როცა გჯერა — ელენე ჭელიძის გზა თიბისიდან მადრიდის IE უნივერსიტეტამდე
ფოტო: თიბისი
ცხოვრებაში მიზნის მისაღწევად რწმენა და თავდაჯერებულობა ხშირად გადამწყვეტი ხდება. სწორედ ამ თემებზე გვიყვება თიბისის კონტენტ-მენეჯერი, ელენე ჭელიძე. მისი ისტორია გვიჩვენებს, როგორ გადალახა შიშები, როგორ მიაღწია მიზნებს და რატომ არის ყველაფერი კარგად, როცა გჯერა იმის, რომ შეუძლებელი არაფერია?
გახსოვს ის მომენტი, როცა პირველად იფიქრე, რომ შეგიძლია რაღაც განსაკუთრებული გააკეთო?
ელენე: "კი, როგორ არა, TEDX-ის სპიკერობას გავიხსენებ. არასდროს წარმომედგინა, თუ შევძლებდი საჯაროდ სცენაზე გასვლას და ადამიანებთან ემოციურ საუბარს, არადა ყოველთვის მინდოდა. რატომღაც სცენის ძალიან მეშინოდა, ამ შიშს სულ ვებრძოდი, მაგრამ ვერ ვერეოდი.
და აი, როცა TEDX-ის სპიკერობაზე მიდგა საქმე, სურვილმა და რწმენამ, რომ შეუძლებელი არაფერია, რაღაც შინაგანი ძალა მომცა. მაინც შიშით მივდიოდი სცენისკენ, მაგრამ აი, აქ მივხვდი, რომ, როცა გჯერა შიშის დაძლევაც შესაძლებელია. ასეც მოხდა.
მთავარია, გჯეროდეს — ეს ელენესთვის სიტყვებზე მეტია. მისი აზრით, თუ არ გჯერა, ვერაფერს შეძლებ. მიზნამდე მისვლა ადვილი არ არის და სწორედ რთულ მომენტებში გჭირდება რწმენა, რომ არ დანებდე. როცა იცი, რას აკეთებ და გჯერა საკუთარი თავის, ყველაფერი გამოგივა.
როგორ გგონია, ადამიანი თვითონ ქმნის შესაძლებლობებს თუ შესაძლებლობები უჩნდებათ მათ, ვისაც ამისი სჯერა?
ელენე: “შესაძლებლობები ზოგჯერ მაშინაც ჩნდება, როცა მზად არ ხარ. უბრალოდ, თუ არ ხარ მზად, შეიძლება ვერც შეამჩნიო. როცა გჯერა და სულ ელოდები რაღაც ახალს, მაშინ შანსებიც უფრო ნათლად ჩანს. ანუ, შესაძლებლობები არსად გარბიან, უბრალოდ, შენ უნდა იყო მზად იმისთვის, რომ დაინახო და გამოიყენო“.
ელენეს ძალიან უჭირს იმ ემოციებზე საუბარი, როდესაც თიბისის მხარდაჭერით IE Madrid-ში მოხვდა. იანვარში აპლიკაციის შევსება დაიწყო, მაგრამ აღარ გააგრძელა, რადგან უნივერსიტეტი საკმაოდ მაღალბიუჯეტიანი აღმოჩნდა და მხოლოდ შიდა დაფინანსების მოპოვებით, ვერ შეძლებდა სწავლის ანაზღაურებას. სწორედ ამ დროს თიბისის სიახლეების შიდა საიტზე, გამოქვეყნდა ნიუსი, იმის შესახებ, რომ თიბისიმ გააფორმა მემორანდუმი იმ უნივერსიტეტთან, რომელშიც ელენეს უნდოდა სწავლა და თანამშრომლებს სთავაზობდა 20 პროცენტიან ფასდაკლებას.
ელენე: “იმ წუთას დავიჯერე, რომ ყველაფერი გამომივა და, ჩემი ყველა გზა IE Madrid-ისკენ მიდიოდა. 15 პროცენტიანი შიდა დაფინანსება მოვიპოვე და გადავწყვიტე დამეწყო სწავლა, რადგან შიდა დაფინანსებისა და დამატებით თიბისის დაფინანსებით, დარჩენილ თანხას უკვე შედარებით მარტივად გადავიხდი”.
ვიცი რომ აქამდეც გისწავლია უცხოეთში, როგორ ფიქრობ, IE Madrid-ში დაგეხმარება ძველი გამოცდილება?
