აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
ფოტო: Tennessee Department of Corrections
აშშ-ის ტენესის შტატში 1995 წელს ჩადენილი მკვლელობისთვის მსჯავრდებული კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა. ლეტალური ინექციის ორი დოზის მიღების შემდეგ, შტატის ოფიციალურმა პირებმა პროცესი შეაჩერეს და მსჯავრდებული სამედიცინო დახმარების მისაღებად საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ ეს შტატში წელს სიკვდილით დასჯის მეორე წარუმატებელი მცდელობაა.
სასამართლოს ურთიერთგამომრიცხველი გადაწყვეტილებების გამო პროცესი ცხრა საათით შეყოვნდა, თუმცა შტატი ცდილობდა, სიკვდილით დასჯა დღის ბოლომდე დაესრულებინა. მსჯავრდებულის ადვოკატების განცხადებით, მიუხედავად პენტობარბიტალის (მომაკვდინებელი ინექციის) ორი დოზის შეყვანისა, პაიკს გონება არ დაუკარგავს, ჰქონდა პულსი და ხმამაღლა სუნთქავდა.
50 წლის კრისტა პაიკი ბოლო 200 წლის განმავლობაში, პირველი ქალი იქნებოდა, რომელსაც ტენესის შტატში სიკვდილით დასჯიდნენ.
რატომ გადაიდო პაიკის სიკვდილით დასჯა?
ფოტო: Knoxville News Sentinel/USA Today Network/Imagn Images
2026 წლის 28 სექტემბერს ტენესის გუბერნატორმა, ბილ ლიმ, კრისტა პაიკის შეწყალების თხოვნას უარით უპასუხა. ორი დღის შემდეგ, 30 სექტემბერს, ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ სიკვდილით დასჯა დროებით შეაჩერა. სასამართლოს განმარტებით, თავის დროზე ბოლომდე არ იყო შესწავლილი, რამდენად იქნა გათვალისწინებული პაიკის მიერ სექსუალური ძალადობის შესახებ გაკეთებული განცხადებები. თუმცა, სულ რამდენიმე საათში აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ეს შეჩერება გააუქმა.
მას შემდეგ, რაც კრისტა პაიკი ორჯერ გადაურჩა ლეტალური ინიექციის გამოყენებას, შტატის გუბერნატორმა მიიღო გადაწყვეტილება, 2026 წლის ბოლომდე შეეჩერებინა ყველა სიკვდილით დასჯა. გარდა ამისა, მან მოითხოვა დამოუკიდებელი და სრულფასოვანი გამოძიება იმის გასარკვევად, თუ რეალურად რა მოხდა განაჩენის აღსრულების მცდელობების დროს.
რა ელის კრისტა პაიკს?
შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ პაიკი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მისი ერთ-ერთი ადვოკატის განცხადებით, მას საავადმყოფოში "სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელ პროცედურებს უტარებენ".
ხუთშაბათი დილის მდგომარეობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.
მეი მარტინეზმა, კოლინ სლემერის (მსხვერპლის) დედამ, რომელიც პაიკის სიკვდილით დასჯას მოითხოვდა, NBC News-ს განუცხადა, რომ პროცესი "სრული ქაოსი" იყო.
ამ ფაქტს სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგეებიც სწრაფად გამოეხმაურნენ .
საერთაშორისო იურიდიული ორგანიზაცია Reprieve-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია ფოამ აღნიშნა:
"ჩვენ ზუსტად ვერ გვეცოდინება, რა ვერ გაკეთდა სწორად, რადგან ყველაფერი ფარდის მიღმა ხდება — ლეტალური ინიექცია საიდუმლოებებითაა მოცული, რათა დაიმალოს სახელმწიფოს მიერ ადამიანის სიცოცხლის მოსპობის ძალადობრივი ბუნება."
ხელისუფლებას ჯერ არ უთქვამს, შეეცდებიან თუ არა პაიკის სიკვდილით დასჯას თავიდან. ისტორიულად არსებობს პრეცედენტი, როდესაც ხელისუფლება სიკვდილით მისჯილთა განაჩენის აღსრულებას მეორედ ცდილობს.
რისთვის გაასამართლეს კრისტა პაიკი?
ფოტო: კოლინ სლემერი.BBC
პაიკი სასამართლოს მიერ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის აღსრულებას 1996 წლიდან ელოდება. 1995 წლის იანვარში პაიკმა და მისმა მაშინდელმა შეყვარებულმა ტენესის უნივერსიტეტის კამპუსში, ტყეში შეიტყუეს და აწამეს 19 წლის კოლინ სლემერი. ისინი მას ქვებით სცემდნენ და ბასრი იარაღით ჭრიდნენ. პაიკმა, რომელიც მაშინ 18 წლის იყო, სლემერის თავის ქალის ნაწილი წამოიღო და სულ მცირე ერთ ადამიანს აჩვენა.
ტადარილ შიპმა, პაიკის შეყვარებულმა, ჩვენება მისცა სლემერის მკერდზე პენტაგრამის ამოკვეთის შესახებ.
ვინაიდან ტენესის კანონმდებლობით სიკვდილით დასჯა მხოლოდ იმ პირებს ეხება, რომლებიც დანაშაულის ჩადენისას 18 წლის ან მეტის იყვნენ, შიპს, რომელიც იმ დროს 17 წლის იყო, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. გასულ წელს მას ვადამდე ადრე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა.
ტენესის სიკვდილით დასჯილთა სიაში მყოფი ერთადერთი ქალი, პაიკი, თავის ჩადენილ დანაშაულს ინანიებს. ციხეში ყოფნისას მას ბიპოლარული აშლილობა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა დაუდგინეს და მან იმკურნალა კიდეც. ქალები, რომლებიც პაიკთან ერთად იხდიდნენ სასჯელს, ამბობდნენ, რომ ის მზრუნველი და კეთილი ადამიანი იყო.
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები