როგორ იქცა პოლიციისთვის ნასროლი სენდვიჩი წინააღმდეგობის სიმბოლოდ
იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს და ბრალიც წაუყენეს, მას შემდეგ, რაც ფედერალურ ოფიცერს სენდვიჩი ესროლა. ახლა მისი სახე წინააღმდეგობის სიმბოლოა — და იყიდება მაისურებზეც.
სადაც პროტესტის მოძრაობები ფესვებს იდგამენ, იქ წინააღმდეგობის სიმბოლოც ჩნდება. ვაშინგტონში, მას შემდეგ რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ეროვნულ გვარდიას ქუჩებში პატრულირება დაავალა, ამ პროტესტის სიმბოლო გახდა კაცი, რომელმაც სენდვიჩი ისროლა. მისი სახელი, უბრალოდ, "სენდვიჩის კაცია".
პროტესტის მონაწილე Subway-ის სენდვიჩს მაღლა სწევს აქციაზე თეთრი სახლის წინ, 16 აგვისტო.
ფოტო: ქეილა ბარტკოვსკი / The Washington Post
სენდვიჩის კაცის ნამდვილი სახელი შონ ჩარლზ დანია, ვაშინგტონის მცხოვრები და იუსტიციის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, რომლის მიერ ფედერალური ოფიცრისთვის სენდვიჩის სროლა ვიდეოზეა აღბეჭდილი და ინციდენტიდან მალევე გავირუსდა. შონი ამჟამად გასამართლებას ელის.
ვიდეოში ჩანს დანი როგორ იშვერს ხელს გზაზე გადამსვლელი ოფიცრებისკენ, აგინებს და ყვირის "ფაშისტებო!", შემდეგ კი სკანდირებს "სირცხვილი! არ მინდა ჩემს ქალაქში იყოთ!" რამდენიმე წუთში მიდის, უკან ბრუნდება, კვლავ უყვირის და ესვრის (სალიამის, როგორც The Washington Post-მა დაადასტურა) სენდვიჩს. ის რამდენიმე დღეში 20-მა ფედერალურმა ოფიცერმა მისივე კართან დააკავა.
ჟანინ პირომ, კოლუმბიის ოლქის პროკურორმა, წინა ოთხშაბათს X-ზე ატვირთულ ვიდეოში განაცხადა, რომ დანს სისხლის სამართლის ბრალს წაუყენებენ, ბრალდება რვა წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეორე დღეს, გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ X-ზე დაწერა, რომ დანი იუსტიციის დეპარტამენტიდანაც გაათავისუფლეს. "სწორედ ეს არის იმ ღრმა სახელმწიფოს (Deep State) მაგალითი, რომელსაც ბოლო შვიდი თვეა ვებრძვით, როცა იუსტიციის დეპარტამენტის გარდაქმნას ვცდილობთ", — დაწერა მან.
დანი და მისი ადვოკატი კომენტარისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.
სენდვიჩის სროლიდან ერთ კვირაში, დანის სახე ქალაქში და სოციალურ მედიაში გაჩნდა. ვრცელდება მიმები და სხვადასხვა ნახატები. აქციაზე მანიფესტანტები Subway-ის სენდვიჩებს მაღლა წევენ, როგორც წინააღმდეგობის სიმბოლოს. და ახლა უკვე ამ ნახატიანი მაისურის ყიდვაც შესაძლებელია.
საპროტესტო ხელოვნება ვაშინგტონისთვის ახალი არ არის. ის ქალაქის ქუჩებში 2020 წელს, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდგომი დემონსტრაციებისას შეიჭრა: მე-16 ქუჩაზე ორ კორპუსზე ყვითელი საღებავით დაიწერა Black Lives Matter, პოლიციის ძალადობის მსხვერპლთა სახელებით გაკეთებული ბანერები კი კოლუმბიის ოლქის ბიბლიოთეკის ადგილობრივი ისტორიის კოლექციაში შეიტანეს, ხოლო ფრაზა "I can’t breathe" (ვერ ვსუნთქავ) ადგილობრივ ჩიხებსა და კედლებზე მიმოიფანტა.