ელენე: "კი, ნამდვილად. 19 წლის ვიყავი, როცა ერაზმუსის პროგრამით წავედი და ერთი სემესტრი საზღვარგარეთ ვსწავლობდი — ეს მართლაც საჭირო გამოცდილება იყო. უცხოეთში სწავლა შესაძლებლობაა, რომ სულ სხვა თვალით შეხედო სამყაროს. როცა ჯგუფში ყველა სხვადასხვა ქვეყნიდან არის, ბუნებრივად ფართოვდება შენი ხედვა და უკეთ სწავლობ სხვა კულტურებს. თან, თავიდან უცნობ გარემოში ყოფნა ცოტა სტრესულია, მაგრამ ბოლოს ესეც გამოცდილებად იქცევა. რადგან ეს ყველაფერი უკვე გამოვცადე, ვფიქრობ, მადრიდშიც გამიადვილდება ბევრ რამესთან გამკლავება.“
კონტენტ მენეჯერი ყოველთვის კადრს მიღმაა, თუმცა სწორედ ის ქმნის იმას, რასაც ადამიანები იჯერებენ. შენთვის რამდენად მნიშვნელოვანია თვითონ გჯეროდეს იმ გზავნილის, რომელსაც ქმნი?
ელენე: “როდესაც თიბისიში მუშაობა დავიწყე ძალიან მალე მომიწია ისეთ სერიოზულ პროექტზე მუშაობა, რომელიც ჩემი გამოცდილებისთვის ნამდვილი გამოწვევა იყო. ეს 8 მარტის ყოჩივარდების კამპანია იყო, რომელიც, სხვათა შორის, ჩემი საყვარელი კამპანიაა. და მაშინ გადავწყვიტეთ, რომ იმ ქალებისთვის დაგვეთმო მთავარი სცენა, რომლებიც დღესასწაულის მიღმა არიან, კრეფენ ყოჩივარდებს, კრავენ კონებს და ა.შ. წინ წამოვწიეთ ადამიანი, რომელსაც მოჰყავს გაზაფხული, დღესასწაული და არა წარმატებული ქალები.”
ელენეს სჯერა, რომ თუ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებ, არ არის გადამწყვეტი, ჩანხარ თუ არა. ასე აღიქვამს საკუთარ სფეროსაც, როცა რაღაც კამპანიაზე მუშაობს სულ ფიქრობს, ხომ ნამდვილია, ხომ მართლა სჯერა, რადგან მისი აზრით, პროექტზე წარმატებული მუშაობა შეუძლებელია თუ თვითონ არ ხარ აღტაცებული.
ელენე: “ახალ წელს გვქონდა სურვილების კამპანია — რას უსურვებ საქართველოს? და იდეები მოდიოდა ადამიანებისგან, ჩვენ ვგრძნობდით, რომ ყველას უნდოდა რაღაც ეთქვა თავისი ქვეყნისთვის, ჩვენი მიზანი კი ამ კეთილი მესიჯების გავრცელება იყო. ვფიქრობ, უცხოეთში სწავლაც დამეხმარება იმაში, რომ კამპანიები ავაგო არა მოფიქრებულ იდეებზე, არამედ ადამიანთა გამოძახილზე, ისინი გადავაქციო ხელშესახებად.”
როგორ ფიქრობ, რა ავითარებს ადამიანს პროფესიულად: გარე ფაქტორები, თუ შიდა გამოწვევები?
ელენე: “აუცილებლად ორივე. შიდა გამოწვევები მნიშვნელოვანია, მე ყოველთვის ვადარებ წინა წლის ნამუშევრებს ახლანდელს და ვფიქრობ, რამდენად კარგად გადავლახე? ხომ გავიზარდე? ხომ არაფერი გამომრჩა?
რაც შეეხება გარე ფაქტორებს, მართლა ბევრია დამოკიდებული იმაზე, ვისთან ერთად მუშაობ. როცა გარშემო მოტივირებული და მხარდამჭერი ხალხია, შენც სხვანაირად იმუხტები. იცი, რომ გენდობიან, და უკვე აღარ გერიდება აზრის თქმა. ასეთ გუნდში მუშაობას მიყავხარ წინ, იზრდები, როგორც პროფესიულად, ისე პიროვნულად.“
თუმცა, ელენესაც ჰქონია ისეთი მომენტები, როცა არ სჯეროდა და მაინც გაუგრძელებია მუშაობა. მაშინ, როცა ბიუჯეტი ყოფილა მცირე, დედლაინი კი შეზღუდული. მაგრამ, იმის რწმენით, რომ შეუძლებელი არაფერია, დასახული მიზნისთვის მაინც მიუღწევია.
რამდენად მნიშვნელოვანია, როცა პროფესიული განვითარების გზაზე მხარდაჭერას გრძნობ?
ელენე: “ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანები გხედავენ. ჩემს შემთხვევაში თიბისიმ შეასრულა დიდი როლი, მათ დაინახეს ჩემი პოტენციალი, მუშაობის პროცესშიც სულ ვგრძნობდი, რომ მხედავდნენ ისეთ ადამიანად, რომელსაც შეიძლება სერიოზული პროცესების მართვა მიანდო. როცა ნდობას გრძნობ, ხვდები, რომ სწორ ადგილას ხარ და გჯერა, რომ ყველაფერს შეძლებ.
