გია ვოლსკი

31 Oct. 2025, 16:20

"მადლობა ღმერთს, მთელი ხელისუფლება კორუმპირებული არ არის, ვერ იქნება და მადლობა ღმერთს, რომ არსებობს ის რესურსი, რომ არავის არაფერი შეარჩინო, მათ შორის, არც ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენლებს. ღმერთმა ნუ ქნას, ვინმემ დაუშვას კიდევ ასეთი გადაცდომა, მაგრამ ჯერჯერობით გამოძიებას უნდა ვაცადოთ ზუსტი დასკვნები გააკეთოს, მტკიცებულებათა ერთობლიობა წარმოადგინოს სასამართლოში, ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. რაც უკვე განხილულია, ამაზე ზომები მიღებულია. დამტკიცებულია, რომ გარკვეული თანხები იყო უკანონოდ მითვისებული, დამტკიცებულია თანამდებობასთან შეუფერებელი საქციელი და ესე მოხდება ნებისმიერ შემთხვევაში, არა მარტო საქართველოში, არამედ ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო ზრუნავს იმაზე, რომ კორუფციამ ფრთები არ გაშალოს.

არ ექნება არანაირი შენდობა არც ერთ ადამიანს, რაც არ უნდა უშველებელი სიკეთე გააკეთოს ქვეყნისთვის, თუკი გადასცდება იმ წითელ ხაზს, რომელიც გავლებულია. ამასთან დაკავშირებით ჩვენ კარგად მოვისმინეთ, რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა. როგორც ჩანს, მისი პოლიტიკაში დაბრუნების ეს ეტაპი განპირობებული იყო იმით, რომ ასეთი ნიშნები შეიმჩნეოდა. სამწუხაროდ, ზოგიერთი ნიშანი არა მარტო შეიმჩნევა, არამედ დადასტურდა კიდეც. რა მოხდება საბოლოო ჯამში, რა დასკვნებს დადება გამოძიება, ამას ყველა ერთად მივადევნებთ თვალ-ყურს",­ — ამის შესახებ ოცნების პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა (კომენტარს IPN ავრცელებს).


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
  2. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  3. ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
  4. ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა
  5. რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის საბჭოს, ევროკავშირს და მსოფლიოს 40 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს,…