გია ვოლსკი

3 Nov. 2025, 17:25

გია ვოლსკი: "მგონი, ქალბატონ აზას არც იმის საფუძველი აქვს, რომ ქუჩა გადაკეტოს, მითუმეტეს თუ დევნილია, ზუსტად იცის, რა ბედი დააწია სააკაშვილის პერიოდის ხელმძღვანელებმა დევნილებს. იმ ადამიანებთან ერთად არ უნდა იდგეს და მათ ავადმყოფურ მოსაზრებებს და გეგმებს მხარს არ უნდა უჭერდეს. როცა გადაწყვეტილებას იღებ, წლოვანება გასათვალისწინებელია, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ წლოვანება დამცავი მექანიზმი არ არის, რომელიც კანონის დარღვევის უფლებას გაძლევს…

იცის, დევნილების მიმართ რამხელა ყურადღებაა, რამდენი ფულადი რესურსი იხარჯება, როგორ ზრუნავენ დასახლებაზე, ბინით უზრუნველყოფაზე. იცის, როგორი შეცვლილია დამოკიდებულება. მან კარგად იცის, რომ არანაირი საგარეო კურსი შეცვლილი არ არის, ისიც, რომ არჩევნები არ ჩაშლილა. მოთხოვნები აქვს, რომელთა გაჟღერება საკმაოდ კანონიერი ფორმით შეუძლია".

— განაცხადა გია ვოლსკიმ. 2 ოქტომბერს, 71 წლის აფხაზეთიდან დევნილი აზა ჩილაჩავა რუსთაველის გამზირზე დააკავეს. ჩილაჩავას ადვოკატის, მარიამ პატარიძის ცნობით, 71 წლის ქალმა იზოლატორში მშრალი შიმშილობა დაიწყო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  3. WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
  4. გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
  5. Trump Tower-ში კვ.მ-ის ფასი $7,000-დან $15,000-მდე იქნება — "არქის" პარტნიორი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