Black Friday საქართველოში — თიბისის როლი მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაში
ფოტო: თიბისი
Black Friday მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენაა. ის არის დღე, რომელსაც მომხმარებლები მთელი წელი ელიან, რათა სასურველი პროდუქტები, განსაკუთრებულ ფასში შეიძინონ. ამის გათვალისწინებით, ყოველწლიურად, ბრენდები უფრო და უფრო მეტად ცდილობენ, ადამიანებს, მათზე მორგებული კამპანიები შესთავაზონ.
საქართველოში Black Friday-ს ტრადიცია ათეულობით წლის წინ დამკვიდრდა და — თითქმის — ყოველ წელს იზრდება, როგორც მომხმარებლის აქტიურობა, ისე ბაზრის მოლოდინიც. სწორედ ასეთ გარემოში, განსაკუთრებით საინტერესოა, რას აკეთებს თიბისი თავისი Black Friday-ს კამპანიის ფარგლებში, რომ შავი პარასკევის გამოცდილება მაქსიმალურად ზღაპრული იყოს.
28 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათის, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათისა და ერთგული საკრედიტო ბარათების მფლობელებმა — საქართველოს მასშტაბით — 100-მდე შერჩეული ბრენდის ფიზიკურ მაღაზიებში, არსებულ ფასდაკლებებთან ერთად, დამატებითი ქეშბექით ისარგებლეს. კერძოდ, ამ შეთავაზებებით 60 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.
როგორც თიბისის ლოიალობის ბრენდ მენეჯერი — ანა ორბელაძე — ამბობს, Black Friday-ს კამპანიის ფარგლებში, მათი მთავარი მიზანი იყო, რომ მომხმარებლებისთვის მიეცათ შესაძლებლობა წელს იმაზე მეტი პროდუქტი შეეძინათ, ვიდრე ისინი ტრადიციულად Black Friday-ზე იძენენ.
"აქედან გამომდინარე, შედეგებიც საკმაოდ კარგი იყო და 60 ათასზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა შეთავაზებებით, რაც შესანიშნავი, ფაქტობრივად, უნიკალური შედეგია, რადგან მთელი დღე-ღამის განმავლობაში მომხმარებლებს ონლაინ შოპინგიც შეეძლოთ", — გვიყვება ანა — "ჩვენც სწორედ ის გვინდოდა, რომ მომხმარებლებისთვის ამის შესაძლებლობა მიგვეცა, და, ვფიქრობ, ეს ძალიან კარგად გამოგვივიდა".
აღსანიშნავია, რომ თიბისის Black Friday-ს კამპანიის ფარგლებში ტრანზაქციების რაოდენობა სამჯერ და ოთხჯერ გაიზარდა. ამ დღეს მომხმარებლებს, იმის გარდა, რომ პარტნიორ ობიექტებში ფასდაკლებებით პროდუქტების შეძენა შეეძლოთ, ამავდროულად, ჰქონდათ თიბისის ქეშბექ შეთავაზებაც.
"მოგეხსენებათ, ჩვენი დაბრუნებული თანხა (ქეშბექიდან) გროვდება ერთგულის ყულაბაში, რომლის გადატანა და ამ თანხით სარგებლობა მომენტალურად არის შესაძლებელი, ყველაზე ხშირად ამას აკეთებენ ჩვენი მომხმარებლები, როცა ქეშბექს იყენებენ — იბრუნებენ თანხას, გადააქვთ ანგარიშზე და აგრძელებენ შოპინგს", — ამბობს თიბისის ლოიალობის ბრენდ მენეჯერი.
თიბისის წლევანდელი Black Friday-თ არა მხოლოდ მომხმარებლებმა, არამედ პარტნიორმა ობიექტებმაც მიიღეს სარგებელი.
"კამპანიის ასეთ მასშტაბზე წარმატება იმანაც გამოიწვია, რომ მათაც ჰქონდათ ფასდაკლებები, თუმცა ჩვენი ქეშბექი კიდევ უფრო მეტი ინსენტივი იყო მომხმარებლებისთვის, რომ სწორედ იქ ეშოპინგათ სადაც შეთავაზებები გვქონდა....კამპანია ყველასთვის მომგებიანი იყო, როგორც ჩვენთვის, ასევე პარტნიორი ობიექტებისა და მომხმარებლებისთვის", — ამბობს ლოიალობის პროგრამის ბრენდ მენეჯერი.