ახლა კი ერთი პოსტერი, რომელიც სენდვიჩის კაცს ეძღვნება და ადამს მორგანში, დიუპონტ სირკლში, იუნიონ მარკეტსა და სხვა პოპულარულ უბნებში გამოჩნდა, იმიტირებს ქუჩის არტისტ ბენქსის ნამუშევარს — Flower Thrower (ყვავილის მსროლელი). ეს ნამუშევარი, რომელიც პირველად პალესტინის დასავლეთ სანაპიროზე გამოჩნდა, გამოსახავს კაცს, რომელიც ყვავილების თაიგულის სროლას აპირებს, ნაცვლად იმისა, რომ, ვთქვათ, ხელყუმბარა ისროლოს. ვაშინგტონში კი ყვავილები სენდვიჩით ჩაანაცვლეს.
ბენქსის ორიგინალი სტენსილი "ყვავილის მსროლელი"
სენდვიჩის მსროლელი კაცის სტენსილი ვაშინგტონში
"ვინც ეს ჩაანაცვლა, ყვავილებიდან სენდვიჩზე — ეს ბრწყინვალე ქუჩის ხელოვნების ნამუშევარი შექმნა", — თქვა ჯეფრი იან როსმა, ბალტიმორის უნივერსიტეტის კრიმინოლოგმა, რომელიც სპეციალიზებულია გრაფიტისა და ქუჩის ხელოვნებაში — "და როცა ვინმე ამ პერიოდის ისტორიას დაწერს, ეს აუცილებლად ერთ-ერთ საკულტო გამოსახულებად იქცევა".
როსის აზრით, ინციდენტი "იდეალური ქარიშხალი" იყო ვირუსულობისთვის. (ერთადერთი დეტალი, რაც უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო — თუ დანი რაიმე, კოლუმბიის ოლქთან უფრო მეტად ასოცირებულ საჭმელს ისროდა). ერთის მხრივ, ამბის ირონია არის დანის სამსახურში — არა მხოლოდ ფედერალურ ოფისში, არამედ ფედერალურ სისხლის სამართლის სააგენტოში. მეორეს მხრივ, კი ეს არის სისხლის სამართლის ბრალი, რაც მან "გადაჭარბებულ ბრალდებად", მოიხსენია, რამაც ხალხის ყურადღება კიდევ უფრო მიიქცია.
ვაშინგტონში, ჰეისთრიტის გასწვრივ გადაღებული პოსტერები, რომლებზეც სენდვიჩის მსროლელია გამოსახული.
ფოტო: ჯულია დემარი ნიხინსონი / AP
და, რაც ყველაზე მთავარია, ფაქტი, რომ ინციდენტი კლასიკურად კომიკური გამოვიდა: დახეთქებული სენდვიჩი, პოლიციის უშედეგო დევნა, გადაგდებული საგნის ძალიან ახლო კადრი, რომელიც კვლავაც Subway-ის შეფუთვაში დევს.
"რეალურად რომ ვთქვათ", — ამბობს როჩესტერის ხელოვანი ადამ გოლდფარბი, — "არავის უნდა სენდვიჩის გაფუჭება. მაგრამ ამ ადმინისტრაციას რომ შეხედო — სისასტიკე, კორუფცია, ელემენტარული დემოკრატიული ღირებულებებისა და სოციალური ნორმების უპატივცემულობა — ხშირად გრძნობ, თითქოს არაფრის გაკეთება არ შეგიძლია. ამიტომ სრულიად მესმის ეს: ‘უბრალოდ რაღაც უნდა გავაკეთო,’ შეგრძნება და შენს ხელში სენდვიჩია".
გოლდფარბი, რომელიც კოლუმბიის ოლქში 15 წელი ცხოვრობდა, ახლა ამ ინციდენტის პატივსაცემად მაისურებს ყიდის. ერთ მათგანზე, ანიმაციური სენდვიჩი, სიტყვა “წინააღმდეგობის ზემოთ”, მეკობრესავით თვალსახვევითაა გამოსახული. მას უნდოდა შეექმნა პერსონაჟი, "რომელიც აშკარად ბევრ რამეს გადაურჩა და უკვე მობეზრდა". ჯერჯერობით არცერთი არ გაყიდულა.
ლორეინ ჰუ, ლინოლეუმისა და ხის ბლოკის გრავიურის ოსტატი, რომელიც ჩრდილოეთ ვირჯინიაში ცხოვრობს, ჩვეულებრივ ქმნის ნამუშევრებს Dungeons and Dragons-ისა და სხვა ფენტეზი თამაშების თემაზე. გასულ კვირას ქმარს ხუმრობით უთხრა, რომ Etsy-ის მაღაზიაში სენდვიჩის კაცთან დაკავშირებული ნამუშევარი უნდა გაეყიდა. მისი დიზაინი? კოლუმბიის ოლქის დროშა, სადაც სამი ვარსკვლავი და ორი ხაზი სენდვიჩებითაა შეცვლილი.
ხელოვან ლორეინ ჰუს "სენდვიჩის კაცით" შთაგონებულმა დიზაინმა ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის თანხა შეაგროვა
ფოტო: ლორეინ ჰუ
ჯერჯერობით Etsy-ის საიტზე $4,300-ზე ღირებულების პროდუქტი გაყიდა, მათ შორის მაისურები, ჩანთები, პინები და ციფრული პრინტები. ეს თანხა მან ადგილობრივ საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაურიცხა: Miriam’s Kitchen, Capital Area Food Bank, Food Not Bombs DC და სხვებს. ჰუს აზრით, მისი დიზაინი ადამიანებისთვის გასაგებია იმდენად, "რამდენადაც სიურეალისტური და ობიექტურად უვნებელია სენდვიჩის სროლის აქტი".
"ნორმალურ სამყაროში, დიახ, პოლიციისთვის ან სამართალდამცველისთვის სენდვიჩის სროლა უპატივცემულობა იქნებოდა, მაგრამ დიდ სურათში ეს ისეთი რამ არ არის, რისთვისაც ციხეში ჩაგსვამდნენ", — თქვა მან — "ამიტომ ვფიქრობ, ეს პატარა უწყინარი სიმბოლო, სენდვიჩი, სწორედ მისი სიურეალისტური ბუნების გამო გახდა ყველასთვის ასეთი მნიშვნელოვანი სიმბოლო".
როსიც ეთანხმება. მისთვის ხელოვნება წინააღმდეგობის მოძრაობის კრიტიკული ნაწილია. "ბრძოლა მხოლოდ გრაფიტით, ქუჩის ხელოვნებით ან საჯარო ხელოვნებით არ მიმდინარეობს, მაგრამ ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი, კონტექსტური გზაა, რომ ადამიანებმა გაიგონ, რა ხდება", — თქვა როსმა — "და ვფიქრობ, ეს ინციდენტი გამოხატავს, რამდენად აბსურდულია თეთრი სახლის პოლიტიკა".
პროტესტის ნიშნად აწეული პური
ფოტო: ალექს კენტი / Getty Images
-
ირანის ელჩი საქართველოში: მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ირანს არასოდეს განუხორციელებია აგრესია მეზობელი ქვეყნების ტერიტორიის წინააღმდეგ ირანის ელჩი საქართველოში: მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ირანს არასოდეს განუხორციელებია აგრესია მეზობელი ქვეყნების ტერიტორიის წინააღმდეგ
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, როგორ "იღებს გადაწყვეტილებებს" ლორწოვანი სოკო ტვინის გარეშე ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, როგორ "იღებს გადაწყვეტილებებს" ლორწოვანი სოკო ტვინის გარეშე
გადახედვა
-
რატომაა წყალი თხევადი? — მოლეკულათშორისი ძალების საიდუმლო რატომაა წყალი თხევადი? — მოლეკულათშორისი ძალების საიდუმლო
-
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გადახედვა
-
სუხიშვილები — საქართველოს შემოქმედება | ანსამბლის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი სუხიშვილები — საქართველოს შემოქმედება | ანსამბლის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
-
პირველად ისტორიაში: ხელოვნური ინტელექტის შექმნილი ვაქცინა ადამიანებზე გამოცადეს პირველად ისტორიაში: ხელოვნური ინტელექტის შექმნილი ვაქცინა ადამიანებზე გამოცადეს
გადახედვა
-
ზღვის კიტრის სხეულის მოკვეთილი ნაწილები სიცოცხლეს წლობით აგრძელებს — კვლევა ზღვის კიტრის სხეულის მოკვეთილი ნაწილები სიცოცხლეს წლობით აგრძელებს — კვლევა
გადახედვა
-
"პატარა წითელი წერტილები" შეიძლება ერთგვარ ვარსკვლავებში მოქცეული შავი ხვრელები იყოს "პატარა წითელი წერტილები" შეიძლება ერთგვარ ვარსკვლავებში მოქცეული შავი ხვრელები იყოს
გადახედვა
-
2026 წლის მუნდიალი რიცხვებში — საპრიზო ფონდი, ხარჯები და გუნდების ფასები 2026 წლის მუნდიალი რიცხვებში — საპრიზო ფონდი, ხარჯები და გუნდების ფასები
გადახედვა
-
Aqualia-მ და ჯივიპიმ მასშტაბური საგანმანათლებლო კამპანია — ყოველი წვეთი ძვირფასია — შეაჯამა და გამარჯვებულები დააჯილდოვა Aqualia-მ და ჯივიპიმ მასშტაბური საგანმანათლებლო კამპანია — ყოველი წვეთი ძვირფასია — შეაჯამა და გამარჯვებულები დააჯილდოვა
-
რა ეტაპზეა ახალი სტადიონის პროექტი? რა ეტაპზეა ახალი სტადიონის პროექტი?
გადახედვა
-
შეხვედრის მიზანია, გამოსწორდეს გარემოებები, რომლებმაც უვიზოს შეჩერებამდე მიგვიყვანა — მარკუს ლამერტი 11 ივნისის შეხვედრაზე შეხვედრის მიზანია, გამოსწორდეს გარემოებები, რომლებმაც უვიზოს შეჩერებამდე მიგვიყვანა — მარკუს ლამერტი 11 ივნისის შეხვედრაზე
გადახედვა
-
პირველი არხი: "არასრულწლოვანის გულისწასვლა პავილიონში მყოფმა პირველი არხის თანამშრომლებმა ვერ დააფიქსირეს" პირველი არხი: "არასრულწლოვანის გულისწასვლა პავილიონში მყოფმა პირველი არხის თანამშრომლებმა ვერ დააფიქსირეს"
გადახედვა
-
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი სამხედრო ხარჯებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო გადადგა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი სამხედრო ხარჯებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო გადადგა
გადახედვა
-
გასავარჯიშებელი პაემნები — რატომ ირჩევს Gen Z მიზანმიმართულად არამიმზიდველ პარტნიორებს? გასავარჯიშებელი პაემნები — რატომ ირჩევს Gen Z მიზანმიმართულად არამიმზიდველ პარტნიორებს?
გადახედვა
-
კვლევა: რუსეთის ეკონომიკური რეზერვები ამოიწურა კვლევა: რუსეთის ეკონომიკური რეზერვები ამოიწურა
გადახედვა
-
"სიმღერის აკადემია" აცხადებს, რომ სცენის განათების და ხმამაღალი მუსიკის გამო გულწასული არასრულწლოვანი ვერ შენიშნეს "სიმღერის აკადემია" აცხადებს, რომ სცენის განათების და ხმამაღალი მუსიკის გამო გულწასული არასრულწლოვანი ვერ შენიშნეს
გადახედვა
-
კანადაში 16 წლამდე მოზარდებისთვის სოცმედიის ანგარიშებს კრძალავენ კანადაში 16 წლამდე მოზარდებისთვის სოცმედიის ანგარიშებს კრძალავენ
გადახედვა
-
სტამბოლში ნარკოტიკებთან დაკავებულ საქმეზე 22 პირი დააკავეს — მათ შორის არიან ბერენ საათი და ქენან დოღულუ სტამბოლში ნარკოტიკებთან დაკავებულ საქმეზე 22 პირი დააკავეს — მათ შორის არიან ბერენ საათი და ქენან დოღულუ
გადახედვა
-
შესაძლოა, ხელოვნური ინტელექტი გადაშენების პირას მყოფ სახეობებს დაეხმაროს შესაძლოა, ხელოვნური ინტელექტი გადაშენების პირას მყოფ სახეობებს დაეხმაროს
გადახედვა
-
TI: "ოცნების" დეპუტატ გიორგი ჭყონიას კომპანიას ₾1.3 მლრდ-ზე მეტი ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული TI: "ოცნების" დეპუტატ გიორგი ჭყონიას კომპანიას ₾1.3 მლრდ-ზე მეტი ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული
გადახედვა
კომენტარები