დავით პაიჭაძე

28 Nov. 2017, 15:30

რაც ჩვენ, მამებს, ჩართულობად "გვეთვლება", მსუბუქი მონაწილეობაა. საოჯახო საქმეები კიდევ შედარებით იოლია: საკუთარ ლოგინს გაასწორებ, ჭურჭელსაც დარეცხავ, გაჭედილი მილიც გამიწმენდავს, არაა პრობლემა. მათ მოზარდობამდე ერთი ის მოვახერხე, რომ წიგნის კითხვით "ვაცდუნე" - კარგად გამომივიდა. შვილების აღზრდა, მოზარდობის ასაკი, თანაბრად უნდა ეხებოდეს დედასაც და მამასაც შვილების წინაშე და სწორედ ამიტომ, აქ ჩნდება ახალი შანსი, ორივე, დედაც და მამაც, თანაბარი დატვირთვით შეხვიდეთ აღზრდის ახალ ფაზაში. ჩვენ სწორედ ასე ვართ ახლა. და არ ვიცით, რა გამოგვივა.

გენდერულ თანასწორობას რაც ეხება, ეგ, მგონი, გვაქვს: ორივე ვმუშაობთ, შრომას და აქტივობებს ვინაწილებთ. ოღონდ ზუსტად თანაბრად არა. ოჯახში არც ერთი არ ვდომინირებთ. საამისოდ შეგნებული გარჯა არ გვჭირდება. ბუნებრივად ასეა.

რუბრიკას წარმოგიდგენთ კამპანია კაცები ზრუნავენ. კამპანია ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაცია WeCare-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.
ამ რუბრიკით კამპანიის "კაცები ზრუნავენ" მონაწილეები უერთდებიან 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.საუბარში


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით
  2. სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის
  3. 10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო
  4. ქვიზი: რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები?
  5. კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე რუსეთის მიერ ქართული წარმოების სასმელების ნაწილის…