სალომე ზურაბიშვილი: შეგუება ნიშნავს, რომ ქვეყანას ჩავაბარებთ რუსეთს და არა მგონია, საქართველო არასოდეს ჩაბარდება"
"დღეს მოდის დრო საზოგადოებისთვის, რომ მივხვდეთ, შეგუება ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ქვეყანას ჩავაბარებთ რუსეთს და არა მგონია, საქართველო მზად იყოს ამისთვის. მე ეს რომ მჯეროდეს, აქ არ ვიქნებოდი, მე მჯერა, რომ საქართველო არასოდეს არ ჩაბარდება," — ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 27 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებას ეხებოდა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის, რაც დღეს არასამთავრობოების მიმართ ხდება, "არის სწორედ რეპრესიული რეჟიმის ფორმა, რომელიც ვნახეთ ადრე რუსეთში"
"არ შეიძლება, ყველას არ გვესმოდეს დღეს, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით ამ ხელისუფლებამ საქართველო წაიყვანა რუსულ მოდელზე და რუსული რეჟიმის ჩამოყალიბება გრძელდება ძალიან სწრაფი ტემპით.
ის, რაც ხდება დღეს არასამთავრობოების მიმართ და ის ბრალდებები, რაც არის წამოყენებული სრულიად აბსურდამდე მისული, საბოტაჟი და რაღაცები, არც მინდა, რომ გავიმეორო, არის მხოლოდ და მხოლოდ, სწორედ რეპრესიული რეჟიმის ფორმა, რომელიც ვნახეთ ადრე რუსეთში. ერთადერთი ის არის, რომ საქართველოში ეს ყველაფერი ბევრად უფრო სწრაფად კიდევ ვითარდება, ვიდრე თავის დროზე რუსეთში.
ჩვენ ახლა შუაგულ ზაფხულში, ვხედავთ ამ შეტევას არასამთავრობოებზე, მეორე მხრივ, უკვე ცხრა თვის დაპატიმრების შემდგომ გადავდივართ დასკვნით პროცესებზე და აქაც მძიმე ბრალდებებით, სრულიად უსაფუძვლო, სრულიად აბსურდული, არანაირი არცერთი მხრივ მტკიცებულება არ არსებობს და თურმე ამას უნდა შევეგუოთ.
მე მგონი, რომ დღეს მოდის დრო საზოგადოებისთვის, რომ მივხვდეთ — შეგუება ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ქვეყანას ჩავაბარებთ რუსეთს და არა მგონია, საქართველო მზად იყოს იმისთვის, რომ ჩაბარდეს. მე ეს რომ მჯეროდეს, აქ არ ვიქნებოდი, მე მჯერა, რომ საქართველო არასოდეს არ ჩაბარდება…
მაგრამ ეს ჩქარი ტემპი ამავე დროს იყო რაღაცნაირად ეტაპობრივი, ხან პოლიტიკური ლიდერები დაიჭირეს, ხან აქტივისტები, ეხლა ენჯეოები, მერე ბიზნესებს მიმართეს და დაიწყო მათზე ასევე ზეწოლა, ეს არის ძალიან კარგად მოფიქრებული რუსული სტრატეგია, შესრულებული ამათ მიერ, ვიღაც-ვიღაცების მიერ, მაგრამ სტრატეგია სხვაგან არის გაწერილი და ჩვენ ამას ვეჭიდებით.
არ არის მარტივი, ჩვენ არ გვყავს ზურგში ძლიერი პარტნიორები ამ დროს, რაც არ უნდა ესე ლაპარაკობდნენ, რაღაცა ომის პარტიაზე, არ არსებობს ეს ომის პარტია, არსებობს საქართველო, მუდმივი საქართველო, რომელიც ებრძვის რუსეთს, როგორც არაერთხელ მის ახლო ისტორიაში და უნდა თავი დაიცვას, უნდა გადაარჩინოს თავისი დამოუკიდებლობა, ეს არის დღეს ჩვენი ამოცანა, ყველასი ერთად, საზოგადოების. აქ არ არის ლაპარაკი რომელიმე პოლიტიკურ პარტიაზე, ჩვენ ერთად ვებრძვით ამას და ჩვენ ერთად უნდა გადავარჩინოთ ჩვენი მომავალი," — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ბრიფინგზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა იმ პოლიტიკურ პარტიებსაც მიმართა, რომლებიც ოცნების ცესკოს მიერ დანიშნულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობენ.
