მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 12,7 პროცენტით გაიზარდა. წელს, პირველ 10 თვეში, სავაჭრო ბრუნვა 8 566,3 მლნ. აშშ დოლარი იყო. ესაა წინასწარი მონაცემები, რომელიც საქსტატმა გამოაქვეყნა.

ამავე პერიოდში ექსპორტი 2 203,1 მლნ აშშ დოლარი გახდა, წინა წლის იმავე პერიოდზე 29,4 პროცენტით მეტი. წელს პირველ 10 თვეში იმპორტი 6 363,3 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 7,8 პროცენტით მეტია 2016 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებზე.