ფინეთის პრეზიდენტი: NATO-ს ლიდერები მხარს უჭერენ უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში განხორციელებულ დარტყმებს
NATO-ს ლიდერები მხარს უჭერენ უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში განხორციელებულ დარტყმებს შორ მანძილზე, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ მოსკოვზე ზეწოლის გაზრდით, მოლაპარაკებების პროცესის განახლებას შეეწყობა ხელი. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა. ინფორმაციას AOL ავრცელებს.
სტუბის თქმით, უკრაინა ამჟამად ომის დაწყების შემდეგ ყველაზე ძლიერი პოზიციიდან მოქმედებს და სწორედ ამიტომ, NATO-ს წევრი სახელმწიფოები მიიჩნევენ, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს.
"ვფიქრობ, [NATO-სყველა ლიდერი] ხვდება, რატომ აკეთებს ამას უკრაინა. ყველა თვლის, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლის გაზრდა",— განაცხადა სტუბმა ანკარაში NATO-ს ლიდერების სამიტის წინა დღეს.
მისი შეფასებით, უკრაინის დარტყმებმა რუსეთის ნავთობსა და სამხედრო ინფრასტრუქტურზე მნიშვნელოვნად შეცვალა ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და, ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ხედვაც.
"ჩვენ საკმაოდ კარგ მდგომარეობაში ვართ უკრაინის საკითხში, რადგან ყველა, მათ შორის ჩვენი ამერიკელი მეგობრები, ხედავენ, რომ უკრაინა ახლა ბრძოლის ველზე ლიდერობს.
ამან შეცვალა სტრატეგიული აზროვნება მათ შორის, ვინც მშვიდობის შუამავლობას ცდილობს", — აღნიშნა მან.
ფინეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა დღეს სამხედრო, პოლიტიკური და ფინანსური თვალსაზრისით ომის განმავლობაში ყველაზე კარგ მდგომარეობაშია.
"უკრაინა სამხედრო, პოლიტიკური და ფინანსური კუთხით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ომის დაწყებიდან ნებისმიერ ეტაპზე ყოფილა. სწორედ ამიტომ ვხედავთ რუსეთში მზარდ დაძაბულობას", — თქვა ალექსანდრ სტუბმა.
პრეზიდენტის შეფასებით, რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული იერიშები მოსახლეობაზეც ახდენს გავლენას, — საწვავის დეფიციტისა და ეკონომიკური პრობლემების ფონზე კრემლის პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილება თანდათანობით იზრდება.
"როდესაც ომი პირად ხასიათს იღებს... რუსეთის მოსახლეობა მის საწინააღმდეგოდ განეწყობა. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, მივუბრუნდეთ მოლაპარაკებების მაგიდას რაც, ვფიქრობ, ყველას ძალიან გვინდა", — განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.
სტუბმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად მოლაპარაკებების სურვილისა, ევროპა რუსეთის მხრიდან შესაძლო ჰიბრიდული თავდასხმებისა და სხვა პროვოკაციების მიმართ მზად უნდა იყოს.
"ვფიქრობ, რეალისტები უნდა ვიყოთ და ვთქვათ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ევროპაზე ჰიბრიდული თავდასხმები იქნება. ჩვენ ამას თითქმის ყოველდღიურად ვხედავთ.
გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ ვემზადებით სცენარისთვის, როდესაც რუსეთს... შეიძლება ევროპაზე თავდასხმა მოუნდეს. ომის შემდეგ რუსეთი ჯარებს აღადგენს, განსაკუთრებით [ევროპის] ჩრდილოეთში. ჩვენ ეს ვიცით და ვხედავთ. ჩვენ რეალისტურად ვუყურებთ ამას", — თქვა მან.
მისივე თქმით, ჩინეთთან გამართული შეხვედრისას ბირთვული ესკალაციის საკითხიც განიხილა და, როგორც ამბობს, პეკინმა ამ მიმართულებით მკაფიოდ გამოხატა უარყოფითი პოზიცია.
ამასთან, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთმა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" — "ნამდვილ ომად" აქცია.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
კომენტარები