ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
ფოტო: ბაზისბანკი
ახალი დაფინანსება ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს ინვესტირებაში, ზრდასა და კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებაში დაეხმარება.
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) აძლიერებს საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერას ბაზისბანკისთვის 25 მილიონი ევროს ოდენობის ახალი დაფინანსების გამოყოფით. შესაბამის შეთანხმებას ხელი "ბიზნეს დიალოგის" ფორუმის ფარგლებში მოეწერა.
შეთანხმების თანახმად, BSTDB გრძელვადიან დაფინანსებას გამოუყოფს ბაზისბანკს ქართული მცირე და საშუალო საწარმოების დასაკრედიტებლად, რაც ქვეყნის მასშტაბით ბიზნესებს ინვესტირების, საბრუნავი კაპიტალისა და საქმიანობის გაფართოების დაფინანსების შესაძლებლობას მისცემს.
მცირე და საშუალო საწარმოები საქართველოს ეკონომიკის, დასაქმების, მეწარმეობისა და ინოვაციების მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა. დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდით, ახალი საკრედიტო რესურსი ბიზნესებს დაეხმარება პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში, ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების ძიებასა და რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის გაზრდაში.
აღნიშნული შეთანხმება კიდევ უფრო ამყარებს BSTDB-სა და ბაზისბანკს შორის არსებულ მრავალწლიან პარტნიორობას და აფართოებს ბანკის მხარდაჭერას საქართველოს კერძო სექტორის მიმართ. იგი ასევე ხელს უწყობს BSTDB-ის უფრო ფართო მანდატის განხორციელებას, რომელიც შავი ზღვის რეგიონში მდგრადი ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური მედეგობისა და მჭიდრო საქმიანი კავშირების გაძლიერებას ითვალისწინებს.
შეთანხმების ხელმოწერისას, BSTDB-ის საბანკო საქმიანობის მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა, ზია ალიევმა აღნიშნა: "საქართველოს დინამიური მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის მხარდაჭერა BSTDB-ის პრიორიტეტია. ბაზისბანკთან ჩვენი მჭიდრო პარტნიორობის მეშვეობით, ვეხმარებით ბიზნესებს მიიღონ ინვესტირებისთვის, ზრდისა და ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად საჭირო დაფინანსება. ამ შეთანხმების ხელმოწერა თბილისში ჩვენი "ბიზნეს დიალოგების" ფორუმის ფარგლებში, ხაზს უსვამს პარტნიორობის მნიშვნელობას კერძო სექტორის განვითარებისა და შავი ზღვის რეგიონში ეკონომიკური კავშირების განმტკიცებისთვის".
"შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მიერ 25 მილიონი ევროს ოდენობის ახალი დაფინანსება ბაზისბანკს საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს დაეხმაროს საქმიანობის გაფართოებაში, კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე ახალი შესაძლებლობების ათვისებაში. ვაფასებთ BSTDB-თან ჩვენს მრავალწლიან პარტნიორობას და იმ ნდობას, რომელსაც ის ბაზისბანკის მიმართ გამოხატავს. ერთობლივი ძალისხმევით, ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესებს ვეხმარებით ბაზარზე პოზიციების გამყარებასა და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში წვლილის შეტანაში", — განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.
ახალი შეთანხმება ეფუძნება ბაზისბანკსა და BSTDB-ს შორის 14 წელზე მეტ თანამშრომლობის ისტორიას, რომლის განმავლობაშიც ორივე ინსტიტუტი ერთობლივად მუშაობდა ქართული ბიზნესისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ქვეყნის ფინანსური სექტორის განვითარების მხარდასაჭერად.
ბაზისბანკ ჯგუფის შესახებ
2026 წლის აპრილში ბაზისბანკმა ლიბერთის აქციების 95.99% შეიძინა. ბაზისბანკ ჯგუფი საქართველოში მესამე უმსხვილესი სისტემური ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ბაზრის წილი 11%-ს შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 65,000-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით და 700-ზე მეტი ბანკომატით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.
2026 წლის 8 თვის ფინანსური მონაცემებით, ბაზისბანკ ჯგუფის აქტივები 12 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 7.9 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 9.1 მლრდ ლარი. ჯგუფის 2026 წლის 8 თვის წმინდა მოგებამ 154 მილიონი ლარი შეადგინა. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.basisbank.ge
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს სალონიკში, საბერძნეთი. BSTDB მხარს უჭერს ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონულ თანამშრომლობას სხვადასხვა პროექტისა და სავაჭრო დაფინანსებისთვის სესხების, საკრედიტო ხაზების, კაპიტალში მონაწილეობისა და გარანტიების უზრუნველყოფით საჯარო და კერძო სექტორებში მის წევრ ქვეყნებში. ბანკის ავტორიზებული კაპიტალი შეადგენს 3.45 მილიარდ ევროს. BSTDB-ის შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.bstdb.org.
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
კომენტარები