ბავშვების მონაცემების შეგროვების გამო, დისნეის 10 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა
ფოტო: CBR
ბავშვების მონაცემების შეგროვების გამო, Disney ჯარიმის გადახდას დათანხმდა, რომლის ოდენობა 10 მილიონ დოლარს შეადგენს.
აშშ-ს ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ განაცხადა, რომ დისნეიმ Youtube-ზე ვიდეოები "ბავშვებისთვის შექმნილ" კატეგორიაში არ განათავსა. ეს კატეგორია განკუთვნილია ბავშვებისთვის და ის მათ მონაცემების შეგროვებისა და რეკლამებისგან იცავს.
ფედერალური სავაჭრო კომისიის (FTC) განცხადებაში ნათქვამია, რომ დისნეი შეცვლის თავის პრაქტიკას ბავშვთა კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ (კანონის შესაბამისად), რომელიც 13 წლამდე ასაკის მომხმარებლების მონაცემთა შეგროვებისთვის მშობლების თანხმობას მოითხოვს.
"FCT დისნეის მშობლების ნდობის ბოროტად გამოყენებისთვის სჯის. ისინი მალე ისეთ სავალდებულო პროგრამას შექმნიან, რითაც ბავშვები ონლაინ სივრცეში დაცულები იქნებიან", —განაცხადა ფედერალური სავაჭრო კომისიის თავმჯდომარემ, ენდრიუ ფერგიუსონმა.
რაც შეეხება დისნეის, მათ განაცხადეს, რომ ისინი ბავშვთა კონფიდენციალურობის კანონებს ერთგულად იცავენ.
"ბავშვებისა და ოჯახების კეთილდღეობისა და უსაფრთხოების დაცვა ჩვენი საქმიანობის უმთავრესი პრინციპია", — განაცხადა კომპანიამ — "ეს შეთანხმება არ ეხება დისნეის საკუთრებაში არსებულ ციფრულ პლატფორმებს, არამედ შემოიფარგლება YouTube-ის პლატფორმაზე ჩვენი კონტენტის ნაწილის გავრცელებით. დისნეის ბავშვთა კონფიდენციალურობის კანონების უმაღლესი სტანდარტებით დაცვის ხანგრძლივი ტრადიცია აქვს და ჩვენ კვლავ ერთგულად ვაგრძელებთ ამ საქმიანობას".
ჯერ კიდევ 2019 წელს, YouTube-ს ბავშვებზე მონაცემების ფარულად შეგროვების გამო 170 მილიონი დოლარის ოდენობის თანხის გადახდა დაევალა. ამ შეთანხმების ფარგლებში, YouTube-მა მასალის მომწოდებლებისგან მოითხოვა, ინფორმაცია არის თუ არა ვიდეო კონკრეტულად ბავშვებისთვის შექმნილი.
ფედერალური სავაჭრო კომისიის საჩივრის მიხედვით, იუთუბმა 2020 წლის ივნისში დისნეის აცნობა, რომ დაახლოებით 300 ფილმი, მათ შორის — სუპერ ოჯახი, კოკო, სათამაშოების ისტორია, რაპუნცელი და გაყინული, არ იყო კლასიფიცირებული, როგორც "ბავშვებისთვის განკუთვნილი".
საჩივრის თანახმად, დისნეის პოლიტიკა ვიდეოების ბავშვებისთვის განკუთვნილ არხზე მონიშვნას გულისხმობს, თუმცა ამის მიუხედავად, მათ მაინც გამოაქვეყნეს ვიდეოები "ბავშვებისთვის შეუფერებელ" არხებზე, რის შედეგადაც ისინი სტანდარტულად მათთვის შეუფერებელ ვიდეოდ მონიშნეს. ეს ვიდეოები მოიცავს მულტფილმებს, კარაოკე სიმღერებს და მსახიობებს ვიდეოებს, რომლებიც ბავშვებს ზღაპრებს უკითხავენ.
"იმის გამო, რომ დისნეიმ ბავშვებისთვის განკუთვნილი ვიდეოები MFK-ად (Made For Kids) არ მონიშნა, იუთუბმა დაიწყო ბავშვების პერსონალური ინფორმაციის შეგროვება და მიზნობრივ რეკლამები", — ნათქვამია სარჩელში.
შეთანხმების თანახმად, დისნეიმ უნდა მონიშნოს შესაბამისი აუდიტორია, რათა იუთუბზე გამოქვეყნებული ყველა ვიდეო სათანადოდ კლასიფიცირდეს. აგრეთვე, იუთუბმა შესაძლოა, დანერგოს ასაკის დადგენის ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც პლატფორმა შეძლებს ყველა მაყურებლის ასაკის იდენტიფიცირებას, რითაც გაათავისუფლებს ინდივიდუალური ვიდეოების მონიშვნის ვალდებულებას.
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
კომენტარები