რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
ფოტო: WXXI
ნიუ-იორკის პროკურატურამ კორნელის უნივერსიტეტში ქალის სავარაუდო გაუპატიურების 2024 წლის საქმეზე გამოძიება განაახლა. ქალმა 16 სექტემბერს უნივერსიტეტის წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელი შეიტანა, რომელშიც აცხადებს, რომ უნივერსიტეტის სტუდენტური საძმოს სახლში ნარკოტიკული საშუალება მიაღებინეს და გააუპატიურეს.
ქალი ასევე ამტკიცებს, რომ კორნელის უნივერსიტეტმა ის ვერ დაიცვა და ინციდენტში მონაწილე კაცები შესაბამისად არ დასაჯა. სასამართლო დოკუმენტებში კაცებს კორნელის შვიდეულის სახელით მოიხსენიებენ, ხოლო დაზარალებული ქალი ჯეინ დოუს სახელით არის იდენტიფიცირებული.
კორნელის უნივერსიტეტი მხარს უჭერს საქმის ნაფიცი მსაჯულებისთვის წარდგენას, თუმცა უარყოფს ბრალდებას, რომ მონაწილეები ვერ დასაჯა. უნივერსიტეტი თანახმაა, რომ საქმე დამოუკიდებელმა გამომძიებელმა შეისწავლოს.
შეტანილ სარჩელში ქალი ამტკიცებს, რომ 2024 წლის 19 ოქტომბრის ღამეს, უნივერსიტეტის Chi Phi საძმოს 7 წევრი მასზე რამდენიმე საათის განმავლობაში ძალადობდა. მისი თქმით, ინციდენტში ალკოჰოლი და კეტამინი ფიგურირებდა. იმ დროისთვის ქალი 20 წლის იყო.
ჯეინ დოუმ სარჩელში აღნიშნა, რომ სავარაუდო ინციდენტის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და თანხმობის გაცემის უნარი არ შესწევდა.
მისი თქმით, იმ ღამეს მეგობრებთან ერთად დალევის შემდეგ Chi Phi-ის საძმოს სახლისკენ მეგობრის სანახავად წავიდა.
სარჩელი უნივერსიტეტის, სტუდენტური საძმოს, სტუდენტური ქალთა გაერთიანებისა და სავარაუდო თავდასხმაში მონაწილე კაცების წინააღმდეგაა შეტანილი. განაცხადი შეიცავს ფოტოს, რომელიც, სავარაუდოდ, საძმოს ჯგუფური მიმოწერიდანაა და აღბეჭდავს, საუბრის ერთი მონაწილე როგორ აცნობებს დანარჩენებს დოუსთან პოტენციური სქესობრივი კავშირის შესახებ.
ჯეინის ადვოკატმა განაცხადა, რომ თავდასხმის მომდევნო დღეებში ქალი იყო "ტრავმირებული და ფუნქციონირება ან მომხდარის გააზრება არ შეეძლო". მან ინციდენტის შესახებ კორნელის უნივერსიტეტის პოლიციას 2 კვირის შემდეგ, 2024 წლის 8 ნოემბერს აცნობა.
ბოლო კვირებში საქმის გარშემო უკმაყოფილება მას შემდეგ გაიზარდა, რაც დოუმ სარჩელში განაცხადა, რომ ბრალდებულებს უნივერსიტეტმა "მისცეს შესაძლებლობა, თავიანთი საქციელი ესეების დაწერით შეემსუბუქებინათ". დოუს ადვოკატმა აღნიშნა, რომ ინციდენტში მონაწილე ორი პირი უნივერსიტეტიდან გარიცხეს, ხოლო ქალმა სწავლა შეწყვიტა.
კორნელის უნივერსიტეტის გაზეთის სარედაქციო კოლეგიამ სარჩელში დასახელებული ბრალდებულების სახელები გამოაქვეყნა, სათაურით "კორნელი ამას არ გააკეთებს, ჩვენ გავაკეთებთ".
უნივერსიტეტის განცხადებით, 2024 წლის ნოემბერში, კორნელის უნივერსიტეტის პოლიციის დეპარტამენტმა პროკურორებს მტკიცებულების სახით მიაწოდა Snapchat-ის ჯგუფის საუბრის ფოტოსურათი. ჯგუფის წევრები 2024 წლის 20 ოქტომბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, უხეში ლექსიკის გამოყენებით განიხილავენ "უფასო" სქესობრივ კავშირს ჯეინ დოუსთან.
ასევე გავრცელდა ტექსტური შეტყობინებების ამონარიდები, როგორც ცნობილია, დოუსა და ერთ-ერთი ბრალდებულის საუბრიდან. შეტყობინებები სავარაუდო თავდასხმიდან ორი დღის შემდეგაა გაგზავნილი.
