TORCAL-ის პრემიერა — ბენტლიმ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
ფოტო: ბენტლი
"107 წელია, "ბენტლი" ნებისმიერი მნიშვნელობით არაჩვეულებრივ ავტომობილებს აწარმოებს - სამაგალითო კომფორტით, ხელით შესრულების დახვეწილი ბრიტანული სტილით, ძვირფასი ბუნებრივი მასალებითა და ძრავის უნიკალური ჟღერადობით. ჩვენი ახალი მოდელი, Bentley Torcal, ყველა გადამწყვეტი მიმართულებით ახალ მასშტაბებს ამკვიდრებს", — ამ სიტყვებით წარადგინა "ბენტლის" გენერალურმა დირექტორმა ფრანკ-შტეფენ ვალისერმა ბრენდის ახალი მოდელი. Torcal გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ ახალი "ბენტლი" — ვალისერის თქმით, ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო "ბენტლი" უნდა იყოს.
რობინ პეიჯის ხელმძღვანელობით "ბენტლის" დიზაინის გუნდმა ქრიუს ცენტრში შექმნა ელეგანტური SUV, რომელიც ბრენდის დიზაინში ახალ ეტაპს გვთავაზობს, თუმცა, ამავდროულად, "ბენტლის" დამახასიათებელ სტილსა და მემკვიდრეობას ერთგულად ინარჩუნებს.
ფოტო: ბენტლი
რობინ პეიჯი, "ბენტლის" დიზაინის დირექტორი: "ახალ მოდელზე მუშაობისას ვითვალისწინებთ იმას, თუ როგორ აღვიქვამთ ადამიანები ობიექტს ბუნებრივად. არსებობს გარკვეული იერარქია იმისა, რასაც პირველად ვხედავთ და შემდეგ ვაცნობიერებთ. ამ პრინციპს აღქმის ოთხ ეტაპს ვუწოდებთ".
ავტომობილის პროპორციები მალევე მიგახვედრებთ, რას ნიშნავს "ბენტლის" მემკვიდრეობა: თვლების გრძელი ბაზა, მოკლე განაკიდები და სიამაყის გამომხატველი წინა მხარე Torcal-ს მძლავრ იერსა და თამამ ელეგანტურობას ანიჭებს. დიზაინში "ბენტლის" საკულტო მოდელების, განსაკუთრებით Continental GT-ს, ელემენტებსაც აღმოაჩენთ. განათების ინოვაციური ტექნოლოგიებითა და ალმასების დიზაინში გადაწყვეტილი ცხაურით ავტომობილის სახე სრულიად ახლებურადაა ინტერპრეტირებული, უკანა მხარეს კი დახვეწილი მინიმალიზმი გამოარჩევს.
დიზაინის მესამე ასპექტი ავტომობილის მთლიანი ფორმაა — Torcal ნებისმიერი პერსპექტივიდან ელეგანტურად გამოიყურება. დიზაინზე მომუშავე ჯგუფმა უარი თქვა ზედმეტ, არასაჭირო ხაზებზე და ავტომობილს ემოციური და მკაფიო გარეგნობა მიანიჭა. მეოთხე ასპექტი კი ხელით შესრულების ბრიტანული, ნატიფი ხელოვნებაა.
ფოტო: ბენტლი
ამგვარი ფილოსოფია ინტერიერშიც გრძელდება. ხელსაწყოთა პანელი "ბენტლის" ფრთების შთაგონებითაა შექმნილი და დიზაინის ელემენტების სიმეტრიულობით გამოირჩევა. ზედაპირებზე შეხვდებით ავთენტიკურ მასალებს — ტყავს, შალსა და ალუმინს. ცენტრალურ კონსოლსა და საჭეზე შენარჩუნებულია ფიზიკური ელემენტებიც, რათა ავტომობილის მართვისას უსაფრთხოების პრინციპები არ დაირღვეს.
Torcal-ის სავარძლები 16 მიმართულებით რეგულირდება და აღჭურვილია გათბობით, გაგრილებით, გვერდითი რეგულირებადი მხარდაჭერითა და მასაჟის ახალი ფუნქციებით. დამატებით ხელმისაწვდომია Postural Adjust და სავარძლების ავტომატური კლიმატიზება. Wellness Seat Specification-ის შემთხვევაში მასაჟის ფუნქცია არა მხოლოდ საზურგეზე, არამედ მთელ სავარძელზე ვრცელდება.
გაყიდვების საწყის ეტაპზე Bentley Torcal-ისთვის ხელმისაწვდომია დისკების 5 დიზაინი. საბაზისო მოდელში სერიულად გვხვდება 21-დუიმიანი დისკები, S-Modell-ს კი 22-დუიმიანი დისკები აქვს. დამატებით ხელმისაწვდომია 22-დუიმიანი დისკების კიდევ 3 ვარიანტი, რომელთაგან ერთი აეროდინამიკას ემსახურება. Torcal ასევე პირველი "ბენტლია", რომელმაც ბრენდის განახლებული ემბლემა მიიღო.
