მთავრობა წელიწადნახევრის წინ შექმნილ სსიპ გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სსიპ სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტო მილევად რეჟიმშია და წლის ბოლომდე დაიხურება. ამის შესახებ მან NGO-ებზე საუბრისას განაცხადა.
"NGO არის ხელოვნური ფენომენი, რომელიც არის მოგონილი ხელოვნურად, უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის. როდესაც ჩვენ შევქმენით შესაბამისი სააგენტო, გამოჩნდა, რომ ეს ასეა. NGO თავისთავად, არის ხელოვნური ფენომენი. NGO-ს ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს ერთი სახელმწიფოს ინტერვენცია მეორე სახელმწიფოში. ამისთვის მოიგონეს ენჯეოები თავის დროზე. ერთი საუკუნის წინ ენჯეოები არ არსებობდნენ. შემდეგ მოიგონეს და ენჯეოებს იყენებდნენ, როგორც უცხოური ინტერვენციის მთავარ ინსტრუმენტს. ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ საქართველოში. შესაბამისად, ჩვენ მოვიგონოთ ენჯეოები და ასეთი რამ დავაფინანსოთ, ასეთი რამ არასწორია, შესაბამისად, ამის გამო მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება," — განაცხადა კობახიძემ.
აღსანიშნავია, რომ გრანტების მართვის სააგენტო დაახლოებით წელიწადნახევრის წინ შეიქმნა. კერძოდ, 2025 წლის 16 აპრილს პარლამენტმა III მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც მთავრობის თანხმობის გარეშე გრანტების მიღება აკრძალა. ამავე თვეში ქართული ოცნების ინიციატივით "სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად" გრანტების მართვის სააგენტო იქმნება, რომლის თავმჯდომარედ თამარ ზოდელავა დანიშნეს.
სააგენტოს მიზნად საქართველოს ბიუჯეტით საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა გაცხადდა, "რომელთა საქმიანობის მიმართულებები თანხვედრაში იქნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან". ამასთან, სახელმწიფო სააგენტოს არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტების გაცემის უფლებამოსილება მიენიჭა.
- "ოცნებამ" მთავრობის თანხმობის გარეშე გრანტის გაცემა, III მოსმენით, საბოლოოდ აკრძალა
- სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თამარ ზოდელავა უხელმძღვანელებს
მთავრობის განკარგულების მიხედვით, გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარის ხელფასი 11 600 ლარი, ანუ წლიურად 139 200 ლარია. უცნობია თანამშრომელთა ზუსტი რიცხვი, თუმცა კანონპროექტის მიხედვით, სააგენტოში დაახლოებით 10 პირი უნდა დასაქმებულიყო.
მიმდინარე წლის 21 იანვარს თამარ ზოდელავა სააგენტოს თავმჯდომარეობის პოზიციას ტოვებს და იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ინიშნება. მისი ადგილი თათია ნანეიშვილმა დაიკავა, რომელიც მანამდე თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა.
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან ახალი სუს-ის უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან ახალი სუს-ის უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს
გადახედვა
-
DRI: რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დაფინანსებას $22 მლნ-მდე ზრდის — რატომ? DRI: რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დაფინანსებას $22 მლნ-მდე ზრდის — რატომ?
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა კოვიდპანდემიის დროს ამოქმედებული "საკარანტინე რეჟიმი" კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა აზერბაიჯანმა კოვიდპანდემიის დროს ამოქმედებული "საკარანტინე რეჟიმი" კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონი: ავტოგასამართ სადგურებზე ფასები იზრდება. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის ემანუელ მაკრონი: ავტოგასამართ სადგურებზე ფასები იზრდება. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქვეყნები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქვეყნები)
გადახედვა
-
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს — სიაში 1 576 პირია ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს — სიაში 1 576 პირია
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი? გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი?
გადახედვა
კომენტარები