"თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია" სამინისტროს ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის სრულად გაუქმების ინიციატივით მიმართავს
"თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციამ" ფინანსთა სამინისტროს საინიციატივო დოკუმენტით მიმართა, რომელიც ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის მთლიანად გაუქმებას გულისხმობს.
ასოციაცია ეხმაურება პარლამენტში მიმდინარე ინიციატივას, რომელიც ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადით დაბეგვრის შემოსავლის ზღვრის 100,000 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს. ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ "ზღვრის მექანიკური აწევა მხოლოდ დროებითი ნახევარღონისძიებაა და გამოწვევებს ფუნდამენტურად ვერ გადაჭრის".
როგორც ასოციაციაში აცხადებენ, ფიზიკური პირების მხრიდან გადახდილი ქონების გადასხადი ბიუჯეტში მიზერულია. საგადასახადო სტატისტიკის დეტალური ანალიზი აჩვენებს, რომ ქონების გადასახადის ლომის წილი (85%-ზე მეტი) მოდის იურიდიულ პირებსა (საწარმოებზე) და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფიზიკური პირების მიერ გადახდილი თანხის წილი მთლიან ქონების გადასახადშიც კი საკმაოდ დაბალია.
კერძოდ, ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის საერთოდ გაუქმებით, ბიუჯეტს 22 მილიონი ლარი დააკლდება. თვალსაჩინოებისთვის, რომ წარმოიდგინოთ, რაზეა საუბარი, მაგალითად, მთავრობამ მიმდინარე წლის მხოლოდ 6 თვეში, მარტო ჯარიმებიდან, ამოიღო 127 მილიონ ლარზე მეტი. შესაბამისად, აღნიშნული გადასახადის სრულიად გაუქმება ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი ტვირთი არ იქნება.
"თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციაში" მიაჩნიათ, რომ ქონების გადასახადის გაუქმებით, ქვეყანა ადამინისტრაციულ რესურსსაც დაზოგავს.
"ნებისმიერი საგადასახადო სისტემის ეფექტიანობის ერთ-ერთი ამოსავალი წერტილია გადასახადის ამოღების ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს მისგან მიღებულ სარგებელს. დღესდღეობით ათასობით მოქალაქის დეკლარაციის დამუშავება, შეფასება, საჯარიმო სანქციების დაკისრება და თანხების ამოღების პროცესები მოითხოვს ადამიანურ და მატერიალურ რესურსს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს რესურსი იხარჯება მიზერული თანხების მისაღებად, რაც სისტემას არაეფექტიანად წარმოაჩენს", — აცხადებენ თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციაში.
ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, საკანონმდებლო ცვლილებების განხილვისას გაითვალისწინოს წარდგენილი არგუმენტები და "ნახევარღონისძიებების ნაცვლად მიიღოს გადაწყვეტილება ფიზიკური პირების ქონების გადასახადის სრული გაუქმების შესახებ".
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
კომენტარები