2024 წლის აქციების მონაწილეების 71%-მა ორი ან მეტი ქიმიური საშუალების ზემოქმედება განიცადა — კვლევა
ეუთოში 2024 წლის აქციების დროს ქიმიურ მოწამვლასთან დაკავშირებით კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია ავრცელებს. მისი ცნობით, კვლევა ადასტურებს, რომ ქიმიური გამაღიზიანებლების გამოყენებამ არა მხოლოდ მყისიერად, არამედ გახანგრძლივებულად დაუტოვა პროტესტის მონაწილეებს ჯანმრთელობის პრობლემები.
"ამ წუთებში ეუთოში მიმდინარეობს ჩვენი კვლევის პრეზენტაცია ქიმიურ მოწამვლაზე, რასაც ადგილი ჰქონდა 2024 წლის აქციების დროს.
გთავაზობთ ძირითად მიგნებებს ჩვენი კვლევისას, რომელშიც ჩაერთო საპროტესტო აქციების 524 მონაწილე. კვლევა განხორციელდა ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ერთობლივი ძალისხმევით.
კვლევა ადასტურებს, რომ ქიმიური გამაღიზიანებლების გამოყენებამ არა მხოლოდ მყისიერად, არამედ გახანგრძლივებულად დაუტოვა პროტესტის მონაწილეებს ჯანმრთელობის პრობლემები და რაც უფრო ხშირად უწევდა ადამიანს ამ ქიმიურ ნივთიერებებთან შეხება, მით უფრო მძიმე და ხანგრძლივი იყო ჯანმრთელობის პრობლემები", — დაწერა ბაია პატარაიამ სოციალურ ქსელში.
კვლევის — "ქართველ დემონსტრანტებზე გამოყენებული ქიმური გამაღიზიანებელი საშუალებების გავლენა" ავტორები არიან: გიორგი კამკამიძე, ბაია პატარაია, ჯეიმს ლინი, ჯოსინა ბოტე და ლელა ცისკარიშვილი.
აღნიშნული კვლევა 2026 წლის თებერვალ-მარტში ჩატარდა და 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის თბილისის აქციების 524 თვითშერჩეული მონაწილეს მოიცავს. შეფასდა სპეცსაშუალებების ზემოქმედება და მწვავე/ხანგრძლივი სიმპტომები.
კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 86%-ს სხვადასხვა სიმპტომი აღენიშნა.
ფოტო: ბაია პატარაი
რესპონდენტთა 85.5%-მა კი სულ მცირე ერთი სიმპტომის შესახებ აღნიშნა. ცრემლსადენი გაზის შემთხვევების 47.9% და წყლის ჭავლის ეპიზოდების 43.5% მძიმედ შეფასდა (მხედველობის/სუნთქვის დაკარგვა), ხოლო 14.1%-მა ქმედუუნარობა გამოიწვია.
34.0%-ს (178 ადამიანი) მინიმუმ ერთი სიმპტომი 12 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში უგრძელდებოდა.
ფოტო: ბაია პატარაია
მათ შორის: მეხსიერების პრობლემები — 52.5%, განწყობის ცვლილებები — 43.7%, უძილობა — 35.0%, ტინიტუსი — 33.0%, წნევის მატება — 32.1%, მხედველობის დაქვეითება — 25.6%, თავის ტკივილი — 23.0%, სუნთქვის გაძნელება — 13.3%, კანის პრობლემები — 10.1% და სხვა.
კვლევაში მოცემული მონაცემების მიხედვით, გამოკითხულთა 40%-მა სამართალდამცველების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე ან თავდასხმაზე მიუთითა. ამასთანავე, რესპონდენტთა 60%-ს გადაადგილება შეეზღუდა, 27%-ი დააჯარიმეს, 24%-მა სხვადასხვა სახის დაზიანება ან ზიანი მიიღო, ხოლო 10% დააკავეს.
კვლევის ავტორები წერენ, რომ გამოვლინდა დოზა-პასუხის კანონზომიერება; სიმპტომების გახანგრძლივებასთან დაკავშირებული იყო აგენტების რაოდენობა, წყლის ჭავლის პირდაპირი მოხვედრა, გაქცევის სირთულე, მწვავე ქმედუუნარობა და სქესი.
