KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
ფოტო: ვოლოდიმირ ზელენსკი / FB
კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტის (KIIS) გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 62% და ასევე კიეველთა უმრავლესობა მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება.
"უკრაინელების უმრავლესობა — 62% — აცხადებს, რომ მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება. კიდევ 4% შედარებით ხანგრძლივ პერიოდს, ერთ წელს ასახელებს.
უფრო მოკლე ვადით — რამდენიმე თვე ან ნახევარი წელი — ომის გაძლებისთვის მზადყოფნას 23% გამოთქვამს. დანარჩენმა 11%-მა საკუთარი პოზიცია ვერ განსაზღვრა", — წერია კვლევაში.
12-21 სექტემბერს ჩატარებული "ომნიბუსის" გამოკითხვის შედეგები წინა, ივლისის ბოლოსა და აგვისტოს დასაწყისში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით თითქმის არ შეცვლილა. მათ შორის, მაჩვენებელი არ შემცირებულა გამოკითხულ კიეველებს შორისაც. 72% აცხადებს, რომ მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება. ივლისის ბოლოსა და აგვისტოს დასაწყისში ეს მაჩვენებელი 69% იყო, თუმცა განსხვავება სტატისტიკური ცდომილების ფარგლებშია.
KIIS-ში აღნიშნეს, რომ გასათვალისწინებელია ისიც, რომ გამოკითხვა რუსეთის მხრიდან რეაქტიული დრონების გამოყენებით აქტიური ტერორის დაწყების შემდეგ ჩატარდა.
"ანუ ეს მონაცემები, სულ მცირე, 12-21 სექტემბრის მდგომარეობით, მოსახლეობის დემორალიზებაზე არ მიუთითებს. ამასთან, გამოკითხვა დნეპრზე მდებარე ხიდებზე დარტყმების დაწყებამდე დასრულდა", — აღნიშნულია KIIS-ის განცხადებაში.
ომისა და მშვიდობის შესახებ კითხვები გამოკითხვას არასამთავრობო ორგანიზაცია "ფორუმის" დაკვეთით დაემატა.
სოციოლოგებმა სატელეფონო ინტერვიუების მეთოდით 18 წლის და უფროსი ასაკის უკრაინის 1002 მოქალაქე გამოკითხეს, რომლებიც კვლევის პერიოდში უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ.
გამოკითხვა არ მოიცავდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებსა და მოქალაქეებს, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ საზღვარგარეთ გავიდნენ. ამასთან, რესპონდენტებს შორის იყვნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებიც.
95%-იანი სანდოობის პირობებში, ასეთი შერჩევის სტატისტიკური ცდომილება, დიზაინ-ეფექტის გათვალისწინებით, 50%-თან მიახლოებული მაჩვენებლებისთვის 1.8%-დან 4.1%-ს არ აღემატება.
-
ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ
გადახედვა
-
რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
კომენტარები