თიბისის მხარდაჭერა იქცა ჩემი, არა მხოლოდ პროფესიული განვითარების, არამედ, მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ცვლილებების ეტაპად.
თიბისი უკვე საერთაშორისო დონეზე ვითარდება. შენ როგორ ხედავ შენს ადგილს ამ პროცესში?
ელენე: "იმედი მაქვს, რომ როცა სწავლას დავასრულებ, საქართველოში იმ ცოდნას და გამოცდილებას ჩამოვიტან, რაც იქ მივიღე და რაც ჩვენი ქვეყნისთვის ჯერ არ არის ნაცნობი. მგონია, რომ რეალურად შემეძლება რაღაც ახალი შევიტანო ქართულ სივრცეში. ვფიქრობ, სწორედ თიბისიშია ყველაზე რეალური ჩემი იდეების გამოყენება.“
რას ეტყოდი იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ პროფესიულ ცხოვრებას ეჭვით, შიშითა და ათასი შეკითხვით?
გზის დასაწყისში შიში ბუნებრივია, ამ დროს სრულყოფილი არავინაა. თუმცა, ვეტყოდი, რომ ნუ ინერვიულებენ, გარემოცვას მოუსმინონ და შიშის გამო არც ერთ შანსზე უარი არ თქვან. მთავარია, დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების და მუშაობის პროცესში ისწავლიან ყველაფერს, გზადაგზა გადაჭრიან პრობლემებს.
მთავარია, სჯეროდეთ და შეუძლებელი ნამდვილად არაფერია!
-
EU-ს ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 7 დღით, 22 სექტემბრამდე გადაავადეს EU-ს ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 7 დღით, 22 სექტემბრამდე გადაავადეს
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: რეალობის ყველაზე პატარა ნაწილაკები — რისგან შედგება სამყარო შემდეგი პოდკასტი: რეალობის ყველაზე პატარა ნაწილაკები — რისგან შედგება სამყარო
-
თიბისი და AD BLACK SEA — 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად თიბისი და AD BLACK SEA — 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
-
ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს უფრთხილდება, რაც კი ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს უფრთხილდება, რაც კი ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული
გადახედვა
-
Global Finance: საქართველოს ბანკი რეგიონში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და დაკრედიტების მიმართულებით Global Finance: საქართველოს ბანკი რეგიონში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და დაკრედიტების მიმართულებით
-
აღმოაჩინეს "ცხელი ყინულის" ფორმა, რომელიც შეიძლება ურანისა და ნეპტუნის წიაღში არსებობდეს აღმოაჩინეს "ცხელი ყინულის" ფორმა, რომელიც შეიძლება ურანისა და ნეპტუნის წიაღში არსებობდეს
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: "მზად ვარ თანამშრომლობისთვის ყველასთან, ვინც რეალურად ემსახურება ხალხს და ქვეყანას" თეონა ჭალიძე: "მზად ვარ თანამშრომლობისთვის ყველასთან, ვინც რეალურად ემსახურება ხალხს და ქვეყანას"
გადახედვა
-
კობახიძის აცხადებს, რომ "უფრო მეტად ჩაჰყვება" ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს კობახიძის აცხადებს, რომ "უფრო მეტად ჩაჰყვება" ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს
გადახედვა
-
ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ვინ რა პოსტს (და)იკავებს? ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ვინ რა პოსტს (და)იკავებს?
გადახედვა
-
"ვერანაირი სარჩელი ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის" — ბერდია სიჭინავა "ოცნების" სარჩელზე "ვერანაირი სარჩელი ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის" — ბერდია სიჭინავა "ოცნების" სარჩელზე
გადახედვა
-
საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 177 ლარით გაიზარდა — რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება? საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 177 ლარით გაიზარდა — რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება?
გადახედვა
-
კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა
გადახედვა
-
როგორ იქცა NB Dental ორთოდონტიული ცენტრიდან მულტიდისციპლინურ სტომატოლოგიურ კლინიკად? როგორ იქცა NB Dental ორთოდონტიული ცენტრიდან მულტიდისციპლინურ სტომატოლოგიურ კლინიკად?
-
ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე — STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე — STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ
-
ირანისათვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის პროცესში მონაწილეობის გამო აშშ-მა "ვითიბი ბანკი" დაასანქცირა ირანისათვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის პროცესში მონაწილეობის გამო აშშ-მა "ვითიბი ბანკი" დაასანქცირა
გადახედვა
-
ემი 2026-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია — იხილეთ სია ემი 2026-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია — იხილეთ სია
გადახედვა
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
-
"ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს "ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს
გადახედვა
-
გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წელს ულოცავს გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წელს ულოცავს
გადახედვა
-
გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
კომენტარები