კიმ კარდაშიანმა მისი და კანიე ვესტის შვილების ძიძათა რაოდენობა გაამხილა.

ყოფილ წყვილს 4 შვილი ჰყავს — ნორთი, სეინთი, ჩიკაგო და სამი. ახალ ინტერვიუში კი კარდაშიანმა აღნიშნა, რომ ამ 4 შვილს 5 ძიძა მორიგეობით უვლის.

მილიარდერის თქმით, ერთი ძიძა მუდმივად მუშაობს, თუმცა სკოლაში შვილები ყოველდღე კიმს დაჰყავს, ყოველ საღამოს კი ოჯახი ერთად ვახშმობს.

"ვფიქრობ, რომ საშუალოდ მკაცრი, მომთმენი და მოსიყვარულე მშობელი ვარ. როცა რომელიმე ბავშვს ჩემთან დაძინება მოუნდება, ამის უფლებას ვაძლევ და ყოველ ღამე წიგნებს ვუკითხავ", — ჰყვება კიმი.

ფოტო: People

ამასთან ერთად კარდაშიანმა აღნიშნა, რომ სიმდიდრესა და პრივილეგიაზე შვილებს თავად ესაუბრება: "მუდამ შრომასა და მადლიერებაზე ვესაუბრები ბავშვებს. ამის მაგალითი თავად ვარ. შვილებს ჩემს საქმიანობაზე ყოველთვის ღიად ვესაუბრები. ვუხსნი, რამხელა ძალისხმევა მჭირდება სამართლის შესასწავლად და ისინი ჩემით ამაყობენ. ჩემი აზრით, შეიძლება ფუფუნებაში ცხოვრობდე, მაგრამ მაინც შრომისმოყვარე იყო, თუმცა ასეთ დროს ეს ბევრად უფრო რთულია".

კიმის თქმით, ნორთის მუსიკალურ კარიერასთან დაკავშირებულ საკითხებს ის და კანიე სხვა თემებზე მარტივად აგვარებენ. 13 წლის ნორთს მხოლოდ ისეთ პროექტებში აძლევენ მონაწილეობის უფლებას, რომლებზეც ორივენი თანახმა არიან.

წყვილი ერთმანეთს ოფიციალურად 2022 წელს დაშორდა.