ლევან ხაბეიშვილი: "რა მედება ბრალად? პოლიტიკოსს ბრალად ედება პოლიტიკური განცხადებები" — სასამართლო პროცესი ვრცლად
ფოტო: ipn
თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესზე პროკურატურა საგამოძიებო დროის გახანგრძლივებას მოითხოვა.
სასამართლო პროცესზე ლევან ხაბეიშვილმა სიტყვის უფლებით ისარგებლა. მისი სიტყვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს დაეთმო. ხაბეიშვილმა ქართული ოცნების იმ ყოფილ მაღალჩინოსნებზე ისაუბრა, რომელთა წინააღმდეგაც სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ის წლები ლაპარაკობდა მათ ჩადენილ დანაშაულებზე, რის გამოც მას "მასხარას და პროვოკატორს" უწოდებდნენ.
"როცა ირაკლი ღარიბაშვილზე ვლაპარაკობდი, მეუბნებოდნენ "შე მასხარა, შე პროვოკატორო" და აქ მოგიყვანეს ირაკლი ღარიბაშვილი. [...]
ყველა რომ გავიდეს აქედან, მე და თქვენ რომ დავრჩეთ აქ ნათქვამ სიტყვას საზოგადოება მაინც გაიგებს... სამართალი არ შეიძლება იყოს ადამიანის გასრესაზე, ადამიანის გაჭყლეტაზე...
ჩემი ყველა სიტყვა პარლამენტში იყო მართალი სიტყვა.. მიქაუტაძეზე ვსაუბრობდი და გავიდა წლები და ციხეში ჩასვეს ეს კაცი კორუმპირებულია," — თქვა ხაბეიშვილმა. (ტექსტი "რადიო თავისუფლება")
რაც შეეხება მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალს, ხაბეიშვილის განმარტებით, მას, როგორც პოლიტიკოსს ბრალად ედება პოლიტიკური განცხადებები და კანონიდან მოიხმო მაგალითი, რომ "პოლიტიკური დაპირება არ შეიძლება ჩაითვალოს ქრთამად".
"რა მედება ბრალად? რაიმე მოქმედება მედება ბრალად? პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილს ბრალად ედება პოლიტიკური განცხადებები. სადაო არაფერი მაქვს, საჯარო განცხადებებია ჩემი, საეთერო, სადაც ვამბობ, რომ სამართალდამცავმა პატივი უნდა სცეს კანონს, არ იძალადოს ხალხზე და დაჯილდოვდება ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ბიუჯეტიდან.... კანონში მე პირდაპირ მიწერია, რომ პოლიტიკური დაპირება არ შეიძლება ჩაითვალოს ქრთამად...
პოლიტიკოსი პოლიტიკური განცხადების გამო იყოს ტუსაღობაში გაუგებარი რამეა, პროპაგანდამ რომ ნახა ბრალი სიგიჟეა, ამოიღო ის, რომ აქციას პროაქტიულად ვუჭერდი მხარს, ამოიღო სიტყვა დამხობა და ბრალი წამიყენა...დამხობა არის მოქმედება..
როცა საუბარია აქციის სახელწოდებაზე — ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობა, პოლიტიკოსებს გვჩვევია, როცა ვირუსულად გვინდა რამის გავრცელება, ვიფიქრებთ სლოგანებს.
როცა ვამბობთ ცეცხლი ოლიგარქიას, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ცეცხლი უნდა მივუნთოთ და დავწვათ.
როცა ვამბობთ, რომ სისტემა უნდა დაინგრეს, პერფერატორით ხომ არ უნდა მივადგეთ და დავანგრიოთ სისტემა?
ორი შვილი მყავს, მამა მოაკლდათ, მაგრამ მათ გააზრებული აქვთ, რომ მამა ბრძოლაშია.. მაგრამ დაკოჟრილხელიანი ხალხი ვნახე... მათ ისიც კი უხაროდათ ულუფა შეგვხვდება, რომ დაგვაკავებენო," — განაცხადა ხაბეიშვილმა.
შემდეგ ხაბეიშვილმა უფრო დეტალურად ისაუბრა იმ დაპირებაზე, რომლის გამოც მის წინააღმდეგ სასამართლო დავა დაიწყეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსმა სასამართლოს შეახსენა, რომ ის გდდ-ის თანამშრომლებისგან ნაწამებია და დაზარალებულად არის ცნობილი, მაგრამ დღემდე არ დასჯილა მისი თავდამსხმელი. ხაბეიშვილმა მიმართვაში კიდევ ერთხელ გაავლო ხაზი, რომ ის სამართალდამცავებს მოუწოდებდა, რომ არ ეწამებინათ მოქალაქეები.