გარდა Black Friday-ს საშოპინგო შეთავაზებებისა, თიბისის მომხმარებლებისთვის 2 დამატებითი შეთავაზებაც ჰქონდა — გლოვოს შეთავაზება, რომელშიც 200-ზე მეტი ბრენდი მონაწილეობდა და პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით ვრცელდებოდა და Trendyol-ის შეთავაზება, რომელიც უფრო გრძელვადიანია. პარასკევს დაიწყო და გათვლილია ყველა ტიპის სეგმენტზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ თიბისი ბანკი მუდმივად ცდილობს, მომხმარებლის ყველა უკუკავშირი მოისმინოს და გაითვალისწინოს. ყოველთვიური აქტიური შეთავაზებების გარდა, რომელიც ყოველთვის სხვადასხვა სეგმენტზეა გათვლილი, ისინი წლის ყველაზე მნიშვნელოვან დღეებში — ახალი წელი, ბავშვთა დღე, Black Friday — განსაკუთრებით ცდილობენ, რომ მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებული კამპანიები შესთავაზონ.
"ჩვენი გუნდი ყოველთვის იღებს უკუკავშირს მომხმარებლისგან, ჩვენ გუნდურად ვსხდებით, ერთი თვით ადრე ვიწყებთ ხოლმე კამპანიის პროცესის დაგეგმვას და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ვასარგებლოთ ჩვენი მომხმარებლები და თავიანთი ერთგულება უკან დავუბრუნოთ, დავუფასოთ იმისთვის, რომ ისინი ჩვენი ერთგული კლიენტები არიან" — გვიყვება ანა ორბელაძე, თიბისის ლოიალობის ბრენდ მენეჯერი.
შეთავაზებების გუნდის ლიდერის, ბექა ჭაფოძის, თქმით მოლოდინები, რომლებიც კამპანიის დაწყებამდე ჰქონდათ, გამართლდა და უპრეცედენტო რაოდენობის მომხმარებლით, Black Friday-მ წარმატებით ჩაიარა.
"მთელი წლის განმავლობაში ძალიან ბევრ კამპანიას ვაკეთებდით, შესაბამისად, გათვლები გაგვიმარტივდა, დაახლოებით ვიცოდით რამდენი მომხმარებლის მოზიდვას შევძლებდით, 60 ათას ადამიანს ველოდებოდით და ჩვენი მოლოდინებიც გამართლდა...", — ყვება შეთავაზების გუნდის ლიდერი — "...სამუშაო საათებიც გახანგრძლივებული იყო მოლებში, სტანდარტულად ისინი 10 საათზე იკეტება, წელს 12-მდე იყო, რიგები კი დახურვამდე არ შეჩერებულა — შესაბამისად, ვთვლით რომ ეფექტიანი კამპანია გამოგვივიდა".
"ძალიან ბევრი მომხმარებელი გვწერდა, ჯერ კიდევ, სანამ კამპანიას დავიწყებდით, თუ რომელ ობიექტებში სურდათ შეთავაზება გვქონოდა — მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ყველა მათგანის სურვილი გაგვეთვალისწინებინა, შედეგად, ძალიან კარგი უკუკავშირი მივიღეთ. ყველას მოეწონა შეთავაზებები — კარგი ფასდაკლება თან ქეშბექი", — აგრძელებს ანა.
ბექამ დასძინა, რომ კამპანიის წარმატებაში დიდი წვლილი კომპანიის თანამშრომლების ეფექტურმა მუშაობამ შეიტანა. როგორც ის ამბობს, ყველას ერთდროულად მუშაობამ გაამართლა და შედეგებზეც აისახა.
"ბოლო 1 კვირა მთელი საქართველო ამ დღეს ელოდებოდა, საბედნიეროდ, ყველაფერმა ნეგატიური გამოხმაურების გარეშე ჩაიარა", — აღნიშნა ბექამ.
კმაყოფილი მომხმარებლებითა და წარმატებული კამპანიით, წლევანდელ Black Friday-ზე თიბისიმ 60 ათასზე მეტი ადამიანი გააბედნიერა. ისინი ამბობენ, რომ მომხმარებელს წინ კიდევ უფრო მეტი, საინტერესო შეთავაზებები ელით.
