ალექსი ახვლედიანის თქმით, თორნიკე რიჟვაძეს დიდ ბრიტანეთში ელჩობა სურდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვაში ბრალდებულის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი დირექტორის, ალექსი ახვლედიანის სასამართლო პროცესი იწყება.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ თორნიკე რიჟვაძემ დიდ ბრიტანეთში ელჩად წასვლა მოითხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო.
"როდესაც მე მქონდა საშუალება, ყოველთვის შეხვედრებზე დავდიოდით ერთად და ამბობდა რომ აი, მართლაც ამ არჩევნებს რომ ჩავამთავრებ, უნდა მოვითხოვო სადმე გადაყვანა და მეც ასე სიხარულით ვეუბნებოდი, რომ თბილისში გადავიდეთ — მეც დავუბრუნდები ჩემს ქალაქს. მას ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, რომ თავისი საქმიანობა გაეგრძელებინა დიპლომატიური მიმართულებით.
მე ნამდვილად ვერ გეტყვით — მან უთხრა თუ არა პრემიერს ამის შესახებ. ზუსტად ვიცი, რომ შესაბამის დროს ეძებდა. ნამდვილად არ მკითხავს და არ დამიზუსტებია, მაგრამ როდესაც მისი გათავისუფლება მოხდა, რამდენიმე დღეში ჩამოვიდა თბილისში, როგორც შემდგომ მომიყვა, შეხვდა პრემიერს და შეთანხმდნენ, რომ მას უნდა გაეგრძელებინა მუშაობა, როგორც სურვილი ჰქონდა — დიპლომატიურ სამსახურში. როგორც მან მითხრა, თვითონ მოითხოვა, რომ არის ვაკანსია და თუ იყო შესაძლებელი, ეს ყოფილიყო დიდ ბრიტანეთში, რაზეც მან მიიღო თანხმობა და რატომ ვყვები ამას იცით?
მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო მისი ინიციატივა. მინიმუმ ერთი წელი წელიწადნახევარი, მარტო ჩემთან არა — ძალიან ბევრ ადამიანთან ამას აფიქსირებდა, რომ მისი წასვლის დრო იყო. ხუმრობითაც იძახდა ხოლმე — ბრეჟნევი ხომ არ ვარო", — თქვა ახვლედიანმა "ტვ პირველთან".
2025 წლის 7 ივლისს, საგარეჯოს "ჯეოჰოსპიტალსში" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე შეიყვანეს, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამჟამად ის თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს.
რაც შეეხება ლექსი ახვლედიანს, ის 7 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, დააკავეს. 8 ივლისს კი 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
- ირაკლი კობახიძე: მე არ მქონია პირდაპირი კომუნიკაცია თორნიკე რიჟვაძესთან გამომდინარე იქიდან, რომ ტელეფონი მას არ აქვს
- "თორნიკე რიჟვაძისთვის კორუფცია, მით უმეტეს, ნარკომოვაჭრეების მფარველობა, არავის დაუბრალებია" — მდინარაძე რიჟვაძეზე
- "ოცნების" ლიდერები თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობას ეხმაურებიან
- ირაკლი კობახიძე: ჩვენ თორნიკე რიჟვაძეს არაფერს ვაბრალებდით
- საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს, ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა
- თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს
- ალექსი ახვლედიანს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
- პროკურატურამ ალექსი ახვლედიანს "ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის" ბრალი წარუდგინა
- თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა
- შსს: თორნიკე რიჟვაძე კლინიკაში გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით გადაიყვანეს
-
20 ტონამდე მეორადი საბურავი — თეგეტა გრინ პლანეტმა ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა 20 ტონამდე მეორადი საბურავი — თეგეტა გრინ პლანეტმა ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
-
კვლევის მიხედვით, ინტერნეტში გამოქვეყნებული ტექსტების მესამედზე მეტი AI-ის დახმარებით იწერება კვლევის მიხედვით, ინტერნეტში გამოქვეყნებული ტექსტების მესამედზე მეტი AI-ის დახმარებით იწერება
გადახედვა
-
ჭავჭავაძის 64ბ-მ გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები გამოუშვა ჭავჭავაძის 64ბ-მ გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები გამოუშვა
-
კორუფციის საქმეზე დაკავებული სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ჰოსპიტალიზებულია კორუფციის საქმეზე დაკავებული სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ჰოსპიტალიზებულია
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებები თქვენი ბიზნესისთვის აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებები თქვენი ბიზნესისთვის
-
რას ვუყურო სექტემბერში? — სერიალები, რომლებიც ძალიან მალე გამოდის რას ვუყურო სექტემბერში? — სერიალები, რომლებიც ძალიან მალე გამოდის
გადახედვა
-
რუსული მედია: ერთი კვირის განმავლობაში ზემო ლარსის გამშვები პუნქტი 113 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა რუსული მედია: ერთი კვირის განმავლობაში ზემო ლარსის გამშვები პუნქტი 113 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა
გადახედვა
-
რატომ იგლეჯენ ადამიანები საკუთარ თმას? — ახალი კვლევა რატომ იგლეჯენ ადამიანები საკუთარ თმას? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში კიდევ ერთი დაზიანებული ხე მოიჭრება, მეორეზე — კონსულტაციები მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში კიდევ ერთი დაზიანებული ხე მოიჭრება, მეორეზე — კონსულტაციები მიმდინარეობს
გადახედვა
-
YogaFest 2026 — სიფხიზლის ორდღიანი ფესტივალი ლისზე YogaFest 2026 — სიფხიზლის ორდღიანი ფესტივალი ლისზე
-
ავტო აუქციონი ბათუმში | გამოცადე მოგების ემოცია ავტო აუქციონი ბათუმში | გამოცადე მოგების ემოცია
-
სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი სედრაკ ქოჩარიანი დააკავეს სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი სედრაკ ქოჩარიანი დააკავეს
გადახედვა
-
რუსთავში 33 კილოგრამი "ჰაშიში" ამოიღეს — დაკავებულია უცხოეთის 2 მოქალაქე რუსთავში 33 კილოგრამი "ჰაშიში" ამოიღეს — დაკავებულია უცხოეთის 2 მოქალაქე
გადახედვა
-
აშშ აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით — დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა აშშ აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით — დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
გადახედვა
-
2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს 2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს
გადახედვა
-
წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
-
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება
-
ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ქეით ჰადსონის პროდიუსერობით, How to Lose a Guy in 10 Days-ს გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო ქეით ჰადსონის პროდიუსერობით, How to Lose a Guy in 10 Days-ს გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: "რომანის სათაური მის შინაარსთან დაკავშირებით ბუნდოვანებას ქმნის" პენიტენციური სამსახური: "რომანის სათაური მის შინაარსთან დაკავშირებით ბუნდოვანებას ქმნის"
გადახედვა
-
ჩვენი გალაქტიკა კოსმოსური კანიბალია — უადრესი "მსხვერპლის" კვალი მის შუაგულშია ჩვენი გალაქტიკა კოსმოსური კანიბალია — უადრესი "მსხვერპლის" კვალი მის შუაგულშია
გადახედვა
კომენტარები