სუს-ი ლევან ხაბეიშვილს პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლებას უზღუდავს
ფოტო: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ტელეკომპანია "ფორმულა" აქვეყნებს სუს-ის დადგენილებას, რომლის მიხედვითაც პატიმრობაში მყოფ ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ხაბეიშვილს პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება შეეზღუდება. უწყების განცხადებით, ხაბეიშვილი შეეცდება საქმეში არსებულ პირებთან და მოწმეებთან დაკავშირებასა და ზემოქმედების მოთხოვნას.
"მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მიზანშეწონილია, რომ ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილს შეეზღუდოს ზემოაღნიშნული უფლებებით სარგებლობა მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან არის საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ სატელეფონო კომუნიკაციის, პაემანზე შეხვედრის ან მიმოწერის გზით პენიტენციური დაწესებულებიდან იგი შეეცდება საქმეში გამავალ პირებთან, მოწმეებთან დაკავშირებას და ზემოქმედების მოხდენას, რაც ხელს შეუშლის სისხლის სამართლის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილს შეეზღუდოს პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება", — წერია სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველოს საგამოძიებო ცენტრალური სამმართველოს გამომძიებელ შაქრო ხარშილაძის დადგენილებაში.
სუს-მა ენმ-ის ლიდერი ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს ტელეკომპანია "ფორმულას" ეზოში საჯარო მოხელისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დააკავა. უწყება ხაბეიშვილს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გაკეთებული განცხადების გამო ედავება, სადაც ოპოზიციური ლიდერი სამართალდამცავებს მმართველი პარტიის მითითებების არ შესრულებისკენ მოუწოდებს და სანაცვლოდ 200 000 დოლარს ჰპირდება.
თავდაპირველად ოპოზიციონერ ლიდერს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წაუყენეს ბრალი, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 13 სექტემბერს კი ბრალ კიდევ ერთი — სსკ-ის 317-ე — სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების მუხლით წარედგინა.
"ბრალდებული 2025 წლის ივნისიდან სატელევიზიო ეთერებიდან და სოციალური ქსელის საშუალებით მოქალაქეებს სისტემატურად მოუწოდებდა ისეთი ქმედების ჩადენისაკენ, როგორიცაა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, რისთვისაც განსაზღვრავდა კონკრეტულ თარიღსა და ადგილს", — ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
-
"თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი
გადახედვა
-
ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
-
თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ
გადახედვა
-
რა უნდა გაითვალისწინოთ CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესში — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ხუნდაძის რჩევები რა უნდა გაითვალისწინოთ CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესში — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ხუნდაძის რჩევები
-
მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს
-
საგანძურის მარათონში ახალი თვე დაიწყო — ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი საგანძურის მარათონში ახალი თვე დაიწყო — ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
-
სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
გადახედვა
-
ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება
გადახედვა
-
CIA: უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე რუსი სამხედროები 20-30 წუთს ცოცხლობენ CIA: უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე რუსი სამხედროები 20-30 წუთს ცოცხლობენ
გადახედვა
კომენტარები