გაეროს განცხადებით, ურბანიზაციის შედეგად ღარიბი ქვეყნები უფრო დაზარალდებიან თუ სოფლის მეურნეობასა და აგრობიზნესში მეტი ინვესტიცია არ ჩაიდო.

ქალაქების პოპულაციის ზრდასთან ერთად, იცვლება კვების რაციონიც, იზრდება ხორცის, ხილისა და ბოსტნეულის მოხმარება. გაეროს აზრით, საჭმელზე მოთხოვნის მატების გამოწვევის საპასუხოდ, რაც იმპორტს გაზრდის, ღარიბმა ქვეყნებმა სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ ყველა სფეროში უნდა გაზარდონ ინვესტიცია.

გაეროს კვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის(FAO) პროგნოზით, 2050 წლისთვის, ნაკლებად განვითარებული ქვეყნების ურბანული მოსახლეობა მილიარდი ადამიანით გაიზრდება.

"თუ სოფლის მეურნეობა გაზრდილ მოთხოვნა დააკმაყოფილებს, ურბანიზაცია აგრობიზნესს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის", ნათქვამია FAO-ს რეპორტში. "თუ არა და გაიზრდება ამ ქვეყნებში საკვების იმპორტი".

მცირე ფერმერების მოძლიერება სამუშაო ადგილების გაჩენასაც შეუწყობს ხელს, გარდა ამისა შეამცირებს ქალაქში გადასახლების სურვილს, შესაბამისად, შემცირდება სიღარიბე და კვებასთან დაკავშირებული პრობლემები ურბანულ გარემოში.

"ურბანიზაცია აგრიკულტურისთვის უდიდეს შესაძლებლობებს ქმნის," ვკითხულობთ FAO-ს რეპორტში. "თუმცა მილიონობით მცირე ფერმერისთვის ეს დიდი გამოწვევა იქნება".

ცხადია, საკვებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იმატებს, ხოლო 2050 წლისთვის ეს მოთხოვნა ბევრად უფრო დიდი იქნება ვიდრე ახლა წარმოგვიდგენია, სწორედ ამიტომ უნდა შევხვდეთ ამ გამოწვევებს მომზადებულები.