"ამ დროს არ შეიძლება, რომ მე არ მივმართო იმ პარტიებს, რომლებიც დღეს თამაშობენ რაღაცა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, რაღაც კამპანიას. სად ვართ, სად არის ქვეყანა და სად არის რაღაც კამპანია, რომ ვინმე დავარწმუნოთ იმაში, რომ ადგილობრივი არჩევნები რამეს შეცვლის ან ვინმე რამეს მიაღწევს ამ არჩევნებში.
ჩვენი ამოცანა დღეს არის ნამდვილად ქვეყნის მომავლის ამოცანა, ქვეყნის მომავლის გადარჩენა, საქართველოს დამოუკიდებლობის გადარჩენა, ეს არის ჩემი გზავნილი ამ ზაფხულის დასასრულს," — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ასევე იხილეთ:
- პროკურატურის მოთხოვნით სასამართლომ 7 NGO დააყადაღა
- NGO-ები რაჟდენ კუპრაშვილის 31 მაისის ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვენ, რომლის საფუძველზეც მათ მიმართ მოკვლევა მიმდინარეობს
- საბა ბრაჭველი: სხვა ადამიანის სამართლებრივ დაცვაში დახმარება პროკურატურამ დანაშაულად შერაცხა და ამის გამო სამოქალაქო ორგანიზაციებს ყადაღები დაგვადო
- "საფარი": "განცხადება, თითქოს ჩვენი ფინანსები გამოიყენებოდა ძალადობრივი ქმედებების ორგანიზებისთვის, უსაფუძვლო და ცილისმწამებლურია"
- აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ნიუ-იორკში უკრაინის წარმომადგენლებს შეხვდება
- თაზო დათუნაშვილის თქმით, 7 NGO-ს დაყადაღებით "ოცნება" რუსული სპეცსამსახურების ინტერესებს ატარებს
- პროკურატურის ბრალდება აბსურდულია და ორგანიზაციების ინსტიტუციურ და ფინანსურ პარალიზებას ნიშნავს — თამთა მიქელაძე 7 NGO-ს დაყადაღებაზე
- "ეს პოლიტიკური დევნაც აღარ არის, ეს უკვე სრული მასშტაბის რეპრესიაა" — ვახუშტი მენაბდე 7 NGO-ს დაყადაღებაზე
- ეს კიდევ ერთი ცხადი განაცხადია, რომ რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაჩერებლად — კოალიცია ცვლილებებისთვის 7 NGO-ს დაყადაღებაზე
- რეპრესიების შემდეგი სამიზნე დამოუკიდებელი ადვოკატები იქნებიან — ნონა ქურდოვანიძე 7 NGO-ს დაყადაღებაზე
- "ქვეყნის მომავლის საბოტაჟი ხდება ამ ნაბიჯებით" — ლევან ნატროშვილი 7 NGO-ს დაყადაღებაზე
- პროკურატურის ამ ნაბიჯის რეალური მიზეზი სამოქალაქო საზოგადოების განადგურებისკენ სწრაფვაა — ნინო დოლიძე 7 NGO-ს დაყადაღებაზე
-
თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა
გადახედვა
-
"საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე "საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
სუს-მა ბირთვული მასალა "ურანისადმი" უკანონო მოპყრობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა სუს-მა ბირთვული მასალა "ურანისადმი" უკანონო მოპყრობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა
გადახედვა
-
ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ
გადახედვა
-
რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
კომენტარები