-
Black Friday საქართველოში — თიბისის როლი მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაში Black Friday საქართველოში — თიბისის როლი მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაში
-
ვახტანგ გომელაური BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით დაიკითხა ვახტანგ გომელაური BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით დაიკითხა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ჩახუნაშვილი მეცოდება კიდეც, ის არის დაზიანებული ფსიქიკის, არასწორ გარემოში გაზრდილი" ნინო წილოსანი: "ჩახუნაშვილი მეცოდება კიდეც, ის არის დაზიანებული ფსიქიკის, არასწორ გარემოში გაზრდილი"
გადახედვა
-
ისრაელის ევროვიზიაზე დაშვების გამო, ოთხი ქვეყანა კონკურსს ტოვებს ისრაელის ევროვიზიაზე დაშვების გამო, ოთხი ქვეყანა კონკურსს ტოვებს
გადახედვა
-
TI: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა საქართველოში რუსული ნავთობის რეალური ანდა ფიქტიური გადამუშავების და ექსპორტზე საქართველოს სახელით გატანის ალბათობას ზრდის TI: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა საქართველოში რუსული ნავთობის რეალური ანდა ფიქტიური გადამუშავების და ექსპორტზე საქართველოს სახელით გატანის ალბათობას ზრდის
გადახედვა
-
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
-
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროჰაბმა ქუთაისში ახალი ფილიალი გახსნა საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროჰაბმა ქუთაისში ახალი ფილიალი გახსნა
-
ჩეჩნეთში, "გროზნო სითის" ცათამბჯენში აფეთქება მოხდა ჩეჩნეთში, "გროზნო სითის" ცათამბჯენში აფეთქება მოხდა
გადახედვა
-
გურამ მაჭარაშვილი: BBC-ის მიერ გავრცელებულ ამ მოკლე ტყუილს საერთოდ არანაირი ფეხები არ აქვს გურამ მაჭარაშვილი: BBC-ის მიერ გავრცელებულ ამ მოკლე ტყუილს საერთოდ არანაირი ფეხები არ აქვს
გადახედვა
-
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 75 პირი დააკავა შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 75 პირი დააკავა
გადახედვა
-
სეს-მა შპს "ველის" რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერა სეს-მა შპს "ველის" რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
CS AWARD 2025 — თეგეტა ნომინაცია — მდგრადი მოხმარება და წარმოებაში გამარჯვებულია CS AWARD 2025 — თეგეტა ნომინაცია — მდგრადი მოხმარება და წარმოებაში გამარჯვებულია
-
ღრმად ვართ შეშფოთებულნი მართული დეზინფორმაციის კამპანიებისა და ზოგიერთი აქტორის კოორდინირებული ქმედებებით — მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოში ღრმად ვართ შეშფოთებულნი მართული დეზინფორმაციის კამპანიებისა და ზოგიერთი აქტორის კოორდინირებული ქმედებებით — მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოში
გადახედვა
-
Human Rights Watch: საქართველო: რეპრესიული კანონები მშვიდობიანი პროტესტის კრიმინალიზაციას ახდენს Human Rights Watch: საქართველო: რეპრესიული კანონები მშვიდობიანი პროტესტის კრიმინალიზაციას ახდენს
გადახედვა
-
გივი მიქანაძე: უცხოელი სტუდენტების მიღება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, შეუძლებელი იქნება გივი მიქანაძე: უცხოელი სტუდენტების მიღება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, შეუძლებელი იქნება
გადახედვა
-
ბიბლიაში დაშვებული შეცდომა მსოფლიოზე დღესაც ზემოქმედებს? — ახალი კვლევა ბიბლიაში დაშვებული შეცდომა მსოფლიოზე დღესაც ზემოქმედებს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მეცნიერებმა 12 წლის მოზარდებზე სმარტფონის გავლენა შეაფასეს — რა აჩვენა კვლევამ მეცნიერებმა 12 წლის მოზარდებზე სმარტფონის გავლენა შეაფასეს — რა აჩვენა კვლევამ
გადახედვა
-
მეცნიერებმა სახის ფილერებთან დაკავშირებული ახალი საფრთხე გამოავლინეს მეცნიერებმა სახის ფილერებთან დაკავშირებული ახალი საფრთხე გამოავლინეს
გადახედვა
-
2026 წლიდან კერძო უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტები სახელმწიფო დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ 2026 წლიდან კერძო უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტები სახელმწიფო დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ
გადახედვა
-
პროკურატურამ გელა ბარკალაის აგარაკზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა პროკურატურამ გელა ბარკალაის აგარაკზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ალეკო ელისაშვილი მოინახულა ლევან იოსელიანმა ალეკო ელისაშვილი მოინახულა
გადახედვა
კომენტარები