ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჩატარდა. როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით, ქართული ოცნება ლიდერობს, თვითმმართველობებში მოხვედრილთა აბსოლუტური უმრავლესობა კი კაცია.

მთელი საქართველოს მასშტაბით, ჯამში, 4 727 მაჟორიტარი კანდიდატი იყო წარდგენილი, აქედან 3 947 კაცი (83,50%), ხოლო 780 (16,50%) ქალი.

თბილისში წარდგენილი ქალი მაჟორიტარი კანდიდატებიდან მხოლოდ ერთი იყო დამოუკიდებელი, ხოლო რეგიონში ასეთი იყო 15. საერთო ჯამში, საქართველოს მასშტაბით, 86-მა კანდიდატმა ქალმა გაიმარჯვა, რაც მაჟორიტარების საერთო რაოდენობის 2 პროცენტზე ნაკლებია.

არის ისეთი მუნიციპალური საკრებულოები, რომლებსაც ქალი მაჟორიტარი არ ეყოლება. მაგალითად, ტყიბული, ბაღდათი, ვანი, სამტრედია, აბაშა, ხულო, გურჯაანი, ლაგოდეხი, ყვარელი, თელავი, თიანეთი, რუსთავი, გარდაბანი.

ყველაზე მეტი ქალი მაჟორიტარი ქართულ ოცნებას ეყოლება - 79. ნაციონალურ მოძრაობა - 3, თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის - 2, პატრიოტთა ალიანსი - 1, დმოუკიდებელი კანდიდატი - 1.