ფაშინიანი ყოფილ პრეზიდენტ ქოჩარიანს დაემუქრა, რომ უკანონოდ შეძენილ "ფეხსაცმელსაც კი" ჩამოართევს
სომხეთის პარლამენტში ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ოჯახის სავარაუდო უკანონო ქონებაზე გამართული მწვავე განხილვისას, სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლება უკანონოდ შეძენილ "ფეხსაცმელსაც კი" დაიბრუნებდა.
როგორც OC Media წერს, ქოჩარიანის უმცროსმა ვაჟმა, ლევონმა, საპასუხოდ პრემიერისთვის საკუთარი ფეხსაცმლის გაგზავნა შესთავაზა.
განცხადებები პარლამენტში კითხვა-პასუხის დროს, მას შემდეგ გაკეთდა, რაც ქოჩარიანის ხელმძღვანელობით მოქმედი ფრაქციის, სომხეთის ალიანსის, დეპუტატებმა ფაშინიანი ქოჩარიანის დაკავების გამო გააკრიტიკეს. როგორც გამოცემა წერს, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სომხეთის პრემიერმინისტრმა ოპოზიციისთვის ფეხსაცმლის ჩამორთმევაზე ისაუბრა.
ქოჩარიანი და მისი უფროსი ვაჟი, სედრაკი, სხვებთან ერთად, აგვისტოს ბოლოდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მათ ბრალი ოჯახის ქონებასთან დაკავშირებულ საქმეზე აქვთ წარდგენილი.
ქოჩარიანების დაკავება სომხეთში ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებების სერიის ნაწილია, რომელიც ივნისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო.
ოთხშაბათს კრიტიკის საპასუხოდ ფაშინიანმა ქოჩარიანისა და მისი უფროსი ვაჟის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ, ვინც ფიქრობს, რომ ოჯახის ქონება, რომლის ღირებულებაც მისი თქმით, "რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს" შეადგენს, კანონიერად არის შეძენილი, შეუძლიათ ქუჩაში გამოვიდნენ და რევოლუცია მოაწყონ.
"ჩვენი პოლიტიკური ნებაა, რომ თუ რობერტ ქოჩარიანისა და მისი ოჯახის კუთვნილი თუნდაც ერთი ფეხსაცმელი უკანონოდ არის შეძენილი, ის სომხეთის რესპუბლიკის საკუთრებაში დავაბრუნოთ", — განაცხადა ფაშინიანმა.
მოგვიანებით ფაშინიანსა და ლევონ ქოჩარიანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება კვლავ გაგრძელდა.
ფაშინიანმა, სავარაუდოდ, ქოჩარიანზე საუბრისას, იკითხა, როგორ იყო შესაძლებელი, რომ ადამიანი, რომელიც ქვეყანას ათი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, მილიონერი გამხდარიყო. მან ასევე იკითხა, რატომ არ არის თავად მილიონერი პრემიერმინისტრის თანამდებობაზე რვა წლის ყოფნის შემდეგ.
"ანუ თქვენ ჭკვიანი ხართ, ჩვენ კი არც ისე ჭკვიანები?" — მიმართა ფაშინიანმა ქოჩარიანს.
ქოჩარიანმა ადგილიდან უპასუხა. მისი პასუხი პირდაპირ ეთერში მკაფიოდ არ ისმოდა, თუმცა, როგორც ჩანს, მან დადებითად უპასუხა.
"ამბობს, დიახო. მალე ვნახავთ, ვინ არის ჭკვიანი. ასე უქნიეთ თავი ერთმანეთს — ბოლო წყვილ ფეხსაცმელსაც წაგართმევთ", — თქვა ფაშინიანმა.
"ახლავე გამოგიგზავნოთ?" — უპასუხა ქოჩარიანმა.
"ნუ გამოგზავნით. გაგხდით", — უთხრა ფაშინიანმა.
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
-
რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია
გადახედვა
-
შავი ხვრელების მძლავრი ნაკადების საიდუმლო ამოიხსნა — რა ხდება ვარსკვლავის შთანთქმისას შავი ხვრელების მძლავრი ნაკადების საიდუმლო ამოიხსნა — რა ხდება ვარსკვლავის შთანთქმისას
გადახედვა
-
უკრაინას ევროკავშირისგან თავდაცვისთვის €3.3 მილიარდი დღეს ჩაერიცხება უკრაინას ევროკავშირისგან თავდაცვისთვის €3.3 მილიარდი დღეს ჩაერიცხება
გადახედვა
-
კობახიძე აცხადებს, რომ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო კამპანია უცხოეთიდან გრანტებით იყო დაფინანსებული კობახიძე აცხადებს, რომ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო კამპანია უცხოეთიდან გრანტებით იყო დაფინანსებული
გადახედვა
-
რას ამბობს კიტ ჰარინგტონი ჰარი პოტერის სერიალში მონაწილეობაზე? რას ამბობს კიტ ჰარინგტონი ჰარი პოტერის სერიალში მონაწილეობაზე?
გადახედვა
-
"ვერავის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ" — მინისტრი 21-ე სკოლის საკითხზე "ვერავის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ" — მინისტრი 21-ე სკოლის საკითხზე
გადახედვა
-
"[აჭარაში] 2027 წელს კიდევ 10 ახალი სკოლის მშენებლობასა და 50-ის რეაბილიტაციას ვგეგმავთ" — ირაკლი კობახიძე "[აჭარაში] 2027 წელს კიდევ 10 ახალი სკოლის მშენებლობასა და 50-ის რეაბილიტაციას ვგეგმავთ" — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
ქეთევან ხუროძე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ დაამტკიცა ქეთევან ხუროძე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ დაამტკიცა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის შემთხვევებზე კომენტარს აკეთებს ირაკლი კობახიძე თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის შემთხვევებზე კომენტარს აკეთებს
გადახედვა
კომენტარები