"როცა გდდ-ს თანამშრომელს მოვუწოდებდი არ აწამოთ, მე ნაწამები ვარ, იცით თქვენ? მე დაზარალებულად ვარ ცნობილი, გაგიკვირდებათ და, ჩემზე რომ ვლაპარაკობ ვგულისხმობ საზოგადოებას მედიას, ყველას მოვიაზრებ ასობით ადამიანი დააკავეს...არასდროს დაკავებული არ ვარ, რომ ვინმეზე ვიძალადე, ამ პირობებშიც კი ადმინისტრაციულადაც არ ვარ დაკავებული... მე გამიტაცეს, მაწამეს და სამართალი ვერ ვიპოვე გესმით? ჩემს
პოლიტიკურ განცხადებაზე უნდათ პასუხი მაგებინონ და ციხეში ვიყო...
მე მეორე დღესვე დავასახელე [თავდამსხმელები] ერთი კაცი მაინც არის დაკავებული? ჩემი მიზანი არ არის ვენდეტა იმ ადამიანების მიმართ ვინც მაწამა, ხარებას ვგულისხმობ, სასამართლომ უნდა დასაჯოს ის, მამოძრავებს თუ არა შურისძიება? — არა, მე ამაზე ვმუშაობ...
ყველაზე ჰუმანურად მოვექცევი მას, ჩემს შვილებს ვუთხარი არ გაუჩნდეთ შურისძიების გრძნობა, გულში არ ჩაიდონ, რომ ეს გაივლის, რომ ეს გაივლის, რომ ეს სახელი და გვარი გულში არ ჩაიდონ... მე როცა მოქალაქე ვსაუბრობ ამას, იმის მეასედი მინდა სახელმწიფოსგან, მეათედი კი არა მეასედი," — თქვა ხაბეიშვილმა.
პროკურატურამ სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ გაიმეორა, თუ რატომ უნდა შენარჩუნებულიყო ხაბეიშვილის წინააღმდეგ გამოყენებული აღმკვეთი ღონისძიება ძალაში. პროკურორი ბექა ხუნაშვილის განმარტებით, დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, ლევან ხაბეიშვილის გათავისუფლება "დანაშაულის განმეორების" და "საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის საფრთხეს" წარმოადგენს".
"დღეის მოცემულობით არანაირი ახლად გამოვლენილი გარემოება არ არსებობს, რაც განგრძობადი პატიმრობის მიზანშეუწონლობზე მიუთითებდა. შესაბამისად ჩვენი პოზიცია უცვლელია... დატოვეთ პატიმრობა ძალაში," — თქვა პროკურორმა.
ხაბეიშვილის სიტყვა პროკურატურის ამ გადაწყვეტილებასაც დაეთმო. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სასამართლოზე სისტემაზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ გამოყენებული აღმკვეთი ღონისძიება, 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაო მოიყვანა მაგალითად.
"კაცი[ღარიბაშვილი] თავდაცვის მინისტრი იყო, შს მინისტრი იყო, პრემიერ-მინისტრი ორგზის, იმ კაცის სახლიდან ამოიღეს 15 მილიონი ლარი (შეიძლება ძველი კურსით გადავამრავლე) და მეოცედი დაუწესეს... მილიონად კაცი გავუშვით გარეთ....დიდი გავლენა აქვს. პრემიერმინისტრი იყო ფულითაც შეუძლია რაღაცის ყიდვა ჰო? პაჩკა-პაჩკა სახლში მიდევს [ხელებით ტაშს უკრავს] და გაუშვეს...
ვენდეტაზე არ ვსაუბრობ, ადამიანურობა და სამართალი მინდა დაბრუნდეს, უნდა მორბოდნენ სასამართლოში, თქვენი დანახვა უნდა უხაროდეთ იმიტომ, რომ სამართალს იპოვიან," — განაცხადა ხაბეიშვილმა.
მოსამართლე ნანა შამათავამ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ლევან ხაბეიშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლის განმარტებით, "ახალი გარემოება ან მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა, რაც გაუქმების შესაძლებლობაზე მიგვითითებდაო".
შეგახსენებთ, 11 სექტემბერს ლევან ხაბეიშვილი დააკავეს. მას "ქრთამის მიცემა — ჩადენილი უკანონო ქმედების ჩასადენად" ედება ბრალად, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მოგვიანებით ლევან ხაბეიშვილს, 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, ახალი ბრალი წაუყენეს —კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობა.
ასევე იხილეთ:
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია
გადახედვა
-
შავი ხვრელების მძლავრი ნაკადების საიდუმლო ამოიხსნა — რა ხდება ვარსკვლავის შთანთქმისას შავი ხვრელების მძლავრი ნაკადების საიდუმლო ამოიხსნა — რა ხდება ვარსკვლავის შთანთქმისას
გადახედვა
-
უკრაინას ევროკავშირისგან თავდაცვისთვის €3.3 მილიარდი დღეს ჩაერიცხება უკრაინას ევროკავშირისგან თავდაცვისთვის €3.3 მილიარდი დღეს ჩაერიცხება
გადახედვა
-
ტუტანხამონის აკლდამის მიღმა ფარული ოთახები შეიძლება იყოს — ნეფერტიტის საფლავი? ტუტანხამონის აკლდამის მიღმა ფარული ოთახები შეიძლება იყოს — ნეფერტიტის საფლავი?
გადახედვა
კომენტარები