გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი ბრალდებული არასრულწლოვანის, დ.ჩ.-თვის ბრალის დამძიმების მიზეზებს განმარტავს
გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი, დარეჯან სულაშვილი საქმეში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის, დ.ჩ.-თვის ბრალის დამძიმებაზე განცხადებას ავრცელებს.
ადვოკატის განმარტებით, დანაშაულის დაგეგმვა და დანაშაულის მომზადება ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ტერმინია — "სისხლის სამართლის კოდექსის ენით" დანაშაულის მომზადება დაუმთავრებელ დანაშაულად ითვლება და დანაშაულის ჩადენისთვის პირობების შექმნას ნიშნავს. სულაშვილის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 29 სექტემბერს, როდესაც არასრულწლოვანები თავდასხმის მიზნით გიგა ავალიანს მოსამზადებელ ცენტრთან უთვალთვალებდნენ — დ.ჩ.-ც მის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
ავალიანის ოჯახის ადვოკატი ამტკიცებს, რომ საქმეში არსებული ჩვენებები და არასრულწლოვანთა შორის მიმოწერები ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ 29 სექტემბერს, დ.ჩ.-მ იცოდა რატომ ელოდებოდნენ გიგა ავალიანს მოსამზადებელ ცენტრთან.
"დანაშაულის დაგეგმვა და დანაშაულის მომზადება ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ტერმინია!
გიგა ავალიანის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტის, დ.ჩ-ისთვის ბრალის დამძიმებამ ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია, ვინაიდან არასრულწლოვნის დედა, ქალბატონი სოფო ძნელაძე მისი შვილის მიმართ ბრალს წარმოგვიდგენს ასეთი ფაბულით — დ.ჩ. გაყვა ძმაკაცებს ვიღაცასთან დასალაპარაკებლად 29 სექტემბერს და იმ დროს დანაშაული არ მომხდარა. ამ ჭრილში მისი კითხვა — რატომ უნდა აგოს დ.ჩ-მ პასუხი ჩაუდენელ დანაშაულზე — ვინმეს შესაძლოა ლოგიკურადაც მოეჩვენოს. ამიტომაც, მინდა საზოგადოებას განვუმარტო:
დანაშაულს აქვს სტადიები. მათ შორის მომზადების სტადია (იხ. სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლი).
დანაშაულის მომზადება სისხლის სამართლის ენით ითვლება დაუმთავრებელ დანაშაულად და ნიშნავს დანაშაულის ჩადენისთვის პირობების შექმნას.
გიგა ავალიანის მიმართ დანაშაულის ჩადენისთვის პირობების შექმნაა მასზე 29 სექტემბერს, 30 სექტემბერს და 01 ოქტომბერს ჩასაფრება (დანაშაულის დასრულებამდე).
29 სექტემბერს დ.ჩ. ნამდვილად იმყოფებოდა თემქაზე გიგა ავალიანის სასწავლო ცენტრთან, მის მეგობრებთან ა.გ-სთან და გ.რ-სთან ერთად, რომლებიც გიგა ავალიანის ცენტრიდან გამოსვლას ელოდებოდნენ მასზე თავდასხმის მიზნით (ა.გ-სა გ.რ-ს მიმართ უტყუარად დასტურდებდა, რომ ეს ანგარიშსწორების განზრახვა არსებობდა).
ამდენად, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებაში დ.ჩ-ს მონაწილეობა დასტურდება მისი ჩვენებითაც, გ.რ-სთან მიმოწერითაც და ანძებითაც.
რაც შეეხება იმ ნაწილს, იცოდა თუ არა დ.ჩ-მ, რა დანაშაულის ჩადენას აპირებდნენ გ.რ. და ა.გ, როცა მას 29 სექტემბერს თემქაზე გაყოლა სთხოვეს, ეს ცხადი გახდება სასამართლო პროცესზე შესაბამისი პირების, მათ შორის გ.რ-ს და ა.გ-ს გამოკითხვებით და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით.
მოცემულ მომენტში კი თუ დ.ჩ-სთვის წაყენებული ბრალის კვალიფიკაციას მივყვებით, იშიფრება ასე: განზრახ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის (სხეულის მძიმე დაზიანება ჯგუფურად) მომზადებაში მონაწილეობა, რაც, ზემოთ როგორც უკვე განგიმარტეთ, აშკარად სახეზეა," — წერს ადვოკატი.
შეგახსენებთ, 15 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. დ.ჩ. და ა.ნ. თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. ამჟამად მათ პროკურატურა ჯგუფურად განსაკუთრებული სისასტიკით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება. დ.ჩ. და ა.ნ. აღნიშნულ საქმეზე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაკავებული არასრულწლოვანი ა.გ-ს მეგობრები არიან.
ბრალის დამძიმების შემდეგ, დაკავებული დ.ჩ.-ს დედამ, სოფო ძნელაძემ პროკურატურის წინ შიმშილობის დაწყება აანონსა. 17 იანვარს, პროკურატურასთან გამართულ აქციაზე სოფო ძნელაძემ განაცხადა, რომ მის შვილს იმ დანაშაულზე ედავებიან, რის დროსაც ის "შემთხვევის ადგილზე არც კი ყოფილა" და მისი შვილისთვის ბრალის შეცვლას "უსამართლობის ზენიტი" უწოდა.
