რა შესაძლებლობებს ქმნის განათლება? — გაეცანით დავით გოგიჩაიშვილის ბლოგს
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალებისა და მასწავლებლებისთვის შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. რადგან განათლება ის ინსტრუმენტია, რომელიც არღვევს ჩარჩოებს და იძლევა განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობას.
განათლების მნიშვნელობის შესახებ წაიკითხეთ დავით გოგიჩაიშვილის ბლოგი:
“როდის იმარჯვებს განათლება?
განათლება იმარჯვებს ყოველთვის, ყველგან და ყველას შემთხვევაში.
განათლება იმარჯვებს შესაძლებლობების საზღვრებზე.
განათლება იმარჯვებს შიშებზე.
განათლება იმარჯვებს იმ იდეაზეც, რომ თითქოს წარმატება საბოლოო წერტილია, ანუ განათლება იმარჯვებს წარმატებაზეც!
რაც არ უნდა შემდგარი, წარმატებული და თვითრეალიზებული ადამიანები ვიყოთ, მაინც გვჭირდება განათლება და თვითგანვითარება, და ზოგი ვიტყვით, რომ ამ დროს უფრო გვჭირდება.
ჩემ შემთხვევაში ამბავი იყო ასე:
როდესაც შემდგარი მენეჯერებისთვის შექმნილი ერასმუსის უნივერსიტეტის Executive MBA პროგრამაზე მოვხვდი, ამ პროგრამის მასპინძელი იყო 5 ქვეყნის 5 უნივერსიტეტი — ნიდერლანდები, ამერიკა, მექსიკა, ბრაზილია, ჩინეთი — მოვხვდი ისეთ გარემოში, სადაც ჩემი ჯგუფელები და აწ უკვე მეგობრები იყვნენ მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისა და კომპანიების აღმასრულებელი მენეჯერები, ფინანსური დირექტორები, მარკეტინგის დეპარტამენტების ხელმძღვანელები ისეთი კომპანიების, როგორიც არის მაგ., Bank of America, Wall-Mart, Mcdonald’s და ა.შ.
ანუ, განათლებისა და თვითგანვითარების სურვილმა გაიმარჯვა შესაძლებლობების საზღვრებზე, რადგან თავიდან მეგონა, რომ ვერ შევძლებდი და შესაძლებლობები ზღვრული იყო.
აქ მოხვედრა, ერთი მხრივ, დიდი წარმატებასთან არის დაკავშირებული, მაგრამ მეორე მხრივ, იწვევდა დიდ შიშებსაც. „ვაიმე, ამ ხალხთან რა მინდა, ამხელა გამოცდილება აქვთ, ჩემი გამოცდილება მათთან სად მივა, ვერ გავიმარჯვებ, დავმარცხდები და ა.შ.”
აქ უკვე განათლებამ გაიმარჯვა შიშებზეც, რადგან ეს ყველა განათლებაზე და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები იყვნენ და არა დომინანტობაზე, შესაბამისად, მე აღარ დამჭირდა იცით, მე ვეკუა დავამთავრე და მათემატიკაში ძლიერი ვარ” ამბავი, რადგან მათ ჩათვალეს, რომ, შეიძლება არა მათი მასშტაბით, მაგრამ მათთან შედარებით მცირე მასშტაბით მე უკვე გავლილი მქონდა ორგანიზაციული განვითარების ეტაპები, ორგანიზაციული ცვლილებები, ჩემი კომპანია მქონდა, და მოკლედ, გადაწყვიტეს, რომ ჩემგანაც ბევრი რამის სწავლა შეეძლოთ.
მათი მაგალითით დავინახე, რომ განათლებას მოაქვს თავმდაბლობა, ურთიერთპატივისცემა და უნარი, რომ დავინახოთ ღირებულება ერთმანეთის გამოცდილებაში, ერთმანეთის მოსმენაში.
განათლებამ გაიმარჯვა წარმატებაზე,
განათლებამ გაიმარჯვა შიშებზე,
განათლებამ გაიმარჯვა შესაძლებლობების საზღვრებზე.
განათლება და თვითგანვითარება გვჭირდება ცხოვრების ყველა ეტაპზე, რაც არ უნდა შემდგარი და წარმატებული ადამიანები ვიყოთ.
ამ Executive MBA-ს პროგრამას ჩემთან ერთად აკეთებდა 69 წლის მაიკლი - აუდიტორული კომპანიების საუკეთესო 4-ეულის ე.წ. Big 4-ის წლების განმავლობაში მთავარი საგადასახადო კონსულტანტი, წარმატებული და შემდგარი ადამიანი, მაგრამ მიუხედავად ამისა, 69 წლის ასაკში მან გადაწყვიტა თვითგანვითარების გაგრძელება, ანუ არ გაჩერება.
განათლება და თვითგანვითარება იწყება მაშინ, როცა იწყება სიცოცხლე და არ მთავრდება მანამ, სანამ არ მთავრდება სიცოცხლე.
განათლება იმარჯვებს ყოველთვის, ყველგან და ყველას შემთხვევაში”.
მეტისთვის, ნახეთ ვიდეო.
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
-
გული მწყდება უყურებდე ყოფილ თანაგუნდელს იმ მდგომარეობაში, რაშიც თავი ჩაიგდო — კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილზე გული მწყდება უყურებდე ყოფილ თანაგუნდელს იმ მდგომარეობაში, რაშიც თავი ჩაიგდო — კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
სპეკულაციებია და ტალახის სროლა ხელისუფლების მისამართით — კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე სპეკულაციებია და ტალახის სროლა ხელისუფლების მისამართით — კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე
გადახედვა
-
როცა ცვლილებების არ გეშინია, შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება — ეკატერინე ჭილაურიშვილის ისტორია როცა ცვლილებების არ გეშინია, შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება — ეკატერინე ჭილაურიშვილის ისტორია
-
როცა მთავარი სცენა საქართველოა — სუხიშვილების ანსამბლი ქუთაისის სცენაზე როცა მთავარი სცენა საქართველოა — სუხიშვილების ანსამბლი ქუთაისის სცენაზე
-
"ეს არის სასაცილო და ტრაგიკული" — ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე "ეს არის სასაცილო და ტრაგიკული" — ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე
გადახედვა
-
საუკეთესო მობაილ ბანკი ბიზნესისთვის საქართველოში — ლიბერთის ციფრული ბანკინგის საერთაშორისო აღიარება საუკეთესო მობაილ ბანკი ბიზნესისთვის საქართველოში — ლიბერთის ციფრული ბანკინგის საერთაშორისო აღიარება
-
"ყველაფერი არის მარტივი ტყუილი და სპეკულაცია" — ირაკლი კობახიძე დავით გარეჯის ნაწილის გასხვისებაზე "ყველაფერი არის მარტივი ტყუილი და სპეკულაცია" — ირაკლი კობახიძე დავით გარეჯის ნაწილის გასხვისებაზე
გადახედვა
-
ნეტფლიქსი Manifest-ის გაგრძელებაზე მუშაობს — რა ვიცით Arrivals-ის შესახებ? ნეტფლიქსი Manifest-ის გაგრძელებაზე მუშაობს — რა ვიცით Arrivals-ის შესახებ?
გადახედვა
-
ლაზარე ჯორბენაძის მეგობარი: დავით გარეჯთან დაკავშირებული დოკუმენტების შესახებ ჩემი ჩვენება ოქმში არ ასახულა ლაზარე ჯორბენაძის მეგობარი: დავით გარეჯთან დაკავშირებული დოკუმენტების შესახებ ჩემი ჩვენება ოქმში არ ასახულა
გადახედვა
კომენტარები