ახალი ბრალდებები კევინ სპეისის მისამართით: სირცხვილი თქვენ იმისთვის, რაც ჩემს შვილს გაუკეთეთ
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული კევინ სპეისის საქმეს კიდევ რამდენიმე ბრალდება დაემატა.
ჟურნალისტი ჰეზერ უნდო მსახიობს მის შვილზე ძალადობაში ადანაშაულებს და თქვა, რომ ბიჭი ამ დროს 18 წლის იყო. ინცინდენტი მასაჩუსეტსის ერთ-ერთ ბარში მოხდა.
"მან ჩემი შვილი წვეულებაზე დაპატიჟა, მაგრამ ამის ნაცვლად ბარში წაიყვანა, სადაც სასმელი უყიდა, შემდეგ კი შარვალში ხელი ჩაყო და მის გენეტალიებს ეხებოდა. სირცხვილი თქვენ იმისთვის, რაც ჩემს შვილს გაუკეთეთ, ეს კრიმინალია", - ყვება ჟურნალისტი.
გარდა ამისა, 2007 წელს მომხდარ საკუთარ ისტორიას იხსენებს კრის ნიქსონიც.
"კევინი ჩემ გვერდით დაჯდა და მკითხა ის გოგო, ვისთან ერთადაც ვიყავი ჩემი შეყვარებული იყო თუ არა, შემდეგ პენისზე მომკიდა ხელი. სასწრაფოდ გავეცალე იქაურობას, არ მინდოდა სკანდალი ამეტეხა, ის ბარის კლიენტი და ამავდროულად ცნობილი მსახიობი იყო. რომ არა ენტონი რაპის ხმამაღალი განცხადებები, ამ თემაზე არასდროს ვისაუბრები", - ჰყვება კრისი.
1995 წელს მომხდარ ისტორიას იხსენებს ამერიკელი რეჟისორიც, რომელიც მაშინ 22 წლის იყო.
"გადასაღებ მოედანზე ის ყველას კარგად გვექცეოდა, თუმცა ერთ დღეს მომიახლოვდა და მხრებსა და კისერზე მასაჟის გაკეთება დამიწყო. თავი ძალიან არაკომფორტულად ვიგრძენი. გადაღების ბოლო დღეს კი ხელი მაისურის ქვეშ შემიცურა, შემდეგ კი ბარძაყზე მეფერებოდა. ამ ყველაფერს ხმამაღლა ვერ ვიტყოდი, რადგან მას უდიდესი გავლენა ჰქონდა, მე კი ჰოლივუდში მუშაობაზე ვოცნებობდი. იმედი მაქვს ამიერიდან არავინ გაჩუმდება და უფრო მეტი ადამიანი დაიწყებს ხმამაღლა საუბარს ამ თემის გარშემო", - ჰყვება სპეისოს სავარაუდო მსსხვერპლი.
კიდევ ერთი ახალი ისტორია მსახიობ კეიტ ედვარდს ეხება, რომელსაც ისტორია მაშინ გადახდა, როდესაც 17 წლის იყო.
"კევინმა ჯეიმს დინის დაბადების დღის წვეულებაზე დამპატიჟა, მაგრამ, როდესაც მივედით, არავინ დაგვხვდა. ვიკითხე თუ სად იყვნენ დანარჩენი ადამიანები, შემდეგ კი ვთქვი, რომ სახლში მინდოდა წასვლა. ის მომიახლობდა და მიმანიშნა, რომ ჩემთან სექსი უნდოდა. თავი საშინლად ვიგრძენი, ეს მასაც ვაგრძნობინე და უცებ შეცვალა დამოკიდებულება, გაცივდა და მითხრა, რომ შემეძლო წავსულიყავი. თავს დამცირებულად, შერცხვენილად და იზოლირებულად ვგრძნობდი. მინდა ახლა ვუთხრა და იცოდეს, რომ მაშინ ძალიან მატკინა, ამ საშინელი გრძნობებისგან თავის დასაღწევად წლები დამჭირდა", - ჰყვება კეიტი.
შეგახსენებთ, რომ მსახიობმა და მუსიკოსმა ენტონი რეპმა კევინ სპეისის სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი. მსახიობის თქმით, ეს შემთხვევა 1986 წელს მოხდა, როცა ის 14, ხოლო კევინ სპეისი კი 26 წლის იყო. ბრალდების შემდეგ ოსკაროსანმა მსახიობმა თავის ტვიტერზე დაწერა, რომ ამ შემთხვევის შესახებ არაფერი ახსოვს, თუმცა ბოდიში მაინც მოიხადა. ამავე განცხადებაში სპეისმა ქამინგ აუთი გააკეთა და თქვა, რომ გეია.
ამ სკანდალის შემდეგ, საერთაშორისო სატელევიზიო აკადემიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობდნენ, რომ დაგეგმილი ღონისძიება, რომელზეც კევინ სპეისის საპატიო ემის გადასცემდნენ, აღარ გაიმართება.
სპეისის პრეს-აგენტმა კი New York Times-ს მისწერა, "კევინ სპეისის სჭირდება დრო სიტუაციის შესაფასებლად და სამკურნალოდ. ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის."
ცნობილი გახდა ისიც, რომ კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში House of Cards-ის რვა თანამშრომელმა და ორმა სხვა პირმა დაადანაშაულა. მას დაუხურეს სალექციო კურსი, მიატოვა აგენტმა და CAA-დანაც გამოუშვეს. გუშინ კი ბანქოს სახლის ახალი პრომო პოსტერი გავრცელდა, სადაც კევინ სპეისის პერსონაჟი ამოშალეს. ახალ ფოტოზე მხოლოდ რობინ რაითის პერსონაჟი, კლერ ანდერვუდია გამოსახული.
გაიგეთ მეტი: კევინ სპეისის საქმე.
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები