Toyota X Bridgestone — იაპონური პარტნიორობის სტანდარტი
ფოტო: თეგეტა
უსაფრთხოება, ინოვაციურობა და უმაღლესი ხარისხი — სწორედ ამ სამ პრინციპზეა დაფუძნებული ორი იაპონური გიგანტის Toyota-სა და Bridgestone-ის ღირებულებითი პლატფორმა. უკვე წლებია, Bridgestone Toyota-ს OEM (Original Equipment Manufacturer) მიმწოდებლის სტატუსს ინარჩუნებს, რაც ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ბრენდის მოდელების უმრავლესობა Bridgestone-ის საბურავებით არის აღჭურვილი. სხვადასხვა კომპლექტაციის საბურავები ავტომობილებზე ქარხანაშივე მონტაჟდება. შედეგად, მძღოლი იღებს მანქანას, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია კომფორტზე, ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე.
ფოტო: თეგეტა
Toyota-სა და Bridgestone-ის იაპონური პარტნიორობა საქართველოშიც გრძელდება. საბურავების მწარმოებელმა ბრენდმა კავკასიის რეგიონში ბიზნესსაქმიანობა სწორედ თეგეტასთან პარტნიორობით დაიწყო. Bridgestone-სა და თეგეტა მოტორს შორის პირველი გარიგება 1998 წელს შედგა. დღეს უკვე თეგეტა მოტორსი რეგიონში მსოფლიო ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორია. რაც შეეხება Toyota-ს, თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულება თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ტოიოტა ცენტრი თეგეტა საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს.
ფოტო: თეგეტა
დავით ჩხაიძე, თეგეტა პრაიმ პროდაქტსის დირექტორი: “Bridgestone-ისა და Toyota-ს OEM თანამშრომლობა მომხმარებლისთვის უმაღლესი სტანდარტის მომსახურებას ნიშნავს. უსაფრთხოებითა და გამძლეობით გამორჩეული Toyota-ს მოდელები Bridgetone-ის საბურავებით წარმოების პროცესშივე აღიჭურვება. ამ უპირატესობას ავტომობილის მფლობელი ყოველ დღე გრძნობს.
სეზონური საბურავები სხვადასხვა კომპლექტაციით შესაბამის მოდელებს ერგება, უგზოობისთვის განკუთვნილ მაღალი გამავლობის ავტომობილსა თუ სედანს. ქართული ბაზრისთვის საკმაოდ კარგად ცნობილი და მოთხოვნადი მოდელების, RAV4, Corolla and Camry, Hilux, Land cruiser and Prado, უმრავლესობას Bridgestone-ის საბურავები აქვს. საბოლოოდ, მომხმარებელი იღებს ორმაგ გარანტიას — უმაღლესი ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას“.
Bridgestone, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 120-ზე მეტი ქარხნისა და კვლევისა და განვითარების ობიექტის მფლობელია, წარმოებაში თანამედროვე მიღწევებს იყენებს. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით პროდუქციას, 480 სხვადასხვა ხარისხობრივი პარამეტრით სწრაფად და სრული სიზუსტით აკონტროლებს.
ინტელექტუალურ სისტემასთან ერთად, იყენებს NanoPro-Tech ტექნოლოგიას, რაც, ერთი მხრივ, საწვავის ეფექტიან მოხმარებას უწყობს ხელს და ამასთანავე, აუმჯობესებს მოჭიდებას, რაც პირდაპირ კავშირშია უსაფრთხოებასთან. კომპანია კვლევებზე წლიურად 800 მილიონ ევროს ხარჯავს.
ლაბორატორიული სამუშაოები და უახლესი მიდგომები წარმოებაში პრიორიტეტულია Toyota-სთვისაც. კომპანიის წლიური ბიუჯეტიდან მილიონ დოლარზე მეტი სწორედ ამ მიმართულებით იხარჯება. ორ იაპონურ ბრენდს კიდევ ერთი საერთო აქვს, რაც გარემოს დაცვასა და მწვანე პროექტებს უკავშირდება.
Bridgestone აქტიურად მუშაობს ეკომეგობრული ტექნოლოგიების დანერგვაზე საბურავების წარმოებაში და 2050 წლისთვის 100%-ით გადამუშავებადი მასალების გამოყენებას გეგმავს. Toyota კი ჰიბრიდული და ელექტრომობილების განვითარებით მავნე კომპონენტების ემისიას ამცირებს. ამ თანამშრომლობის შედეგად მომხმარებელი იღებს არა მხოლოდ მაღალხარისხიან პროდუქტს, არამედ იმ ხედვის ნაწილიც ხდება, რომელიც მიმართულია მწვანე მომავლისკენ.
ფოტო: თეგეტა
Bridgestone კავკასიის რეგიონში წარმოდგენილია, როგორც კომფორტკლასის, სპორტული, ასევე SUV თუ სატვირთოსთვის განკუთვნილი საბურავებით. იაპონური ბრენდის უპირატესობები რეგიონში სრულად ხელმისაწვდომი თეგეტა მოტორსმა გახადა.
დავით ჩხაიძე, თეგეტა პრაიმ პროდაქტსის დირექტორი: "ჩვენ მომხმარებელს არაერთ ბენეფიტს ვთავაზობთ, მათ შორის უსასრულო გარანტიას, რომელსაც Bridgestone-ის საბურავის შეძენისას. ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში, მაგ.: მექანიკური თუ ქარხნული წუნი, საბურავის დარჩენილი ღირებულება ანაზღაურდება.
ასევე ხაზგასასმელია ჩვენი შეთავაზება კორპორაციული მომხმარებლებისათვის. ეს არის PPK (Price-Per-Kilometer) სერვისი. ახალი მიდგომა ბიზნესის მეტი ეფექტიანობისთვის შეიქმნა. საბურავის ღირებულება ერთ კილომეტრზე გამოთვლით განისაზღვრება, რაც ნიშნავს, რომ ფასი ავტომობილის გარბენზე ნაწილდება. ეს კი, თავის მხრივ, ნათლად აჩვენებს, რომ პრემიუმ ხარისხის საბურავის გამოყენება, როგორც უსაფრთხოების გარანტიაა, ისე ფინანსური რესურსის რაციონალურად გამოყენების წინაპირობა“.
საერთაშორისო გამოცდილებასა და გრძელვადიან პარტნიორობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა თეგეტა მოტორსს, Bridgestone-სა და Toyota-ს შორის ახალ ეკოსისტემას ქმნის. შედეგად, მომხმარებელი არა მხოლოდ პრემიუმ კლასის პროდუქტსა და სერვისს, არამედ უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის ერთიან სტანდარტს იღებს, რომელიც თანამედროვე მოთხოვნებს სრულად შეესაბამება.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის კუთხით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვ.
-
საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
კომენტარები