ერთ-ერთ შეტყობინებაში კაცი ბოდიშს იხდის იმის გამო, "როგორც განვითარდა მოვლენები". მან აღნიშნა, რომ მომხდარი ცოტა ბუნდოვნად ახსოვდა. ამასთან ერთად ამბობს, რომ ის და მეორე კაცი თავს ცუდად გრძნობდნენ, რადგან ზედმეტად მთვრალები იყვნენ იმისთვის, რომ "ყველაფერი შეეჩერებინათ და ხალხი გაეყარათ, სანამ სიტუაცია ხელიდან წავიდოდა". ქალი პასუხობს, რომ მისი მეხსიერებაც "ძალიან ბუნდოვანი იყო" და ყველანი ნასვამები იყვნენ. ის ასევე წერდა, რომ "სქესობრივი ხასიათის ქმედებებიდან არაფერი ყოფილა უკანონო" და მასთან და მეორე კაცთან ყოფნა მოსწონდა. დოუმ შესთავაზა, კიდევ მოეწიათ ერთად, ოღონდ ამჯერად "ზედმეტი ხუთი მილიარდი კაცისა და კეტამინის გარეშე".
მას შემდეგ, რაც ქალმა შემთხვევის შესახებ უნივერსიტეტს აცნობა, კორნელის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა საჯარო განცხადება "Chi Phi საძმოს სახლში ნარკოტიკების მოხმარებისა და სექსუალური ძალადობის სერიოზული და შემაშფოთებელი ბრალდებების" შესახებ.
კორნელის უნივერსიტეტმა ასევე განაცხადა, რომ დაიწყო შიდა გამოძიება და აღნიშნა, რომ საქმე გადაეცა აკადემიური პერსონალისა და თანამშრომლებისგან შემდგარ კომისიას, რომელმაც ბრალდებულთა უნივერსიტეტიდან გარიცხვისა და სტატუსის შეჩერების შესახებ მიიღო გადაწყვეტილებები. კორნელის უნივერსიტეტმა არ უარყო, რომ ზოგიერთი მონაწილისთვის სასჯელი ესეს დაწერასაც მოიცავდა, თუმცა აღნიშნავენ, რომ მხოლოდ ეს არ ყოფილა მათი სასჯელი.
პროკურორის განცხადების მიხედვით, ორი წლის წინ მისმა ოფისმა დაასკვნა, რომ ქალის ჩვენებიდან მიღებული მტკიცებულებები ბრალის წასაყენებლად არ იყო საკმარისი.
თავის განცხადებაში ვან ჰაუტენმა იმის მოკლე შინაარსიც ახსენა, რაც დოუმ 2024 წელს, სავარაუდო თავდასხმის შემდეგ, კორნელის უნივერსიტეტის პოლიციის დეპარტამენტს განუცხადა. მან აღნიშნა, რომ ეს ჩვენება სარჩელში წარმოდგენილი ბრალდებებისგან განსხვავდებოდა. მისი თქმით, 2024 წლის ნოემბრის ჩვენებაში დოუ არ ამბობდა, რომ ნარკოტიკი ძალით მიაღებინესდა ჯგუფურად გააუპატიურეს: "პირიქით, ჯეინ დოუს ჩვენებაში აღწერილი იყო მისი ნებაყოფლობითი და გააზრებული თანხმობა ნარკოტიკების მოხმარებასა და სქესობრივ ქმედებებში", — ამბობს პროკურორი.
15 ნოემბრის პოლიციის ანგარიშში კი დოუ აღნიშნავდა: "ვგრძნობდი, იმდენად ნასვამი ვიყავი, რომ გადაწყვეტილების მიღება არ შემეძლო".
-
ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
-
OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები
გადახედვა
-
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
-
დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი
გადახედვა
-
სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები
გადახედვა
-
დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC
გადახედვა
-
პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით? სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით?
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ? ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ?
-
"მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს "მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს
გადახედვა
-
ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა
გადახედვა
-
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა
გადახედვა
-
ანრი კაგანი: ის, რაც მოულოდნელია, ზოგჯერ უფრო საინტერესოა ანრი კაგანი: ის, რაც მოულოდნელია, ზოგჯერ უფრო საინტერესოა
გადახედვა
-
"ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირი სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს" — შსს მიშო სულუხიაზე "ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირი სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს" — შსს მიშო სულუხიაზე
გადახედვა
-
დააკავეს მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანთან ერთად სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდა დააკავეს მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანთან ერთად სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდა
გადახედვა
-
826 ორგანიზაცია და 743 ფიზიკური პირი — EU-ის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებენ 826 ორგანიზაცია და 743 ფიზიკური პირი — EU-ის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებენ
გადახედვა
-
ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება
გადახედვა
-
მიშო სულუხია: ლისთან გადაგვიკეტეს გზა, ტაქსიდან გადმომსვეს და ფიზიკურად გამისწორდნენ მიშო სულუხია: ლისთან გადაგვიკეტეს გზა, ტაქსიდან გადმომსვეს და ფიზიკურად გამისწორდნენ
გადახედვა
კომენტარები