შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

24 Sep. 2025, 12:12

"მეფე ერეკლემ გადაიხადა ერთი დიდი, უწყვეტი, სამოცწლიანი ომი საქართველოს გადარჩენისა და გამთლიანებისთვის. ომი ხმლით, ომი შრომით, ომი გონიერებით.

დღევანდელი ძეგლის საზეიმო გახსნა სიმბოლურია იმდენად, რამდენადაც დღეს, ისევე როგორც სამასი წლის წინ, ქართველი ხალხის მთავარი ეროვნული ამოცანა, მიზანი და სულისკვეთება ქვეყნის თავისუფლება და გაერთიანებაა. ქართველი ერის ამ ისტორიულ მისიაში ერეკლე მეფე უნდა იყოს მაგალითიც და შთაგონებაც, რომ ბოლომდე მივიყვანოთ მის მიერ დაწყებული საერთო-ეროვნული საქმე. მეფე ერეკლე არის სიმბოლო ნამდვილი საქართველოსი. იმ საქართველოსი, რომლის მმართველსაც ერთადერთი ინტერესი უნდა ამოძრავებდეს - საკუთარი ერი, საკუთარი სახელმწიფო, საკუთარი რწმენა. საქართველო უპირველეს ყოვლისა - ამ ეროვნული ინტერესის ერთგულების გარეშე ვერ იმმართველებს ხელისუფალი, ვერ შეიყვარებს ხალხი, ანგარიშს არ გაუწევს მტერი და არ დააფასებს ისტორია. ისტორიის მანძილზე საქართველომ უმძიმესი წლები გამოიარა. ჩვენი წინაპრების ხსოვნის პატივისცემა, მათი გმირული შემართების ერთგულება და მათი ეროვნული საქმის გაგრძელება თითოეული ქართველის ვალია. დღეს ერეკლე მეფის სული ხარობს, როდესაც ხედავს დამოუკიდებელი საქართველოს ამაყად მოფრიალე დროშას, როცა ესმის ქართული ლოცვა და გრძნობს შთამომავლების ეროვნულ გულის ძგერას".

განაცხადა ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ერეკლე მეორის ძეგლის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მიხაილ შვიდკოი: სტურუას "ვეფხისტყაოსნის" ნახვის ცდუნება იმდენად დიდი იყო, რომ თბილისში ვიზიტის ამას დავამთხვიე
  2. მგზავრები ხელბარგისა და მცირე ზომის ჩემოდნების ატანას თვითმფრინავში უფასოდ შეძლებენ
  3. რა ვიცით ქართული პასპორტის მქონე კაცზე, რომელმაც პოლონეთში პუტინის კრიტიკოსი მხატვარი მოკლა?
  4. მერაბ დვალიშვილი: არც მე მესიამოვნა, ჯასტინ გეიჯის გამარჯვებაზე ნინა დრამამ ტაში რომ დაუკრა
  5. დუმაში აცხადებენ, რომ დროა სერიოზული ომი დაიწყონ უკრაინასთან

გირჩევთ

ახლა კითხულობენ