შსს-ს ცნობით, "დარიალზე" ჩარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს ქვეყანაში იმიტომ არ უშვებენ, რომ მათ უმრავლესობას "მძიმე კრიმინალური წარსული" აქვს

ოცნების ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტრო სასაზღვრო გამტარ პუნქტ "დარიალზე" რუსეთის ფედერაციიდან მომავალი უკრაინელების შესახებ, რომელთაც საქართველოს გავლით სამშობლოში დაბრუნება სურთ, ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, დარიალზე 80-მდე უკრაინელი იმყოფება და მათ უმრავლესობას აქვს მძიმე კრიმინალური წარსული. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ "ქართულმა მხარემ უკრაინულ მხარეს შესთავაზა რამდენიმე მექანიზმი, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი ადამიანების უსაფრთხოდ გაყვანა და დაბრუნება მათ სამშობლოში. ჩვენ მიერ შეთავაზებული იყო როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო გზით, მოცემულ პირთა სამშობლოში დაბრუნების ვერსიები. საზღვაო გზით დაბრუნებაზე უკრაინული მხარე ჯერჯერობით თავს იკავებს და ამ დრომდე მათი გაყვანის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ".
"აღნიშნულ პირთა უმრავლესობას აქვს მძიმე კრიმინალური წარსული და გასამართლებულნი არიან არაერთგზის — მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის, რაც დასტურდება მათ მიერ წარმოდგენილი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების ცნობით. ამასთან, ისინი თავადვე აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიდნენ სასჯელს ჩადენილი დანაშაულისთვის. შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა არ მიეცათ.
თუმცა, ქართულმა მხარემ უკრაინულ მხარეს შესთავაზა რამდენიმე მექანიზმი, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი ადამიანების უსაფრთხოდ გაყვანა და დაბრუნება მათ სამშობლოში. ჩვენ მიერ შეთავაზებული იყო როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო გზით, მოცემულ პირთა სამშობლოში დაბრუნების ვერსიები. საზღვაო გზით დაბრუნებაზე უკრაინული მხარე ჯერჯერობით თავს იკავებს და ამ დრომდე მათი გაყვანის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ. თუმცა, ამ პირთა სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნების მექანიზმზე შეჯერებასთან, მათ შორის მათი საჰაერო გზით გადაყვანასთან დაკავშირებით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ერთობლივი კონსულტაციები. ვიმედოვნებთ, რომ უკრაინული მხარე დროულად მიიღებს გადაწყვეტილებას საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, კერძოდ სასაზღვრო გამტარ პუნქტ "დარიალზე" დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც რუსეთის ფედერაციიდან მომავალი პირები ითხოვენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას არავალიდური დოკუმენტებით და აცხადებენ რომ არიან უკრაინის მოქალაქეები. ამჟამად 80-მდე ასეთი პირი იმყოფება საქართველოს საზღვარზე, რომელთა დიდი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაშვების კრიტერიუმებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს, დაიცვას უსაფრთხოება და მართლწესრიგი, არ დაუშვას ქვეყანაში ისეთი პირები, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნან მოსახლეობის უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს.
ყველა სახელმწიფო უწყება, კომპეტენციის ფარგლებში, იღებს საჭირო ზომებს, რათა დროულად მოხდეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების საკუთარ სამშობლოში დაბრუნება და დაცული იქნეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოება", — ნათქვამია განცხადებაში.
საქართველო-რუსეთის საზღვარზე ჩარჩენილი უკრაინელების შესახებ ინფორმაცია 10 ივლისს BBC-მ გაავრცელა. მათი ცნობით, რუსეთის მიერ დეპორტირებული თითქმის 60 უკრაინელი რუსეთ-საქართველოს საზღვარზეა ჩარჩენილი და იძულებულნი არიან სარდაფში იცხოვრონ, რადგან უკან დაბრუნების ნებართვა არ აქვთ.
მათ შორის არიან როგორც ყოფილი პატიმრები, რომლებიც რუსეთმა უკრაინის ციხეებიდან რუსულ კოლონიებში გადაიყვანა, ასევე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლები. ერთადერთი გამოსავალი უკრაინაში საქართველოსა და მოლდოვას გავლით დაბრუნებაა. თუმცა, ადამიანის უფლებათა დამცველების თქმით, ივლისის დასაწყისიდან ეს მარშრუტიც დაკეტილია.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
- ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა ისრაელის სანქცირებასთან დაკავშირებით უთანხმოების გამო დატოვა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა ისრაელის სანქცირებასთან დაკავშირებით უთანხმოების გამო დატოვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები