ლევან მახაშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირს მიაწოდა შევსებული კითხვარი და რეკომენდაციები, რომლებიც კომისიას ჰქონდა გაცემული
ფოტო: ფოტო: იმედი/ვიდეოკადრი
"საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირს მიაწოდა შევსებული კითხვარი და რეკომენდაციები, რომლებიც კომისიას ჰქონდა გაცემული", — ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოცნების გუნდი აგრძელებს "სამუშაო პროცესს ევროკავშირთან, რათა, ერთი მხრივ, დაცული იყოს უვიზო მიმოსვლა და, მეორე მხრივ, საქართველოს ეროვნული ინტერესები".
მისივე თემით, საქართველოს ხელისუფლება, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ყველაფერს აკეთებს, რომ შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გამართულად ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.
"ისინი ცდილობენ, არარსებული პრობლემებიდან პრობლემები გააჩინონ და საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის დააზიანონ საზოგადოება. ვნახეთ, რომ არაერთი პროტესტი დაანონსეს. დღეს 31 აგვისტოა, ხვალ პირველი სექტემბერი – ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს საქართველო განვითარებას. ამ საკითხს, ობიექტური კრიტერიუმებით, არანაირი პრობლემა არ ემუქრება. საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირს მიაწოდა შევსებული კითხვარი და რეკომენდაციები, რომლებიც კომისიას ჰქონდა გაცემული. ჩვენ ვაგრძელებთ სამუშაო პროცესს ევროკავშირთან, რათა, ერთი მხრივ, დაცული იყოს უვიზო მიმოსვლა და, მეორე მხრივ, საქართველოს ეროვნული ინტერესები", — განაცხადა ლევან მახაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირს პირობების შესასრულებლად ქართული ოცნებისთვის ვადა 31 აგვისტომდე ჰქონდა მიცემული. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას შესაძლოა, ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს.
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმაც განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას წერილს გაუგზავნეს, რომელშიც პირობები იყო მოცემული – ამ პირობების გარკვეულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, მისივე თქმით, ქვეყანასთან უვიზო რეჟიმის შეჩერება მოუწევთ.
"ჩვენ ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას საქართველოში. ვიმსჯელებთ, დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია. ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება და სხვა ელემენტებიც, რომლებიც საქართველოს მთავრობას გათვლების შეცვლას აიძულებს", — განაცხადა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
-
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები — კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები — კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
-
შს მინისტრის მოადგილე აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენელს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? შს მინისტრის მოადგილე აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენელს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
15 წლის ბიჭი, რომელმაც გაყინულ ოკეანეში ამოყირავებულ ნავზე დღეები გაატარა, მაშველებმა გადაარჩინეს 15 წლის ბიჭი, რომელმაც გაყინულ ოკეანეში ამოყირავებულ ნავზე დღეები გაატარა, მაშველებმა გადაარჩინეს
გადახედვა
-
თბილისში 15 კვების ობიექტს დარღვევები აღმოაჩნდა, ზოგს საწარმოო პროცესი შეუჩერდა — სეს თბილისში 15 კვების ობიექტს დარღვევები აღმოაჩნდა, ზოგს საწარმოო პროცესი შეუჩერდა — სეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ შალვა პაპუაშვილი: პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ
გადახედვა
-
"უბრალოდ ვხუმრობ. სინამდვილეში, არც ვხუმრობ" — დონალდ ტრამპმა თქვა, რომ საკუთარ თავს "ღირსების მედალს" გადასცემდა "უბრალოდ ვხუმრობ. სინამდვილეში, არც ვხუმრობ" — დონალდ ტრამპმა თქვა, რომ საკუთარ თავს "ღირსების მედალს" გადასცემდა
გადახედვა
-
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
-
როგორ უნდა დარეგისტრირდეთ მეორადი ჩარიცხვებისთვის? — NAEC-მა აბიტურიენტებისთვის ცნობარი განაახლა როგორ უნდა დარეგისტრირდეთ მეორადი ჩარიცხვებისთვის? — NAEC-მა აბიტურიენტებისთვის ცნობარი განაახლა
გადახედვა
-
14 სექტემრამდე ევროპის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება 14 სექტემრამდე ევროპის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
გადახედვა
-
ნორვეგიაში ცხოველის ერთ-ერთი უძველესი "სამგანზომილებიანი" ნამარხი აღმოაჩინეს ნორვეგიაში ცხოველის ერთ-ერთი უძველესი "სამგანზომილებიანი" ნამარხი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
წლის პირველ 6 თვეში ქორწინების 10 006 და განქორწინების 6 095 შემთხვევა დარეგისტრირდა — საქსტატი წლის პირველ 6 თვეში ქორწინების 10 006 და განქორწინების 6 095 შემთხვევა დარეგისტრირდა — საქსტატი
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში ოქტომბერში ოპერატიულ-ტაქტიკური სამხედრო წვრთნები დაანონსდა ოკუპირებულ აფხაზეთში ოქტომბერში ოპერატიულ-ტაქტიკური სამხედრო წვრთნები დაანონსდა
გადახედვა
-
TI სტრასბურგის სასამართლოში აქტივისტ თამარ მექვაბიშვილის უფლებებს დაიცავს TI სტრასბურგის სასამართლოში აქტივისტ თამარ მექვაბიშვილის უფლებებს დაიცავს
გადახედვა
-
4-წლიანი პაუზისა და იშვიათი დიაგნოზის შემდეგ, სელინ დიონი სცენას უბრუნდება 4-წლიანი პაუზისა და იშვიათი დიაგნოზის შემდეგ, სელინ დიონი სცენას უბრუნდება
გადახედვა
-
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის წინააღმდეგ შსს-ს მიერ დაწყებული საქმის წარმოება შეწყვიტა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის წინააღმდეგ შსს-ს მიერ დაწყებული საქმის წარმოება შეწყვიტა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის წერილი: "დაქირავებული რუსული "იმედის" 7 ბრგე "ვაჟკაცი" კურდღლებივით გარბოდა" თამაზ ელიზბარაშვილის წერილი: "დაქირავებული რუსული "იმედის" 7 ბრგე "ვაჟკაცი" კურდღლებივით გარბოდა"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: გარეჯთან დაკავშირებული კამპანია სიყალბეზეა აგებული ირაკლი კობახიძე: გარეჯთან დაკავშირებული კამპანია სიყალბეზეა აგებული
გადახედვა
-
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა
გადახედვა
-
ფარცხალაძე აცხადებს, რომ დასავლეთი ქართველებს რუსეთის მიმართ სიძულვილს ვერ ჩაუნერგავს ფარცხალაძე აცხადებს, რომ დასავლეთი ქართველებს რუსეთის მიმართ სიძულვილს ვერ ჩაუნერგავს
გადახედვა
-
საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა — რამდენმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით? საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა — რამდენმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით?
გადახედვა
-
უკრაინამ და კანადამ 100-წლიანი პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი უკრაინამ და კანადამ 100-წლიანი პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი
გადახედვა
კომენტარები