ძალიან მალე, რამდენიმე წელიწადში, ავტომობილების მფლობელებს საკუთარი მანქანის დიაგნოსტირება მობილური აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ. MIT-ის მეცნიერმა ჯოშუა სიგელმა და მისმა გუნდმა შექმნეს აპი, რომელიც მანქანას მოუსმენს და არათუ არსებულ პრობლემებს დაადგენს, არამედ შეეცდება გამოიცნოს, რომელ ნაწილს ექნება შეფერხება მომავალში.

აპი ტელეფონის მიკროფონსა და აქსელომეტრს ხმისა და ვიბრაციების აღსაქმელად იყენებს, რის შედეგადაც ადგენს რა პრობლემა აქვს მანქანას.

"ამჟამად აპლიკაციას შეუძლია დააფიქსიროს პრობლემები მანქანის ძრავასა და დაკიდების სისტემებში", აცხადებს სიგელი. "ჩვენი სისტემა აფიქსირებს ძრავის წვეყტას ("პერებოი"), ფილტრების გამოცვლის საჭიროებას, ბორბლების ბალანსს, საბურავების წნევას და ა.შ."

დასწავლის მეთოდის გამოყენებით, რაც უფრო მეტ ინფორმაციას იღებს აპი, მისი ხელოვნური ინტელექტი მით უკეთ ახერხებს დიაგნოსტირებას.

ამჟამად აპის შიდა ტესტირება მიმდინარეობს.