მონიკა ბელუჩი: არ არსებობს ქალი, რომელსაც სექსუალური შევიწროება რამე ფორმით არ გამოუცდია
53 წლის იტალიელი მსახიობი მონიკა ბელუჩი რომში ვირნა ლიზის სახელობის პრიზით დააჯილდოვეს, რაც მას იმ მსახიობებს შორის აყენებს, რომლებმაც იტალიისა და მსოფლიო კინოზე გავლენა მოახდინეს.
The Hollywood Reporter-მა იტალიელ მსახიობთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ბელუჩიმ იმაზე ისაუბრა, თუ რატომაა აუცილებელი ქალები სექსუალურ შევიწროებაზე ალაპარაკდნენ.
ბელუჩის თქმით, ის ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო, როდესაც მუშაობა ჯერ მოდელად, შემდეგ კი მსახიობად დაიწყო და მას სექსუალურ შევიწროებაზე ბევრი აქვს სათქმელი.
მსახიობი დასძენს, რომ ბედნიერია, რომ მისი შვილები იმ პერიოდში იზრდებიან, როდესაც ქალებს გამბედაობა ყოფნით, სექსუალურ შევიწროებაზე ისაუბრონ:
"მნიშვნელოვანია, რომ ქალები გამოვიდნენ, იპოვონ სიმამაცე და ისაუბრონ იმ ყველაფერზე, რაც მათ შიშის დაძლევაში დაეხმარებათ. შიში ჩვენს დნმ-შია".
ბელუჩის თქმით, ის ძალიან ბრაზდება, როცა ჰარვი ვაინშტაინის მსხვერპლებს იმის გამო აკრიტიკებენ, რომ აქამდე არ ალაპარაკდნენ:
"ხალხი ამბობს 'აქამდე რატომ არ გამოვიდნენ ეს ქალები? რატომ არაფერი თქვეს აქამდე?' როცა ჩიტი დიდი ხანი გალიაშია ჩაკეტილი, კარები რომც გაუღო, ის გალიას აღარ ტოვებს. ამ ყველაფრის გასაჯაროება შინაგან ცვლილებებს მოითხოვს, რასაც დრო და სიმამაცე სჭირდება".
კითხვაზე, თავად გამოუცდია თუ არა სექსუალური შევიწროება, მონიკა ბელუჩი პასუხობს:
"რა თქმა უნდა. არ მგონია მსოფლიოში არსებობდეს ქალი, რომელსაც ეს [სექსუალური შევიწროება] რამე ფორმით არ გამოუცდია. ქალებმა პატარაობიდანვე უნდა იცოდნენ, როგორ გაუმკლავდნენ ამ დამოკიდებულებებს. სექსუალური შევიწროება იმდენად ხშირად ხდება, რომ ხანდახან ეს ნორმალური გეჩვენება, მაგრამ ეს ნორმალური არ არის და ჩვენ ჩვენს შვილებს უნდა ვასწავლოთ, რომ ეს ჩვეულებრივი რამ არ არის. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, როგორ გაუმკლავდნენ მსგავს სიტუაციებს და თავი ამის გამო დამნაშავედ თვითონ არ უნდა იგრძნონ".
ბელუჩის თქმით, მის ბავშვობაში ამ თემაზე საზოგადოებას მაღალი ცნობიერება არ ჰქონდა და გოგოებმა არ იცოდნენ, რომ თუ სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი გახდებოდნენ, ეს მათი ბრალი არ იყო:
"უფროსები მხოლოდ გოგოებს გვასწავლიდნენ იმას, თუ რა უნდა ჩაგვეცვა და როგორ უნდა მოვქცეულიყავით, რომ პროვოკაციული სიტუაცია არ გამოგვეწვია. თუმცა აუცილებელია კაცებისთვის იმის ახსნა, რომ ისინი ქალებს არ უნდა ავიწროებდნენ".
მონიკა ბელუჩი ამბობს, რომ სიტუაციის კონტროლი მხოლოდ ქალების პასუხისმგებლობა არაა და კაცებმა უნდა იცოდნენ სწორად მოქცევა და საკუთარი ადგილი.
ბელუჩი Miramax-ის რამდენიმე ფილმშია გადაღებული, მათ შორისაა მალენა და ძმები გრიმები. ჰარვი ვაინშტაინთან თანამშრომლობაზე ის ამბობს:
"მე არ მომიწია ამ სიტუაციებში მოხვედრა, რადგან ვიცოდი როგორ გავმკლავებოდი ამას. როცა ლამაზი ქალი ხარ და ისეთ სიტუაციაში გიწევს მუშაობა, სადაც შენი გარეგნობა და იმიჯი სამსახურის ნაწილია, რა თქმა უნდა სწავლობ, როგორ შეხვდე მსგავს სიტუაციებს".
ბელუჩიმ ინტერვიუში ფსიქოლოგთან საუბარიც გაიხსენა:
"ერთხელ ძალიან ცნობილ ფსიქოლოგ კაცს ვესაუბრებოდი და მან მითხრა, რომ ძალაუფლების მქონე კაცებს ხშირად პიროვნების გაორება აქვთ. მათი ერთი მხარე ნორმალურია, მეორე კი - ცხოველს ჰგავს. როცა ასეთ კაცებს ხვდები, ჯობია რომ ურთიერთობა ნორმალურ მხარესთან გქონდეს. მე ვფიქრობ, რომ როდესაც კაცებს ძალაუფლება აქვთ, ისინი ფიქრობენ, რომ მათ ქცევების კონტროლი არ მოეთხოვებათ და მათთვის ყველაფერი დასაშვები და შესაძლებელია".
ბელუჩი მიიჩნევს, რომ სექსუალური შევიწროების მიმართ მსოფლიოს დამოკიდებულება იცვლება:
"ბევრი რამე შეიცვალა სულ რამდენიმე თვეში. გარშემო დამოკიდებულებების ცვლილებებს უკვე ვგრძნობ. როცა აეროპორტში ან რესტორანში ვარ, მეტ პატივისცემას ვიღებ ადამიანების მხრიდან. ისინი უფრო თავდაჭერილები არიან. ვგრძნობ, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ იცვლება".
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
კომენტარები