კვლევის ძირითადი მიგნებები ასე გამოიყურება:
ფოტო: ბაია პატარაია
- მომიტინგეების 71%-მა ორი ან მეტი ქიმიური საშუალების ზემოქმედება განიცადა. ხოლო წყლის ჭავლის პირდაპირმა მოხვედრამ ხანგრძლივი სიმპტომების რისკი გააორმაგა.
- რესპონდენტთა 67%-ს 6–8 ღამის შემდეგ სიმპტომები ერთ თვეზე დიდხანს გაუგრძელდა.
- გამოკითხულთა 40%-მა სამართალდამცველების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითა.
- კვლევის მიხედვით, მხოლოდ 29%-მა მიმართა ექიმს, რის გამოც ხანგრძლივი ზიანი, სავარაუდოდ, სრულად აღრიცხული არ არის.
კვლევის თანაავტორმა ბაია პატარაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ აღნიშნული სტატისტიკური ანალიზი ძალიან სანდოა და გვიჩვენებს, რომ ქიმიური ნივთიერებების ამგვარი გამოყენება ძალიან დიდი ზიანის მომტანი აღმოჩნდა.
"ფაქტია, რომ ერთი წლის თავზეც კი რიგ ადამიანებს აქვთ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები, რომელიც უკავშირდება ამ მოწამვლას. ის სტატისტიკური ანალიზი, რომელიც გაკეთდა და ამ სტატიის შემუშავებაში მონაწილეობდნენ უცხოელი ექსპერტები და გაიარა ეგრეთ წოდებული პიერ-რივიუ, ანუ სხვა სამეცნიერო დარგის წარმომადგენლებმაც შეხედეს ამ კვლევას, არის ძალიან სანდო და გვიჩვენებს თუ როგორც იყო გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები ადამიანების წინააღმდეგ, იყო ძალიან დიდი ზიანის მომტანი. დღემდე არ ვიცით ზუსტად, რა ნივთიერებებით იწამლებოდნენ ადამიანები, მაგრამ ვიცით, რომ მათ დაუდგათ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები", — აღნიშნა ბაია პატარაიამ ("ფორმულა").
კომენტარი გააკეთა კვლევის კიდევ ერთმა ავტორმა გიორგი კამკამიძემ. მისი განმარტებით, როდესაც ქიმიური ნივთიერება მაღალი კონცენტრაციით და არასწორად არის გამოყენებული, იქმნება ისეთივე ეფექტი, როგორიც შეიძლება ჰქონდეს ქიმიურ იარაღს.
"გამოყენებული იყო ეს აგენტები მაღალი კონცენტრაციით, კომბინაციაში, მაგალითად, წყალში შერევა, იგივე ცრემლმდენი გაზის ნაწილაკების. შესაბამისად ეფექტი გაცილებით უფრო მძიმე მივიღეთ, ვიდრე ეს არის დასაშვები მსგავსი სიტუაციების დროს. განსაკუთრებით უნდა გამოიყოს ის, რომ 12 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ძალიან დიდ ნაწილს, თითქმის მესამედს მონაწილეთა აღენიშნება ესა თუ ის კლინიკური სიმპტომები. როდესაც მაღალი კონცენტრაციით და არასწორად არის გამოყენებული, მაგალითად, განზავება წყალში სხვა აგენტის, აქ იქმნება ფაქტობრივად ისეთივე ეფექტი, როგორიც შეიძლება ჰქონდეს ქიმიურ იარაღს", — აღნიშნა მან ("ფორმულა").
კვლევის თანაავტორის, ჯეიმს ლინის თქმით, კვლევის მთავარი მიგნება ისაა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდნენ, ორი, სამი და ექვსი თვის შემდეგაც კვლავ ჰქონდათ ფიზიკური და ფსიქოლოგიური სახის სიმპტომები.
"კვლევის მთავარი მიგნება ისაა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდნენ, ორი, სამი და ექვსი თვის შემდეგაც კვლავ ჰქონდათ ფიზიკური და ფსიქოლოგიური სახის სიმპტომები. ჩვენ არ ვიცით, რა ნივთიერების ქვეშ იყვნენ ან რა ინტენსივობით იყვნენ, მაგრამ მაინც დგინდება კორელაცია, რითაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კვლევაში არსებობს მნიშვნელოვანი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი", — თქვა მან.
კომენტარებს ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები