ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
ოქტომბერიც მოვიდა და აკადემიური საზოგადოება სანობელე ციებ-ცხელებამ მოიცვა. წლევანდელი ნობელიანტების გამოცხადება უკვე დაიწყო და სულ მალე შევიტყობთ, ვინ მიიღებს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პრემიას ლიტერატურის დარგში. ამ კატეგორიაში შესაძლო ლაურეატების განხილვა, როგორც წესი, თვეებით ადრე იწყება. მეტიც, ბუქმეიკერები აქტიურად ჩამოდიან ფსონებს, ამ ფსონებით კი მოგვიანებით რეიტინგული ჩამონათვალი შედგება ხოლმე.
ბუქმეიკერების პროგნოზი ხან ამართლებს, ხან — ვერა, ზოგიერთი მწერლის სახელი სულაც წლებია, ჩამონათვალის დასაწყისში გვხვდება, მაგრამ სიის გამოქვეყნება დისკუსიის ტემპერატურას კიდევ რამდენიმე გრადუსით სწევს. თანაც, ლაურეატები ხშირ შემთხვევაში სიის მოწინავე პოზიციებზე არიან ხოლმე; მაგალითად, შარშანდელი ნობელიანტი ლასლო კრასნაჰორკაი ბუქმეიკერების რეიტინგში მეორე ადგილს იკავებდა.
აი, წლევანდელი სია კი ასეთი გახლავთ:
თანაბარი შანსებით — 20/1
ფოტო: Arthur Mola / Invision / AP
შარშანდლისგან განსხვავებით, როცა კრასნაჰორკაის 6/1 კოეფიციენტით უწინასწარმეტყველებდნენ გამარჯვებას, წელს სია ნაკლებადაა ასეთი კატეგორიული. ჩამონათვალში მეოთხე პოზიციას, კოეფიციენტით 20/1, რამდენიმე მწერალი იყოფს.
მათ შორისაა მარგარეტ ეტვუდი, რომელიც უკვე წლებია, პროგნოზს მიღმა არ რჩება. 2017 წელს, როცა ნობელი კაზუო იშიგუროს ერგო, ლაურეატმა პერსონალურად ეტვუდს მოუბოდიშა და დაამატა, მჯერა, ძალიან მალე მიიღებ ამ პრემიასო. მას შემდეგ კი ლამის მთელი ათწლეული გავიდა, მაგრამ 86 წლის კანადელ მწერალს, რომლის ყველაზე ცნობილ რომანებს შორისაა მხევლის წიგნი, ბრმა მკვლელი და ორიქსი და კრეიკი, ნობელი ჯერ არ ღირსებია.
ამავე შანსებითაა წარმოდგენილი ჩამონათვალში რუსი დისიდენტი მწერალი ლიუდმილა ულიცკაია, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაგმობის გამო სამშობლოში "უცხოეთის აგენტადაა" გამოცხადებული და დღემდე გერმანიაში ცხოვრობს. ულიცკაიას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნი, დანიელ შტაინი, თარჯიმანი, წინა წელს ქართულადაც ითარგმნა.
20/1 კოეფიციენტით უწინასწარმეტყველებენ ნობელს ქართველებისთვის კარგად ნაცნობ და საყვარელ მწერალს — ფრანგ მიშელ უელბეკს. თუმცა, ქართულად ჯერჯერობით არ თარგმნილა სიის სხვა მეოთხეადგილოსნები: პორტუგალიელი ლიდია ჟორჟე, ესპანელი ენრიკე ვილა-მატასი და მექსიკელი კრისტინა რივერა გარსა.
მესამეადგილოსნები — 16/1
თომას პინჩონი
ფოტო: Public Domain
კოეფიციენტით 16/1 რეიტინგში მესამე ადგილს ამ სიის ვეტერანი წევრები იკავებენ: ამერიკელი თომას პინჩონი და ავსტრალიელი ჯერალდ მარნეინი. ეს უკანასკნელი გასულ წელს სულაც ბუქმეიკერების ფავორიტი იყო, მაგრამ ავტორს ჯერჯერობით არ უმართლებს — სხვათა შორის, დიდად არც პოპულარობის მხრივ; The New York Times-მა 2018 წელს მარნეინს უწოდა "უდიდესი ინგლისურენოვანი მწერალი, რომლის შესახებაც უმრავლესობას არ სმენია".
მარნეინისგან განსხვავებით, საქართველოში ნამდვილად გვსმენია თომას პინჩონის სახელი: მისი წიგნი ლოტ 49-ის გამოცხადება რამდენიმე წლის წინ ითარგმნა. თუმცა, თავად პინჩონი მედიასთან ურთიერთობას გაურბის და ინტერნეტშიც მისი სულ რამდენიმე ფოტო მოიძებნება. ამდენად, გამარჯვების შემთხვევაში ცერემონიაზე სანობელე სიტყვის წარმოსათქმელად პინჩონის მისვლაც კი ალბათ დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევს...
მეორე ადგილი და პოპულარული სახელი
ფოტო: Dana Scruggs / The New York Times
მათგან, ვინც ბოლო წლებში ლიტერატურის დარგში ნობელიანტი გახდა, მაინცდამაინც ბევრი არ ყოფილა საქვეყნოდ ცნობილი. თუმცა, სიაში მეორეადგილოსან ჰარუკი მურაკამის, კოეფიციენტით 14/1, არც პოპულარობა არ აკლია და არც პრემიები. მისი წიგნები თარგმნილია 50-ზე მეტ ენაზე და მილიონობით ეგზემპლარადაა გაყიდული. იაპონელი მწერალი, რომლის ნაწარმოებები სამშობლოში არაერთხელ დაუდანაშაულებიათ "არაიაპონურობაში", ქართველი მკითხველისთვისაც ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ავტორია.
მურაკამის ყველაზე ცნობილ რომანებს შორისაა ნორვეგიული ტყე, კაფკა პლაჟზე, მოსამართი ჩიტის ქრონიკები და ტრილოგია 1Q84. თუკი შარშანდელი სცენარი გამეორდება და წელსაც ბუქმეიკერების პროგნოზის მეორეადგილოსანი მიიღებს პრემიას, მურაკამი ლიტერატურის დარგში მესამე იაპონელი ნობელიანტი გახდება იასუნარი კავაბატასა და კენძაბურო ოეს შემდეგ.
პირველ ადგილზე დაბრუნებული ჩინელი მწერალი
ფოტო: Getty Images
ბუქმეიკერების ფავორიტი წელს ისევ ცან შიე გახდა (კოეფიციენტი 10/1). ჩინელი ავანგარდისტი მწერალი ამ სიის სათავეში იყო 2023 და 2024 წლებშიც, მაგრამ პროგნოზი მაშინ ვერ გამართლდა. 73 წლის ცან შიეს ჩინეთში "ექსპერიმენტული პროზის" ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლად მიიჩნევენ.
შიე ბუკერის საერთაშორისო პრემიის გრძელ სიაში ორჯერ მოხვდა: ერთხელ რომანით სიყვარული ახალ ათასწლეულში, მეორედ კი პროზაული კრებულით მე ბარაკებში ვცხოვრობ. ავტორს ასევე დაწერილი აქვს მემუარებიც, სადაც იხსენებს, როგორ დევნიდნენ მის ოჯახს მას შემდეგ, რაც მამამისი კომუნისტურმა პარტიამ მემარჯვენედ გამოაცხადა. თუკი შიე მართლაც მიიღებს ნობელს, ამ კატეგორიის მე-19 ქალი ლაურეატი და მესამე ჩინელი გამარჯვებული გახდება.
ცნობილი მწერლები ბუქმეიკერების პროგნოზში
ზემოთ ჩამოთვლილ მწერლებზე შედარებით ნაკლები კოეფიციენტებით, სიაში სხვა ცნობილ სახელებსაც აღმოაჩენთ, მათ შორის, სალმან რუშდის (25/1), ჩიმამანდა ნგოზი ადიჩის (50/1), სტივენ კინგს (50/1) და ჯოან როულინგს (50/1).
შვედეთის აკადემია ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის წლევანდელ ლაურეატს 8 ოქტომბერს დაასახელებს. გამარჯვებული 12 მილიონი შვედური კრონით დაჯილდოვდება, რაც 3,1 მილიონ ლარს აღემატება.
ასევე იხილეთ:
თუ წიგნების კითხვა და მათი განხილვა არასდროს გბეზრდება, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი გვერდიც და...
-
სტამბოლში სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლში სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
-
DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს
გადახედვა
-
ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს
გადახედვა
კომენტარები