50 NGO და მედიაორგანიზაცია: "ვდგავართ ჩვენი კოლეგების გვერდით"
50-ზე მეტი ორგანიზაცია დაყადაღებულ NGO-ებს სოლიდარობას უცხადებს. მათ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ივანიშვილის რეჟიმი მსგავსი ნაბიჯებით კიდევ ერთხელ უდასტურებს ევროკავშირს, რომ მათი ინტერესებში არ შედის საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შენარჩუნება.
"ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რუსეთის ხელისუფლების მსგავსი, სადამსჯელო ნაბიჯების გადადგმა ადასტურებს, რომ ივანიშვილის მთავრობის ინტერესი, საქართველოში განსხვავებული აზრისა და პროევროპული ჯგუფების სრულად განადგურებაა.
ყოველივე ეს ხდება მაშინ, როდესაც ივანიშვილის მთავრობას მიცემული აქვს კონკრეტული ვადა, აცნობონ ევროკავშირს, უნდათ თუ არა უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება ქართველი ხალხისთვის.
ივანიშვილის მთავრობა, მსგავსი ქმედებებით, კიდევ ერთხელ უდასტურებს ევროკავშირს, რომ მათი ინტერესებში არ შედის საქართველოს შეუნარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის ინტერესების და უფლებების დაცვას ახორციელებენ, საქმიანობის უკანონოდ გამოცხადება მიუთითებს იმაზე, რომ ოცნების მთავრობის ერთ-ერთი მიზანი საქართველოს მოქალაქეების სახელმწიფოს სადამსჯელო ქმედებების წინააღმდეგ დახმარების გარეშე დატოვებაა. არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერებით ათასობით ადამიანი რჩება უფასო იურიდიული დახმარებისა და სხვა სერვისების გარეშე.
არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ვდგავართ ჩვენი კოლეგების გვერდით, ვიზიარებთ რა ჩვენს საერთო სწრაფვას თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული საქართველოსთვის", — წერია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
- პრევენცია პროგრესისთვის (PFP) / Prevention for Progress (PFP),
- სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის (CMF),
- საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო,
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC),
- საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი,
- სამოქალაქო იდეა,
- მედიის განვითარების ფონდი (MDF),
- ევროპის ფონდი,
- საქართველოს ევროპული ორბიტა,
- საქართველოს მომავლის აკადემია,
- უფლებები საქართველო,
- მედიაომბუდსმენი,
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR),
- თბილისი პრაიდი,
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI),
- საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი),
- ყვარლის ევროკლუბი / EuroClub Kvareli,
- სტუდია მონიტორი,
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი(TDI),
- ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI),
- ონლაინ გამომცემლობა პუბლიკა,
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS),
- სათემო განვითარების ცენტრი,
- ბათუმელები/ნეტგაზეთი,
- მედია სახლი-სამხრეთის კარიბჭე,
- ინდიგო,
- აი,ფაქტი,
- გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია ეკო,
- მედია აპრილი,
- საქართველოს სასამართლოს გუშაგი,
- რადიო მარნეული,
- თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი,
- შშმ ქალთა ალიანსი,
- რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი,
- მხარდაჭერის და შესაძლებლობის განვითარების ცენტრი,
- შშმ პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია "ჰანგი",
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია,
- აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD),
- მედიაკლუბი,
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC),
- ღია სივრცე კავკასია,
- ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის,
- ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი,
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT),
- მწვანე ალტერნატივა,
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი,
- ადამიანის უფლებათა ცენტრი,
- დემოკრატ მესხთა კავშირი,
- ტოლერანტი,
- ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი,
- მედია ცენტრი კახეთი.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, 27 აგვისტოს ყადაღა დაედო 7 არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებს, რითაც შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა.
NGO-ებს ყადაღა საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაედოთ.
პროკურატურის ცნობით, ამ არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის — სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები".
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ანტიკორუფციული ბიუროს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოსი სარჩელი შეიტანეს. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს ერთობლივი ბრიფინგზე განაცხადეს. ისინი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის 31 მაისის ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვენ, რომლის საფუძველზეც მათ მიმართ მოკვლევა მიმდინარეობს.
- ევროპარლამენტმა უკვე განსაზღვრა, როგორ უნდა უპასუხოს ამ ყველაფერს ევროკავშირმა — რასა იუკნევიჩიენე 7 NGO-ს დაყადაღებაზე
- Amnesty International: საქართველოს ხელისუფლება თავად უწყობს საბოტაჟს თავის მოსახლეობის ადამიანის უფლებებს. ეს რეპრესიები უნდა დასრულდეს
- 7 არასამთავრობო ორგანიზაცია: ყადაღის, რეპრესიების თუ მუქარების მიუხედავად, ჩვენ ჯიუტად გავაგრძელებთ შრომას
- პროკურატურის ამ ნაბიჯის რეალური მიზეზი სამოქალაქო საზოგადოების განადგურებისკენ სწრაფვაა — ნინო დოლიძე 7 NGO-ს დაყადაღებაზე
- ელენე ხოშტარია: ყადაღა, რომელიც დაადეს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ეს არის ყაჩაღობა და ფულის მოპარვა პირდაპირ რუსულ სტილში. მათ ემუქრებიან დაჭერით
- "ქვეყნის მომავლის საბოტაჟი ხდება ამ ნაბიჯებით" — ლევან ნატროშვილი 7 NGO-ს დაყადაღებაზე
- რეპრესიების შემდეგი სამიზნე დამოუკიდებელი ადვოკატები იქნებიან — ნონა ქურდოვანიძე 7 NGO-ს დაყადაღებაზე
- ეს კიდევ ერთი ცხადი განაცხადია, რომ რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაჩერებლად — კოალიცია ცვლილებებისთვის 7 NGO-ს დაყადაღებაზე
- "ეს პოლიტიკური დევნაც აღარ არის, ეს უკვე სრული მასშტაბის რეპრესიაა" — ვახუშტი მენაბდე 7 NGO-ს დაყადაღებაზე
- პროკურატურის ბრალდება აბსურდულია და ორგანიზაციების ინსტიტუციურ და ფინანსურ პარალიზებას ნიშნავს — თამთა მიქელაძე 7 NGO-ს დაყადაღებაზე
- თაზო დათუნაშვილის თქმით, 7 NGO-ს დაყადაღებით "ოცნება" რუსული სპეცსამსახურების ინტერესებს ატარებს
- NGO-ები რაჟდენ კუპრაშვილის 31 მაისის ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვენ, რომლის საფუძველზეც მათ მიმართ მოკვლევა მიმდინარეობს
- პროკურატურის მოთხოვნით სასამართლომ 7 NGO დააყადაღა
-
ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში
გადახედვა
-
საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ? საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ?
გადახედვა
-
უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა
გადახედვა
-
ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა
გადახედვა
-
ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე
გადახედვა
-
გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ
გადახედვა
-
სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს
გადახედვა
-
"დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს "დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს
გადახედვა
-
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება
-
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
-
მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა
გადახედვა
-
ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა
-
მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
გადახედვა
-
"სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა "სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა
გადახედვა
-
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
კომენტარები