ჩემით არავინ ინტერესდებოდა — ლიზა კუდროუს თქმით, მეექვსე მეგობრად მოიხსენიებდნენ
ფოტო: People
კლასიკად ქცეულმა სიტკომმა, Friends-მა, შესაძლოა, დიდ წარმატებას მიაღწია, თუმცა სერიალში მონაწილე მსახიობების კარიერაზე ამ ფაქტს მყისიერი გავლენა არ ჰქონია. ყოველ შემთხვევაში — ლიზა კუდროუსთვის.
The Independent-თან საუბრისას ლიზამ აღნიშნა, რომ სერიალის ასეთი წარმატების მიუხედავად, ამ ყველაფერს მის კარიერულ წინსვლაზე დიდად არ უმოქმედია. მსახიობმა თქვა, რომ ის ექვსეულის თითქოს ყველაზე დაჩრდილული წევრი იყო.
ფოტო: Getty Images
"ჩემით არავინ ინტერესდებოდა", — ამბობს ლიზა კუდროუ — "სამსახიობო სააგენტოების გარკვეული ნაწილიც უბრალოდ 'მეექვსე მეგობრად' მომიხსენიებდა".
მსახიობის თქმით, ვერავინ ხედავდა მის პოტენციალს და არც მოლოდინები ჰქონდათ იმის შესახებ, როგორი კარიერა შეიძლებოდა ჰქონოდა. კუდროუ იხსენებს, რომ ხალხი ძირითადად სერიალს აქებდა — "ჩემზე ამბობდნენ ხოლმე რა იღბლიანია, რომ საერთოდ ამ სერიალში მოხვდაო".
ფოტო: MARK SELIGER
რაც შეეხება კუდროუს სამსახიობო კარიერას, სერიალის სტაბილურობამ მას სხვადასხვა როლების შესრულების თავისუფლება მისცა, მათ შორის ალბერტ ბრუკსის კომედიაში Mother, ფილმში Clockwatchers, Analyze This და ა.შ.
თუმცა, Friends-ის წარმატებამ კუდროუს კარიერას კიდევ ერთი სირთულე გაუჩინა. მას შემდეგ, რაც NBC დათანხმდა, სერიალის მთავარი პერსონაჟებისთვის თითოეულ სერიაში ერთი მილიონი დოლარი გადაეხადა, გავრცელდა ხმები, თითქოს კუდროუმ მოუწოდა კოლეგებს, მოლაპარაკებები კოლექტიურად ეწარმოებინათ.
ფოტო: Kevin Winter / Getty Images
"მე ნამდვილად არ ვყოფილვარ ამის ინიციატორი",— აღნიშნა კუდროუმ — "ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ამის გამო ჩემი გუნდი ძალიან გაბრაზდა".
იმ დროს კუდროუ ფიქრობდა, რომ გავრცელებული ჭორები მისთვის სარგებლის მომტანი იქნებოდა. "ვიფიქრე, ხალხი ჩათვლითა, ძალიან ჭკვიანი ვარ", — იხსენებს კუდროუ — "თუმცა, ჩემი გუნდი მეუბნებოდა: 'არა, ეს ნამდვილად არ არის კარგი. ძალიან ვბრაზობთ, შენზე რომ ამას ამბობენ".
ფოტო: NBC
ამის მიუხედავად, Friends-ის წარმატებამ კუდროუს მისცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო მისთვის საინტერესო პროექტებში.
"რადგან Friends-ში ვთამაშობდი, მომეცა საშუალება შემექმნა საკუთარი სერიალები, რომლებიც არ მოითხოვდა Friends-ის მსგავს მასშტაბურობას" — განმარტა მან — "ძალიან დიდ კმაყოფილებას მანიჭებდა ის, რომ შემეძლო ისეთი სერიალები შემექმნა, როგორებიცაა — The Comeback და Web Therapy".
-
ესტონეთში დრონების მწარმოებელ კომპანიაზე დივერსიული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან ესტონეთში დრონების მწარმოებელ კომპანიაზე დივერსიული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან
გადახედვა
-
იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის
გადახედვა
-
ყალბი დოკუმენტებით 20 ტონაზე მეტი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს ყალბი დოკუმენტებით 20 ტონაზე მეტი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე
გადახედვა
-
ქსკ "ლანჩხუთმა" "ნიკე ლუსოსთან" მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ფეხბურთელს სოლიდარობა გამოუცხადა ქსკ "ლანჩხუთმა" "ნიკე ლუსოსთან" მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ფეხბურთელს სოლიდარობა გამოუცხადა
გადახედვა
-
DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა
-
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ლევან ცუცქირიძე: ვერცერთი ქვეყნის ელჩი ვერ გაბედავდა იმას, რაც ირანის ელჩმა თქვა, ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს ლევან ცუცქირიძე: ვერცერთი ქვეყნის ელჩი ვერ გაბედავდა იმას, რაც ირანის ელჩმა თქვა, ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს
გადახედვა
-
ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს
გადახედვა
-
უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს
გადახედვა
-
ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს
გადახედვა
-
"როსატომმა" სომხეთს სხვა ქვეყნების მონაწილეობით ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება შესთავაზა "როსატომმა" სომხეთს სხვა ქვეყნების მონაწილეობით ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება შესთავაზა
გადახედვა
-
საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი
გადახედვა
-
მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ
გადახედვა
-
ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს
გადახედვა
-
გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია
გადახედვა
-
ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა" ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა"
გადახედვა
-
მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები
გადახედვა
კომენტარები