აბაშიშვილი: ოცნების ტენდენციაა, ვეტოდადებული საკითხები ახალ ინიციატივაში გადაიტანოს
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი უმრავლესობის მიერ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების დაწყების პროცესს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის "მოქმედების ტენდენცია არ იცვლება". მისი თქმით, უმრავლესობა "ჯერ აგდებს პრეზიდენტის ვეტოს" და შემდგომ, რაც პრეზიდენტის ვეტოში წერია, სიტყვა-სიტყვით გადააქვს ახალ ინიციატივაში.
"ასეა ამ შემთხვევაშიც და ამის ზუსტი მაგალითია საქართველოს ეროვნული ბანკი - სულ ცოტა ხნის წინანდელი მაგალითი, როდესაც ჯერ პრეზიდენტის ვეტო ჩააგდეს და შემდგომ სიტყვა-სიტყვით გადაიწერა ახალ კანონპროექტში პრეზიდენტის ვეტოში დაფიქსირებული მოსაზრებები... როგორც ჩანს, მმართველი პოლიტიკური გუნდის მიზანი არის არა საკითხების კვალიფიციური ანალიზი და გათვალისწინება, არამედ მათი თვითმიზანი არის უბრალოდ ვეტოს დაძლევა", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
გუშინ, 30 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განცხადა, რომ ინიცირებას უკეთებენ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ახლად მიღებულ კონსტიტუციაში მხოლოდ ოთხ შესწორებას ითვალისწინებს. მისი თქმით, საქმე ეხება იმ საკითხებს, რომლებზეც ვენეციის კომისიასთან შეთანხმდნენ.
"საუბარია ბონუსის სისტემის გაუქმებაზე, კონსტიტუციიდან ამოღებაზე, ბლოკების ერთჯერადად დატოვებაზე. ზუსტდება რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებით ჩანაწერი და ასევე ზუსტდება ჩანაწერი, რომელიც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს არჩევნებთან დაკავშირებით. ეს არის ოთხი ცვლილება, რომელიც შევა კონსტიტუციაში", - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ერთი თვის განმავლობაში დაიწყებს მუშაობას, დეკემბერში იქნება ორი მოსმენა, ხოლო მესამე მარტში ჩატარდება.
მანამდე, 13 ოქტომბერს, ქართულმა ოცნებამ საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა და კონსტიტუციის პროექტზე დადებული ვეტო დაძლია. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს.
პრეზიდენტის თქმით, მოტივირებული ექვსი შენიშვნიდან პირველი ოთხი საკითხი არის ის ვალდებულებები, რომლებიც ქართულმა ოცნებამ ვენეციის კომისიისგან აიღო. ესენია: ბონუსის, ბლოკების, საკონსტიტუციო სასამართლოსა და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხები. მეხუთე საკითხი ეხება 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, ხოლო მეექვსე - პრეზიდენტის არჩევის წესს.
კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, რამდენიმე დღეში, გიორგი მარგველაშვილმა, კონსტიტუციის ახალ პროექტს ხელი მოაწერა.
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
გადახედვა
-
კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი
გადახედვა
-
კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან
გადახედვა
-
BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა
გადახედვა
-
YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან
გადახედვა
-
MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
-
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული
გადახედვა
-
დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა
გადახედვა
-
უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
კომენტარები