სიმძლავრე და ტრადიციების ერთგულება
Torcal ბრენდის ისტორიაში პირველი ელექტრომობილია და 888 ცხენის ძალამდე სიმძლავრესა და 1350-ნიუტონმეტრიან მაბრუნ მომენტს ავითარებს — ეს უკანასკნელი "ბენტლის" ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ასეთი შესაძლებლობებით Bentley Torcal-ს 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 2,9 წამში შეუძლია.
ფოტო: ბენტლი
ავტომობილი აღჭურვილია ორი უმძლავრესი, მუდმივი მაგნიტის სინქრონული ძრავით. წინა აგრეგატს ღია დიფერენციალი აქვს, უკანა მოტორი კი ბლოკირებადი დიფერენციალითა და მრავალდისკიანი გადაბმულობითაა აღჭურვილი.
ელემენტის გარანტია 10-წლიანია (ან 100 000 მილი). Torcal-ს ერთი დამუხტვით 600 კილომეტრამდე მანძილის დაფარვის შესაძლებლობა აქვს, 400-კილოვატიანი დამუხტვის სიმძლავრით კი 10-დან 80 პროცენტამდე 20 წუთზე ნაკლებ დროში იმუხტება. 161 კილომეტრისთვის საკმარისი ენერგიის მიღება 7 წუთში შეუძლია.
ავტომობილი აღჭურვილია უკანა ღერძის მოხვევითაც — 5 გრადუსამდე, რაც მობრუნების რადიუსს 11,1 მეტრამდე ამცირებს. ამით Bentley Torcal არა მხოლოდ კომფორტული და სოლიდური, არამედ მაქსიმალურად მოქნილი და მანევრულიცაა. ის Bentley Flying Spur-ივით კომფორტული და Continental GT Speed-ივით დინამიკურია.
Bentley Torcal-ში ხელმისაწვდომია ორი აუდიოსისტემა. პირველი 620-ვატიანია, 16 დინამიკით. Naim-თან თანამშრომლობით შექმნილი 1780-ვატიანი აუდიოსისტემა 28 დინამიკით მოიცავს სავარძელში ჩაშენებულ ვიბრაციის აქტუატორებს, თავის მისაყრდნობებში ჩაშენებულ დინამიკებსა და Dolby Atmos 7.1-ს.
Bentley Torcal ორი სხვადასხვა კომპლექტაციითაა ხელმისაწვდომი: საბაზისო ვერსია და სპორტული S-ვარიანტი. საბაზო მოდელის სიმძლავრე 821 ცხენის ძალა და 1194-ნიუტონმეტრიანი მაბრუნი მომენტია. ეს ვერსია 0-100 კმ/სთ-მდე 3,4 წამში ჩქარდება და 250 კმ/სთ-ის განვითარება შეუძლია. სპორტული S-ვერსია გააქტიურებული Launch Control-ისას 888 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 1350 ნმ-ს ავითარებს. მისი აჩქარება 0-100 კმ/სთ-მდე 2,9 წამია, მაქსიმალური სიჩქარე კი - 260 კმ/სთ.
ფოტო: ბენტლი
მარტინ პეიჯი, Torcal-ის წარმოების ხაზის დირექტორი: "Bentley Torcal სრულიად ახალი და უნიკალურია. მისი შექმნისას უდიდესი ყურადღება დაეთმო "ბენტლის" ტრადიციების შენარჩუნებასა და ტექნოლოგიას, რომელიც მძღოლს ეხმარება, მაგრამ მის ნაცვლად გადაწყვეტილებებს არ იღებს. Torcal-ში გამორჩეული ფუფუნება და შთამბეჭდავი სიმძლავრე ერთიანდება და ავტომობილის მართვის გამოცდილება სრულიად ახალ დონეზეა აყვანილი“.
"ბენტლის" ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში Tegeta Cars-ში შემავალი Bentley Centre Tbilisi-ა. საქართველოში "ბენტლი" Torcal აპრილიდან იქნება ხელმისაწვდომი. ახალი მოდელის სასურველი კონფიგურაციით დაკომპლექტება უკვე შესაძლებელია მისამართზე: აღმაშენებლის ხეივანი 129.
"თეგეტა ჰოლდინგის" ერთ-ერთ მიმართულებაში, "თეგეტა ქარსში" შემავალი Bentley Centre Tbilisi ლეგენდარული ბრიტანული ბრენდის პრემიუმ ავტომობილების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში 2024 წლიდან. Bentley Centre Tbilisi-ს შოურუმში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, შეიძინონ ყველაზე მოთხოვნადი მოდელები, ადგილზე შეარჩიონ აქსესუარები, კონფიგურაციის საშუალებით ააწყონ სასურველი კომპლექტაცია და შექმნან პერსონალიზებული მოდელი.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
კომენტარები