"ქვეყნის მომავლის საბოტაჟი ხდება ამ ნაბიჯებით" — ლევან ნატროშვილი 7 NGO-ს დაყადაღებაზე
სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ნატროშვილი ფორმულას ეთერში პროკურატურის შუამდგომლობით სასამართლოს მიერ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის დაყადაღებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი საბოტაჟია და ცუდად დაემთხვა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების საკითხს.
ლევან ნატროშვილი მიიჩნევს, ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები მაქსიმალურად გაანადგურონ.
"სრულიად გაუგებარია, როგორ შეიძლება, იურიდიული დახმარების გაწევა იყოს დანაშაული. ჩვენი ორგანიზაცია უკვე არაერთი წელია, უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს იმ ადამიანებს, რომლებიც მომართავენ ორგანიზაციას. ჩვენ ამას ღიადაც ვამბობდით და ამის შესახებ ანგარიშებიც გვაქვს გამოქვეყნებული, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც საპროტესტო აქციების ფარგლებში იყვნენ სხვადასხვა გზით რეპრესირებულები — ზოგი დაპატიმრებული, ზოგი დაჯარიმებული — მოგეხსენებათ, არასამთავრობო ორგანიზაციებს საერთო ქსელი გვქონდა შექმნილი და მათ ვეხმარებოდით.
რაც შეეხება ნივთების შეძენას და ა.შ — ჩვენი ორგანიზაციის სახელით შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენ არავისთვის არაფერი არ გვიყიდია, ერთადერთი — როცა აქციები ძალადობრივად იშლებოდა, ჩვენ თანამშრომლებს 30-მდე აირწინაღი და სათვალე ვუყიდეთ, რომ არ დაზიანებულიყვნენ. ორგანიზაციის თანამშრომლებიც მოქალაქეები არიან და ისინიც მონაწილეობენ საპროტესტო აქციებში. მე თავადაც იქ ვიყავი. ჩვეულებრივი ამბავია, რომ ადამიანები არ დაიხრჩონ გაზისგან.
შეგვიძლია, კიდევ ერთხელ თამამად ვთქვათ, რომ ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ ორგანიზაციები მაქსიმალურად გაანადგურონ ამ ქვეყანაში, განსაკუთრებით, ვინც დემოკრატიის კუთხით მუშაობს.
ასევე, ძალიან ცუდად დაემთხვა ეს პროცესი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხს. სწორედ ეს არის საბოტაჟი და არა ის, რაც იმ განცხადებაში წერია. ამ ქვეყნის მომავლის საბოტაჟი ხდება ამ ნაბიჯებით. გამოდის, რომ ქართულ ოცნებას უნდა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს და მერე თქვან, რომ ეს იმიტომ გაგვიჩერეს, რომ ვიღაცები დავსაჯეთ.
ადამიანი, ვინც მეტ-ნაკლებად კარგად აანალიზებს პროცესებს, ხვდება, რომ ქართული ოცნების ბრალია, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, მათ შორის, ის პოტენციური ნაბიჯი, რაც შეიძლება, ევროკავშირის მხრიდან გადაიდგას", — თქვა ლევან ნატროშვილმა.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, 27 აგვისტოს ყადაღა დაედო 7 არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებს, რითაც შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა.
NGO-ებს ყადაღა საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაედოთ.
პროკურატურის ცნობით, ამ არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის — სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები".
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ანტიკორუფციული ბიუროს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოსი სარჩელი შეიტანეს. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს ერთობლივი ბრიფინგზე განაცხადეს. ისინი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის 31 მაისის ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვენ, რომლის საფუძველზეც მათ მიმართ მოკვლევა მიმდინარეობს.
- რეპრესიების შემდეგი სამიზნე დამოუკიდებელი ადვოკატები იქნებიან — ნონა ქურდოვანიძე 7 NGO-ს დაყადაღებაზე
- პროკურატურის განცხადებაში ნახსენები ბრალდება იმდენად აბსურდულია, გამეორებაც არ მინდა — ნინო დოლიძე 7 NGO-ს დაყადაღებაზე
- ეს კიდევ ერთი ცხადი განაცხადია, რომ რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაჩერებლად — კოალიცია ცვლილებებისთვის 7 NGO-ს დაყადაღებაზე
- "ეს პოლიტიკური დევნაც აღარ არის, ეს უკვე სრული მასშტაბის რეპრესიაა" — ვახუშტი მენაბდე 7 NGO-ს დაყადაღებაზე
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
-
27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
-
Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა
გადახედვა
-
რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ
გადახედვა
-
პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა
გადახედვა
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
"ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა "ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა
გადახედვა
-
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
კომენტარები