ვეღარ დაიკავა მოსამართლის თანამდებობა და განაწყენებული საუბრობს ასეთ რაღაცებს — ირაკლი კობახიძე ბესარიონ ალავიძის მიერ მოსამართლეების მხილებაზე
"ოცნების" პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის მიერ მოსამართლეების მხილებაზე განაცხადა, რომ ალავიძეს "დიპლომთან ჰქონდა პრობლემა. ამის გამო ვეღარ დაიკავა მოსამართლის თანამდებობა და განაწყენებული საუბრობს ასეთ რაღაცებს".
"ეს არის ადამიანი, რომელსაც დიპლომთან ჰქონდა პრობლემა. ამის გამო ვეღარ დაიკავა მოსამართლის თანამდებობა და განაწყენებული საუბრობს ასეთ რაღაცებს. 3 წლის წინ უკვე გაეცა პასუხის ამ ინტერვიუს, რომელიც ახლა ამოქექეთ არჩევნების წინ. კაცი ტყუილს ამბობს. არავითარი დასტური არ აქვს, სად არის ჩანაწერი? რა ჩანაწერი?
როდესაც საუბარია ხოლმე სასამართლოზე, თუ არ ვცდები ეს ადამიანი მონაწილეობდა "რუსთავი 2"-ის საქმეში, რომელთან დაკავშირებითაც სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ უზენაესმა სასამართლომ, ისევე როგორც სააპელაციო და პირველი ინსტანციის სასამართლოებმა მიიღეს აბსოლუტურად სამართლიანი გადაწყვეტილება. ეს კაცი ახლა რას ამტკიცებს? თვითონ უნდოდა უსამართლო გადაწყვეტილების მიღება "რუსთავი 2"-ის საქმეზე და ვიღაც აიძულებდა, სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას. უყურეთ რამხელა აბსურდშია ეს კაცი. არასერიოზული ბრალდებებია", — განაცხადა ოცნების პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის მიერ მოსამართლეების მხილებაზე.
ჟურნალისტის კითხვაზე, გამოძიება უნდა დაიწყოს თუა რა ბესარიონ ალავიძის განცხადებებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ განაცხადა "ნებისმიერ ტყუილზე გამოძიება ვერ დაიწყება".
"რაზე ამაზე, რომ ვიღაც აიძულებდა სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას? ნებისმიერ ტყუილზე გამოძიება ვერ დაიწყება", — თქვა კობახიძემ. მისივე თქმით, 65%-იანი რეიტინგი აქვთ და ამას აჩვენებს დღე აჩვენებს.
შეგახსენებთ, რომ ბესარიონ ალავიძემ "ტვ პირველის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, რომ აქვს პირდაპირი მტკიცებულება, "რომელიც ადასტურებს, რომ სასამართლო კლანი ურჩევს მოსამართლეს საქმეს და ასახულია სქემა, როგორ ხდება მოსამართლეების დანიშვნა, წინასწარ გარიგება და ვაჭრობა".
ამას გარდა, 2 ოქტომბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა 2022 წლით დათარიღებული ვიდეოჩანაწერი, სადაც უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე მასზე და სხვა მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს და ე.წ. სასამართლო კლანსა და მის წევრებს ასახელებს. ჩანაწერში, რომელიც საია-ს ოფისშია ჩაწერილი, ყოფილი მოსამართლე იხსენებს რა ხდებოდა "რუსთავი 2-ის", მეტალურგიული ქარხნის, თბილავიამშენის და სხვა გახმაურებულ საქმეებზე. ჩანაწერის საია-ში ჩაწერა დაადასტურა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ნიკა სიმონიშვილმა.
- ბესარიონ ალავიძის მიერ ზეწოლაში დადანაშაულებული მურუსიძე, გვრიტიშვილი და როინიშვილი ბრალდებებს უარყოფენ
- არჩევნების წინ, მისმა პატრონებმა დაუკვეთეს სასამართლო სისტემის გაშავების მორიგი მცდელობა — დიმიტრი გვრიტიშვილი ბესარიონ ალავიძეზე
- ყოფილი მოსამართლე აცხადებს, რომ სასამართლო კლანის დანაშაულების დამადასტურებელი მტკიცებულება აქვს
-
Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია
გადახედვა
-
ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა
-
12 საუკეთესო ფილმი, რომელიც 2026 წელს გამოვიდა (ჯერჯერობით) 12 საუკეთესო ფილმი, რომელიც 2026 წელს გამოვიდა (ჯერჯერობით)
გადახედვა
-
1.4 მილიონი წლის ნაფეხურები ადამიანის ზომის ჰომინინების აღმოჩნდა — რა გავიგეთ მათზე 1.4 მილიონი წლის ნაფეხურები ადამიანის ზომის ჰომინინების აღმოჩნდა — რა გავიგეთ მათზე
გადახედვა
-
რა არის საფონდო ბირჟა და როგორ მუშაობს ის რეალურად? რა არის საფონდო ბირჟა და როგორ მუშაობს ის რეალურად?
-
ირმა ინაშვილი: სრულიად ბუნებრივად მიჩნდება განცდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სიცოცხლე ახლა უკვე საფრთხეშია ირმა ინაშვილი: სრულიად ბუნებრივად მიჩნდება განცდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სიცოცხლე ახლა უკვე საფრთხეშია
გადახედვა
-
საია პროკურატურას მოუწოდებს, ია სირანაშვილზე პოლიციელების შესაძლო ძალადობის ფაქტი გამოიძიოს საია პროკურატურას მოუწოდებს, ია სირანაშვილზე პოლიციელების შესაძლო ძალადობის ფაქტი გამოიძიოს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს მდინარეები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს მდინარეები)
გადახედვა
-
ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს — რა ვიცით? ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს — რა ვიცით?
გადახედვა
-
ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი
გადახედვა
-
"მდინარაძის გამოგზვანილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში? "მდინარაძის გამოგზვანილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
გადახედვა
-
მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს
გადახედვა
-
მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ?
-
ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს
გადახედვა
-
ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება
გადახედვა
-
ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს
გადახედვა
-
დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
კომენტარები