"ეს პოლიტიკური დევნაც აღარ არის, ეს უკვე სრული მასშტაბის რეპრესიაა" — ვახუშტი მენაბდე 7 NGO-ს დაყადაღებაზე
"როგორც ჩანს, რეჟიმი ახალ საფეხურზე გადადის და ეს პოლიტიკური დევნაც აღარ არის, ეს უკვე სრული მასშტაბის რეპრესიაა", — სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე პროკურატურის შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებას ეხმაურება. როგორც ის განმარტავს, ის დანაშაულები, რასაც პროკურატურა 7 არასამთავრობო ორგანიზაციას უყენებს 7 წლიდან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
"რას გვეუბნება პროკურატურის განცხადება?
ეს არ არის არც აგენტების და არც გრანტების კანონი, არც ფარა, ეს სამშობლოს ღალატის მუხლებია. სულ ცოტა, სამი უმძიმესი მუხლით მიდის გამოძიება.
იცით ეს რას ნიშნავს? სასჯელები ასეთია: 7-15 წელი, 15-20 წელი, 10-20 წელი, უვადო.
რა მუხლებია ეს:
1. საბოტაჟი (მ. 318) — საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა (2-4 წელი); ამავე მიზნით ნაგებობის, ტექნიკის, განსაკუთრებული დანიშნულების ობიექტის დაზიანება (5-10 წელი); იგივე ქმედება ჩადენილი აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით, რომელმაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (10-20 წელი, უვადო).
2. უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება (მ. 319) - ასეთი დახმარება, რომლის მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის ხელყო—ა, თუ არ არის 318-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ნიშნები (7-15 წელი).
3. საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსება ან ამგვარი საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა (მ. 321 პრიმა): მატერიალური რესურსების შეგროვება იმის შეცნობით, რომ იგი შესაძლებელია გამოიყენონ [318 და 319 მუხლებით] გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩასადენად (6-10 წელი); იგივე ქმედება თუ ის ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ან არაერთგზის (10-15 წელი); თუ ამ ქმედებამ მძიმე შედეგი გამოიწვია (15-20 წელი).
თუ დავაკვირდებით რა ქმედებაში სდებს პროკურატურა ბრალს ამ 7 ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ვნახავთ, რომ ზემოთ ჩამოწერილი მუხლების ყველაზე მძიმე შემადგენლობებზეა საუბარი.
საჯარო განცხადებაში პროკურატურა წერს, რომ ეს ორგანიზაციები:
— მოუწოდებდნენ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ და წინააღმდეგობისკენ;
— უზრუნველყოფდნენ ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პირებისა და მათი ოჯახის წევრების ფინანსურ მფარველობას;
— იყენებდნენ ფინანსებს სპეციალური აღჭურვილობის შესაძენად.
როგორც ჩანს, რეჟიმი ახალ საფეხურზე გადადის და ეს პოლიტიკური დევნაც აღარ არის, ეს უკვე სრული მასშტაბის რეპრესიაა", — წერს სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, 27 აგვისტოს ყადაღა დაედო 7 არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებს, რითაც შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა.
NGO-ებს ყადაღა საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაედოთ.
პროკურატურის ცნობით, ამ არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის — სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები".
- თამთა მიქელაძე 7 NGO-ს დაყადაღებაზე: პროკურატურის ბრალდება აბსურდულია და პრაქტიკულად ორგანიზაციების ინსტიტუციურ და ფინანსურ პარალიზებას ნიშნავს
- თაზო დათუნაშვილის თქმით, 7 NGO-ს დაყადაღებით "ოცნება" რუსული სპეცსამსახურების ინტერესებს ატარებს
- "საფარი": "განცხადება, თითქოს ჩვენი ფინანსები გამოიყენებოდა ძალადობრივი ქმედებების ორგანიზებისთვის, უსაფუძვლო და ცილისმწამებლურია"
- საბა ბრაჭველი: სხვა ადამიანის სამართლებრივ დაცვაში დახმარება პროკურატურამ დანაშაულად შერაცხა და ამის გამო სამოქალაქო ორგანიზაციებს ყადაღები დაგვადო
- პროკურატურის მოთხოვნით სასამართლომ 7 NGO დააყადაღა
-
დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა
-
სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა
გადახედვა
-
მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
გადახედვა
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
კომენტარები