DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს
სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამის შესახებ ინფორმაციას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ავრცელებს.
მათი ცნობით, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც, რა თქმა უნდა, კრემლის "დანიშნულმა" კანდიდატმა გაიმარჯვა და უკვე აქტიურად შეუდგა სამხრეთ ოსეთის რუსეთთან "დაახლოების" პოლიტიკის გამტკიცებას. დე ფაქტო აფხაზეთში კი ე.წ. დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს და აქაც მთავარ "პარტნიორად და მხარდამჭერად" რუსეთი გამოაცხადეს.
ამ ფონზე, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ორივე რეგიონის მორიგი კოორდინირებული ნაბიჯი და ძალის გამოუყენებლობის იურიდიული გარანტიების მოთხოვნა.
რუსეთმა, ოკუპირებულმა სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა საქართველოს მიმართ ერთობლივი მოთხოვნა წამოაყენეს, რომ თბილისმა ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული გარანტიები უზრუნველყოს.
23 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ოლეგ ბარციცსა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველ კონსტანტინე კოჩიევს შეხვდა. შეხვედრა ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში გაიმართა. შეხვედრის შესახებ გავრცელებულ პრესრელიზში ხაზგასმულია, რომ კონფლიქტების მოგვარება შეუძლებელია იურიდიულად სავალდებულო გარანტიების შემუშავების გარეშე, ამიტომ აუცილებელია, რომ თბილისმა ორი რესპუბლიკის წინააღმდეგ ძალის არ გამოყენების შესახებ განცხადება ოფიციალურად დაადასტუროს და საქართველომ ძალის გამოუყენებლობის "იურიდიულად სავალდებულო გარანტიები" შეიმუშაოს. განცხადებაში ასევე საუბარია ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთოსური სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციასა და შემდგომ დემარკაციაზე.
აღნიშნული მოთხოვნა ახალი არ არის და ბოლო წლების განმავლობაში რუსეთისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების განცხადებებში არაერთხელ გაჟღერებულა. მაგალითად, 2018 წლის ივნისში, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის საკითხზე დისკუსიისას პოზიციები შეაჯერეს. რუსეთის უწყების ცნობით, მხარეებმა ასევე განაცხადეს, რომ რეგიონში ნატოს აქტივობის ზრდას მიუღებლად მიიჩნევდნენ და "შესაბამისი საპასუხო ზომების" მიღების უფლებას იტოვებდნენ.
ამრიგად, 2026 წლის 23 სექტემბრის განცხადებაში გამოკვეთილი ორი ძირითადი საკითხი — საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის გარანტიები და საქართველოსა და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია — წარმოადგენს იმ საკითხების გაგრძელებას, რომლებიც რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების მიერ უსაფრთხოების შესახებ საერთაშორისო დისკუსიებში წინა წლებშიც იყო წამოყენებული. ამასთან, 2026 წლის განცხადებაში მნიშვნელოვანი განსხვავებაა ფორმულირებაში: მიმდინარე მოთხოვნა პირდაპირ ეხება იურიდიულად სავალდებულო გარანტიებს, ხოლო წინა განცხადებებში აქცენტი ძირითადად კეთდებოდა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებასა და შესაბამისი საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში მის უზრუნველყოფაზე.
ოკუპირებული რეგიონების მიმართ კრემლის ზეწოლისა და კონტროლის გამკაცრების პროცესი გრძელდება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 1-ელ ოქტომბერს შეხვედრას მართავს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ახსარ ჯიოევთან. ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გაავრცელა რუსეთის საგარეო უწყებამ და რუსეთის ელჩმა რეგიონში.
შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ ორმხრივ კოორდინაციას საერთაშორისო პლატფორმებზე (მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში). რუსული მხარის განცხადებით, დღის წესრიგშია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ინტერესების წინ წაწევა და უსაფრთხოების საკითხებია.
ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს მოსკოვის მიერ ახლახან (2026 წლის მაისში) რატიფიცირებული რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის გაღრმავების შესახებ" შეთანხმების ფონზე.
საინტერესო კონტრასტს ქმნის ის ფაქტი, რომ იმ დროს, როდესაც რუსეთი ოკუპირებულ რეგიონებში სრულმასშტაბიან ინტეგრაციასა და ზეწოლას აძლიერებს, საქართველოსთან მიმართებით "მეგობრულ" და "კეთილმეზობლურ" პოლიტიკას აგრძელებს — რის დასტურადაც საქართველოს საპატრიარქოში რუსული დელეგაციის ჩამოსვლა და ვიზიტებიც გამოდგება, რომელიც 28-29 სექტემბერს გაიმართა. ამ ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ცნოილი რუსული წყაროებიდან გახდა. სამწუხაროდ ქართული მხარე ვიზიტის შესახებ ,ხოლოდ მედიაში გავრცელებული მასალის გასვლის შემდეგ ალაპარაკდა და ოკუპანტი ქვეყნის საულიერო პირებთან შეხვედრა დადებით კონტექსტში შეაფასა.
მიუხედავად თბილისის მიმართ გამოვლენილი მოჩვენებითი "კეთილმეზობლური" ჟესტებისა და საპატრიარქოში ვიზიტების ფონზე განხორციელებული "მეგობრული" პოლიტიკისა, ცხადი ხდება კრემლის მთავარი სტრატეგია. საქართველოსთან რბილი ძალისა და დიპლომატიური მანევრების პარალელურად, რუსეთი ოკუპირებულ რეგიონებში შეუქცევადად ცდილობს სრული კონტროლის, იურიდიული ბერკეტების გამყარებას და საბოლოო ჯამში, ამ ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას. რაც მხოლოდ სექტემბრის თვში განხორციელებული აქტივობებიდან ნათლად იკვეთება, — წერს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი.
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
კომენტარები