სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

24 Jun. 2025, 11:37

"ეს მდგომარეობა, რაშიც თვითონ იმყოფებიან დღეს, რომელიც პარანოიული მდგომარეობაა, კლასიკურად ასეთი რეჟიმის დასასრული ეტაპის მაჩვენებელია. ვერავინ ვერ იტყვის, ეს დასასრული ეტაპი ჩქარა დამთავრდება თუ გაგრძელდება, გაიწელება. მათი ფსიქიკური მდგომარეობა, რასაც აკეთებენ, მართლაც ასეთი დაჟინებული რეპრესია სულ არაფრისთვის აჩვენებს იმას, რომ ეს რეჟიმი თვითონ, შინაგანად ვერ არის მწყობრში. ეს ჩანს ასევე იმაში, რომ ვიღაცებს უკვე სჯიან შიგნიდან. ეს ხომ წარმოგვიდგენია, როგორ შეიძლება იყოს აღქმული იმ ადამიანების მიერ, რომლებიც აქამდე ყველაფერზე კითხვის, ეჭვის, სინდისის გარეშე მიყვებოდნენ. ახლა ხვდებიან, რომ თურმე, მეც შემიძლია აღმოვჩნდე იმ სიტუაციაში, როგორიც გუშინ ვნახეთ. ეს რყევების მომენტებია და ჩვენ უნდა გავუძლოთ. გაძლება ადვილი არ არის, მითუმეტეს, იმ ადამიანებისთვის. პოლიტიკოსები შეიძლება კიდევ უფრო გამძლე იყვნენ იმიტომ, რომ ყველაფრისთვის მომზადებულები უნდა იყვნენ. იმ ახალგაზრდებისთვის კიდევ უფრო რთულია გაძლება. გამძლეობა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პროტესტში არიან და აგრძელებენ ამ ქუჩის პროტესტს ისე, რომ ვერ გადაიყვანა ხელისუფლებამ იმ აჯანყების ფორმატში, რაც მათი ერთ-ერთი მიზანია".

ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა. დღეს სასამართლო "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განაჩენს გამოაცხადებს. ოპოზიციის ლიდერები მის მხარდასაჭერად პარტიის ოფისში არიან მისული.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო — სწორი ადგილი განათლებისთვის

თიბისი ტექსკოლა მთელი საქართველოდან, 9—12 კლასის მოსწავლეებს, აძლევს შესაძლებლობას, უფასოდ, ონლაინ ფორმატში…