თალაკვაძე;
  • ზედამხედველობის საქალაქო სამსახური - გიორგი ბაგრატიონი;
  • ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების - გელა ჩივიაშვილი;
  • კულტურის საქალაქო სამსახური - სოფიო ხუნწარია;
  • განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური - ირაკლი გვილავა;
  • ტრანსპორტის საქალაქო სამსახური - მამუკა მუმლაძე;
  • ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური - გიგა გიგაშვილი;
  • შესყიდვების საქალაქო სამსახური - გიორგი პაპავა;
  • კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური - გივი კუბლაშვილი;
  • უსაფრთხოების საქალაქო სამსახური - ნუგზარ ჭონქაძე;
  • ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური - ანდრია ბასილაია.

დღეს, კახა კალაძემ თბილისის ახალი გამგებლებიც წარადგინა.