შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

1 Oct. 2025, 11:09

"ბიძინა ივანიშვილის მიერ წამოწყებული საქმეები არ წარმოადგენს რიგით პროექტებს. ბოლო ათწლეულებში მან დიდი დაკვირვებით შეარჩია ის სფეროები, რომლებიც ქვეყნისთვის სტრატეგიულად, თუ კულტურულ-ისტორიულად იყო მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით იქ, სადაც სახელმწიფოს და ბიზნესს საკმარისი რესურსი არ გააჩნდა. ამიტომ არის ყველა მისი წამოწყება ყინულმჭრელი, რომელიც თავის თავზე იღებს მთავარ ტვირთს, მთავარ შრომას, ფუძემდებლურ ინვესტიციას და ამით გზას უხსნის სხვებს. სწორედ ამგვარი ყინულმჭრელი იყო "ბლექ სი არენა" და "პარაგრაფი შეკვეთილი" შავი ზღვის სანაპიროსთვის, ასეთი იქნება აბასთუმნის პროექტი სამცხე-ჯავახეთისთვის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იმერეთისთვის და ასეთია თაბორის ეს მშვენიერი კომპლექსი თბილისისთვის. ეს პროექტები საფუძველია სამომავლო საქმეებისა, რომელიც საქართველოს შემდგომმა თაობებმა უნდა ითავონ და გააგრძელონ," —განაცხადა "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სასტუმრო "პარაგრაფ თაბორის" გახსნის ღონისძიებაზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  2. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  3. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