"ადამიანს რომელიც შემთხვევის ადგილზე არც კი ყოფილა, ბრალი შეუცვალეს და გვედავებიან რომ ჯგუფურად მოამზადა ორ არასრულწლოვან მეგობართან ერთად დანაშაული.
აი ამ ბრალის შეცვლა არის ამ უსამართლობის ზენიტი, რომელსაც საქართველოს პროკურატურა კონკრეტულად ჩემი ოჯახის მიმართ აპირებს, სამართლებრივი ველი სრულად დატოვებული გაქვთ. თქვენ დაწერეთ ყველაზე სამარცხვინო ბრალი.
დღეს მე მოვედი აქ, შიგნით არ შემომიშვებთ რომ ვიშიმშილო? გარეთ ვიდგები – დღეიდან ეს ადგილი იქნება ჩემი სასაფლაო, მაგრამ ჩემ შვილს არ დაგითმობთ, იმიტომ რომ ჩემი შვილი არის უდანაშაულო. გენერალურო პროკურორო, უსამართლო ადამიანო, თქვენ ახალ გიორგის ზერეკიძეს ძერწავთ, თქვენ გინდათო ჩემი ოჯახი შეწიროთ უდანაშაულოდ.
საქართველოს მთავრობას მივმართავ, პრემიერმინისტრს მივმართავ, სასწრაფოდ ვითხოვთ საპარლამენტო კომისიას, რომელიც დეტალურად გამოიძიებს, დეტალურად გაივლის ამ საქმეს. ჩემს შვილთან მიმართებაში თუ დამიდებთ ბრალს და მეტყვით რომ დემეტრეს წვლილი მიუძღვის გიგა ავალიანის სიკვდილში, დასაჯეთ მაშინ," — განაცხადა ძნელაძემ. (წყარო პუბლიკა)
რა ვიცით გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე?
1-ელ ოქტომბერს, თემქის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, 28 წლის მათემატიკის მასწავლებელსა და ექიმს, გიგა ავალიანს თავს დაესხნენ. თავდასხმისას მიღებული მძიმე თავის ტრავმით ავალიანი საავადმყოფოში მოათავსეს, სამ კვირაში კი, 24 ოქტომბერს გარდაიცვალა.
2025 წლის, 22 დეკემბერს მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით, პროკურატურასთან აქცია გაიმართა. პროკურატურის წარმომადგენლები გარდაცვლილის ოჯახის წევრებს შეხვდნენ — ოჯახმა უწყებას საქმის სათანადოდ გამოსაძიებლად ვადად დამატებით 2 კვირა მისცა.
გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატმა, ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, რომ მანამ სანამ ავალიანი გარდაიცვლებოდა პროკურატურა გამოძიებას ჯგუფური ძალადობის ბრალდებით აპირებდა. დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ, პროკურატურამ ეს პოზიცია შეცვალა და არასრულწლოვან ბრალდებულებს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წარუდგინა. ადვოკატმა ასევე ისაუბრა, რომ პროკურატურა ოჯახს საქმის მასალებს უმალავდა.
გარდაცვლილის დედამ, ეკა კუპატაძემ 17 იანვარს შიმშილობის დაწყება დააანონსა, მისი მთავარი მოთხოვნა გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადაყენება იყო. 14 იანვარს, კუპატაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დაანონსებული აქცია დროებით გადაიდო და ოჯახს საქმის მასალები გადაეცა.
-
ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა
გადახედვა
-
ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა
გადახედვა
-
Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია
გადახედვა
-
ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა
-
იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს
გადახედვა
-
12 საუკეთესო ფილმი, რომელიც 2026 წელს გამოვიდა (ჯერჯერობით) 12 საუკეთესო ფილმი, რომელიც 2026 წელს გამოვიდა (ჯერჯერობით)
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მასწავლებლებისთვის — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს ბანკის შეთავაზებები მასწავლებლებისთვის — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის
-
1.4 მილიონი წლის ნაფეხურები ადამიანის ზომის ჰომინინების აღმოჩნდა — რა გავიგეთ მათზე 1.4 მილიონი წლის ნაფეხურები ადამიანის ზომის ჰომინინების აღმოჩნდა — რა გავიგეთ მათზე
გადახედვა
-
რა არის საფონდო ბირჟა და როგორ მუშაობს ის რეალურად? რა არის საფონდო ბირჟა და როგორ მუშაობს ის რეალურად?
-
ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინული დრონების გამო რუსეთის ცა დაიკეტება — პუტინის პასუხი ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინული დრონების გამო რუსეთის ცა დაიკეტება — პუტინის პასუხი
გადახედვა
-
თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ
გადახედვა
-
პროკურატურამ ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს მდინარეები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს მდინარეები)
გადახედვა
-
ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი
გადახედვა
-
"მდინარაძის გამოგზვანილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში? "მდინარაძის გამოგზვანილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
გადახედვა
-
მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს
გადახედვა
-
მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ?
-
ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს
გადახედვა
-
ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება
გადახედვა
-
ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა
გადახედვა
კომენტარები